რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

“ჯაუჰარი”-ს აქტები (მასობრივი თვითდაწვა რაჯპუტი ქალებისა)

“ჯაუჰარი”-ს აქტები (მასობრივი თვითდაწვა რაჯპუტი ქალებისა)

„ჯაუჰარი“ იყო ინდუისტი ქალების მიერ მასობრივი თვითდაწვის პრაქტიკა, ინდოეთის ქვეკონტინენტზე, რათა თავიდან აეცილებინათ ტყვეობა, დამონება და გაუპატიურება მუსლიმი დამპყრობლების მხრიდან, ომის დროს. როგორც წესი, ჯაუჰარს ასრულებდნენ მაშინ, როცა გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობდა და დამარცხება გარდაუალი იყო.

ზოგიერთი ცნობით ჯაუჰარის დროს ქალები შვილებთან ერთადაც სჩადიან თვითდაწვას. ეს პრაქტიკა ისტორიულად შეინიშნებოდა ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში. ყველაზე ცნობილი ჯაუჰარები მომხდარა რაჯასტანში ინდუს რაჯპუტის სამეფოებსა და მოწინააღმდეგე მუსულმანურ ჯარებს შორის ომების დროს.

ტერმინი „ჯაუჰარი“ ხშირად გულისხმობს როგორც ჯაუჰარ-თვითდაწვას, ასევე „საკას“ რიტუალსაც. ჯაუჰარის დროს ინდუისტი ქალები ბავშვებთან და ძვირფას ნივთებთან ერთად ჩადიოდნენ თვითმკვლელობას მასიურ ხანძარში, რათა თავიდან აეცილებინათ დატყვევება და შეურაცხყოფა გარდაუვალი სამხედრო მარცხის ფონზე. იმავდროულად, მამაკაცები რიტუალურად მიდიოდნენ ბრძოლის ველზე გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში, რომელსაც რეგიონულ ტრადიციაში „საკა“ ეწოდება. ეს პრაქტიკა მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ მათი პატივი და ღირსება უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე მათი სიცოცხლე.

ინდური სამეფოების ჯაუჰარი დოკუმენტირებულია დელის სულთანატის და მუღალის იმპერიის მუსლიმი ისტორიკოსების მიერ. ჯაუჰარის ყველაზე ხშირად ციტირებულ მაგალითებს შორისაა მასობრივი თვითმკვლელობა, რომელიც განახორციელდა ახ. წ. 1303 წელს რაჯასტანში ჩიტორგარჰის ციხესიმაგრის ქალების მიერ, დელის სასულთნოს ხალჯის დინასტიის შემოჭრილი არმიის წინაშე. ჯაუჰარის ფენომენი ასევე დაფიქსირებულია ინდოეთის სხვა რეგიონებშიც, მაგალითად, ჩრდილოეთ კარნატაკას კამპილის სამეფოში, როდესაც ის 1327 წელს დაეცა დელის სულთანატის არმის წინაშე.

თვითდაწვას ენიჭებოდა უპირატესობა უბრალო თვითმკვლელობისგან განსხვავებით, რადგან ეს გამორიცხავდა მათი ცხედრების ნებისმიერი შებილწვის შესაძლებლობას, რომლის ყურებაც მათ ქმრებს, შვილებს და/ან ახლობლებს მოუწევდათ. იმ დროს დამარცხეულთა სხეულის წაბილწვა ჩვეული პრაქტიკა იყო.

აღსანიშნავია, რომ ჯაუჰარი შეინიშნებოდა მხოლოდ ინდო-მუსლიმთა ომების დროს, მაგრამ არა რაჯპუტებს შორის შიდა ინდუსური ომების დროს. თუმცა ამ მოსაზრებას ყველა მკვლევარი არ ეთანხმება.

გასაგები მიზეზების გამო, ჯაუჰარის ფენომენს ინდუსი და მუსლიმი მემატიანეები განსხვავებულად მოიხსენიებენ. ინდუისტურ ტრადიციებში ჯაუჰარი იყო გმირული აქტი, განხორციელებული იმ თემის ქალების მიერ, რომლებიც მტრის მხრიდან დამარცხებასა და შეურაცხყოფას ვერ ღებულობდნენ. მუსლიმი ისტორიკოსებისთვის კი ჯაუჰარი იყო ქმედება, რა დროსაც ქალებს აიძულებდნენ მსგავსი აქტის განხორციელებას.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა