რას ეძებ?

საინტერესო სხვა

ქალები – მარცხნივ, კაცები – მარჯვნივ

ინ და იან

ორ დიდ მნათობში, მზესა და მთვარეში, ორ ურთიერდსაწინააღმდეგო საწყისს აღვიქვამთ: აქტიურს, კაცურს – მზეში და პასიურს, ნოტიოს, ემოციურს, ქალურს – მთვარეში. ეს ორი საწყისი აღმოსავლურ ფილოსოფიაში ინ და იან საწყისების სახელებითაა ცნობილი. ფსიქოლოგიაში კი, ეს ტოროლასა და ბუს ტიპის ადამიანები არიან, ექსტრავერტები და ინტრავერტები.

იმავე პრინციპით ტიბეტურ მედიცინაში ყველა მცენარე, ისევე როგორც ადამიანები, ორ ტიპად იყოფა: მხურვალე და ცივ ნატურებად.

ქალური და კაცური საწყისები განსაზღვრულ ამოცანას ასრულებენ, რომელნიც თავის თავში განსაკუთრებულ, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს ატარებენ.

ფილოსოფია ამტკიცებს, რომ ადამიანი, ქალია თუ კაცი თავის თავში ორივე საპირისპირო საწყისს უნდა ათანხმებდეს. მათ შორის ოქროს შუალედი უნდა იპოვოს. ადამიანი, რომელიც თავის თავში ინ და იან ენერგიებს ერთმანეთს გონივრულად შეუწყობს, ცხოვრობს დენ ენერგიაში, ესეიგი მზე-მთვარის ენერგიაში. აღმოსავლურ ფილოსოფიაში დენ ენერგიის ნიშანიც კი არსებობს და მას მანდალა ჰქვია. ესაა – ურთიერთსაწინააღმდეგოს ერთობა და ურთიერთგანმსჭვალვა – ჰარმონია.

მანდალა მცენარეთა სამყაროში ამავე პრინციპით იყოფა. ბოტანიკოსები ფლორას ერთსქესა და ორსქესა მცენარეებად ყოფენ. მცენარე, რომლის ყვავილებსაც მხოლოდ ბუტკო აქვს, ის – მთვარის ანუ ქალური საწყისისაა, რომელსაც მხოლოდ მტვრიანები აქვს, იან – მზის ანუ კაცური საწყისისაა, ხოლო ის მცენარეები, რომელთაც ბუტკოც აქვთ და მტვრინებიც დენ-ია ანუ ორივე საწყისს აერთიანებს.

ქალური საწყისი ადამიანის ორგანიზმის მარცხენა მხარეს შეესაბამება, მამაკაცური საწყისი კი – მარჯვენა მხარეს. ამდენად, ქალური საწყისის ანუ მთვარის მცენარეები სხეულის მარხენა მხარეს მდებარე ორგანოებს კურნავენ, მამაკაცური საწყისის ანუ მზის მცენარეები – მარჯვენა მხარეს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა