რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

იუდეა რომის წინააღმდეგ

უდეა (ისრაელი) რომის წინააღმდეგ - ომი

ძვ. წ 63 წელს გნეუს პომპეუსმა დაიმორჩილა იუდეა და ის რომის დიქტატს დაუქვემდებარა. მაგის შემდეგ რომის იმპერატორი ნიშნავდა იუდეის მართველებს. ებრაელებმა დაკარგეს დაუმოკიდებლობა , მაგრამ რომის მფარველობის ქვეშ საოცრად გამდიდრნენ და აყვავდნენ. ამან ებრაულ საზოგადოებაში წარმოშვა იდეა რომ დროს სრულიად დამოუკიდებლები გამხდარიყვნენ. მათ ჩათვალეს რომ მათ ჰქონდათ უკვე ამისთვის საჭირო რესურსები.

მალე ხელსაყრელი მიზეზიც მიეცათ აჯანყების დასაწყებად. რომიდან მოვიდა ახალი კურატორი გესსია ფლორი, რომელიც საშინლად უწესო კაცი აღმოჩნდა , მექრთამე და მდიდარ იუდეაში დაიწყო მასობრივად ქრთამის გამოძალვა. ბოლოს ჩვ.წ. 66 წელს მან ტაძრის შესაწირიდანაც მოითხოვა წილი და აშკარა რეკეტირობას მიჰყო ხელი. აქამდე ასეთი რამე 100 წლიან რომაული მართველობის განმავლობაში არ მომხდარა და შეთქმულებმა ჩათვალეს რომ დრო მოვიდა ხალხის ასაჯანყებლად.

მღვდელმთავარმა ანანიას შვილმა ელეაზარმა იერუსალიმის მოსახლეობას ტაძრის დაცვისკენ მოუწოდა. ამან დენთის კასრის ეფექტი გამოიწვია. აჯანყდა სრულიად იერუსალიმი. ქალაქში ნამდვილი ქუჩის ბრძოლები გაჩაღდა. 5 ათასიანი რომაული გარნიზონი 300 ათასიან აჯანყებულ ქალაქში აღმოჩნდა. 1 თვიანი ბრძოლის შემდეგ 17 აგვისტოს აჯანყებულებმა ქალაქი აიღეს.

ქალაქის აღების შემდეგ აჯანყებულები ორ ბაკანად გაიყვნენ. ერთნი იყვნენ მღვდელმთავარი ანანია და მისი მომხრეები, რომლებიც რომთან მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობოდნენ, მეორენი კი სიკარიები მენახემის მეთაურობით, რომლებიც ტოტალურ ომს ითხოვდნენ რომთან. ბოლოს მენახემმა მოწინააღმდგეთა ბანაკში ყველა ამოხოცა და რომს ომი გამოუცხადა.

უდეა (ისრაელი) რომის წინააღმდეგ - ომი - ებრაელები - რომაელები

ამის საპასუხოდ სირიის გუბერნატორმა ცესტიის გალმა, 30 ათასიანი არმია დაძრა იერუსალიმისკენ. ოქტომბრის ბოლოს მას უკვე 15 კილომეტრი აშორებდა იერუსალიმს, როცა დაბა ბეტ -ხორონასთან მას ებრაული არმია გადაეღობა და გაიმართა დიდი ბრძოლა, რომელიც ებრაელების ტრიუმფით დასრულდა. რომმა კონტროლი დაკარგა იუდეაზე.

აჯანყებულები ზეიმობდნენ გამარჯვებას, მაგრამ მათ რეალური წარმოდგენა არ ქონდათ რას ნიშნავდა რომაული სამხედრო მანქანა. რომმა რჩეული 60 ათასიანი ახალი არმია დაძრა ვესპასიანეს მეთაურობით. 67 წლის მაისში ვესპასიანე შეტევაზე გადავიდა. მიუხედავად გააფთრებული წინააღმდეგობისა ლეგიონები გააფთრებით მიიწევდნენ წინ. ქალაქ იოტაპასთან გამართულ დიდ ბრძოლაში, მათ გაანაგურეს ებრაული არმია. 40 ათასი ებრაელი ბრძოლის ველზე დარჩა. მათ მალე ქალაქიც აიღეს, მერე სრულიად გალილეა დაიმორჩილეს.

ამის შემდეგ ვესპასიანე იერუსალიმისკენ კი არ წავიდა, არამედ დანარჩენი იუდეის დაპყრობას შეუდგა. კიდევ ერთი დიდი ბრძოლა ქალაქ გამლასთან გაიმართა და ისევ რომაელთა ტრიუმფით დასრულდა. 68 წელს რომაელებმა იერიხონი, ცეზარია და ამნია აიღეს. 69 წლის ბოლოსკენ ვესპასიანმა ცეცხლითა და მახვილით დაიმორჩილა სრულიად იუდეა, გარდა იერუსალიმისა და მთიანი ციხესიმაგრისა მასადასი. ამის შემდგომ ის იმპერატორად გამოაცხადეს ლეგიონერებმა და ის იტალიაში დაბრუნდა რომის დასაკავებლად, არმია კი მის შვილს ტიტუს ჩააბარა. 70 წლის 11 აპრილს მან ალყა შემოარტყა იერუსალიმს.

იერუსალიმი - იუდეა რომის წინააღმდეგ - ბრძოლა

როგორც ტაციტუსი წერდა, ქალაქში 600 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის ასიათასობით დევნილი იუდეის სხვა ქალაქებიდანაც. 100 ათასი ჯარისკაცი იცავდა ქალაქს. მაგრამ 4 თვიანი ალყის შემდეგ 30 აგვისტოს, ლეგიონერები ქალაქში შეიჭრნენ. დაიწყო უსასტიკესი ქუჩის ბრძოლები რომელიც 9 სექტემბერს დასრულდა, რომაული არმიის სრული გამარჯვებით. ქალაქი დაეცა. ტიტუსმა ქალაქი მიწასთან გაასწორა და მისი ზღაპრული სიმდიდრე სრულიად გაზიდა. 73 წელს კი რომაელებმა მასადაც აიღეს რომელიც აუღებლად ითვლებოდა, მაგრამ რომაულმა სამხედრო მანქანამ ისიც აიღო. სრულიად იუდეა დამორჩილებული იყო.

ომის დასრულების შემდგომ რომმა გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯათ ებრაელები გაჩაღებული ტოტალური ომისთვის. 1 მილიონი ადამიანი ხომ დაიღუპა და კიდევ 1 მილიონი გადასაახლეს და მონებად გაყიდეს. ზუსტად ამის შედეგად მიმოიფანტნენ ებრალები მთელ მსოფლიოში. თვითონ იუდეა დაყვეს რამოდენიმე პროვინციად რომელსაც რომიდან ჩამოსული ლეგატები მართავდნენ. ამის შემდეგ ებრაელთა სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობდა 2000 წლით და აღდგა 1947 წელს!

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *