მთიანი ყარაბაღის, იგივე არცახის მოკლე ისტორია
წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua
ანტიკური ეპოქიდან თუ დავიწყებ ითვლება რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანი 3000 წლის უკან დასახლდა. ესენი იყვნენ ურარტუელები.მერე იყო პერიოდი, როცა მოექცა ასურეთის იმპერიის შემადგენლობაში. ამის შემდგომ დაიპყრეს აქემენიდებმა, მათ სელევკიდები მოჰყვნენ. მას შემდეგ რაც ძვ.წ მე 2 საუკუნეში სომხეთის სამეფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა სელევკიდებისგან ეს ტერიტორია მის შემადგენლობაშია.
387 წელს ეს ტერიტორია დაიმორჩილა სასანიდურმა ირანმა. შემდგომ კი უკვე დაიპყრეს არაბებმა. მაგრამ ახალი დიდი მიგრაცია ამ რეგიონში არ მომხდარა და მოსახლეობის ბირთვს სომხები წარმოადგენდნენ. 822 წელს სწორედ აქ დაიწყო სომხური სახელმწიფოებრიობის აღორძინება, წარმოიშვა სათავადო ხაჩენი და სწორედ აქ შემოინახეს თავიანთი კულტურა და რელიგია სომხებმა და მერე გაავრცელეს ისლამის შემოტევის პერიოდში.
884 წელს სწორედ აქ ეკურთხა მეფედ აშოტ პირველი ბაგრატუნი, რომელსაც აღადგინა დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო. 1045 წელს სომხეთი დაიპყრო ბიზანტიამ და ეს რეგიონი იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. 1064 წელს იწყება თურქ-სელჩუქთა შემოსევები. 1071 წლის მანაცკერტის ბრძოლის შემდეგ თურქები იპყრობენ ამ რეგიონს და სწორედ ამის შემდეგ ჩნდება პირველად სიტყვა ყარაბაღი, მანამდე კი ეს რეგიონი არცახად იხსენიება.
დიდგორის ბრძოლის შემდეგ დავით აღმაშენებელი ანთავისუფლების კავკასიას თურქული ოკუპაციისგან , მათ შორის არცახს და მერე ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაშია მე 15 საუკუნის მეორე ნახევრამდე.
მე 16 საუკუნის დასაწყისში ამ ტერიტორიას იპყრობს შაჰ-ისმაილ პირველი და ხდება სეფევიდთა იმპერიის ნაწილი. სწორედ მაშინ ჩნდება პირველი აზერბაიჯანული დასახლებები ამ ტერიტორიაზე. თვითონ ყარაბაღი კი თურქულად ნიშნავს “შავ ბაღს” მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა სომხები რჩებიან. მეტიც ისინი ცდილობენ ააღორძინონ თავიანთი სამთავრო ხაჩენი. მე 18 საუკუნის 20 წლებში ამ რეგიონს ოსმალო შემოესევა, მაგრამ სომხური მოსახლეობა ერთიანდება დავით ბეკის გარშემო, ლეგენდარული პერსონაა სომხეთის ისტორიაში და დროებით დამოუკიდებლობასაც მოიპოვებენ, მაგრამ მერე ნადირ შაჰი ისევ იმორჩილებს და აარსებს აქ ყარაბაღის სახანოს. 1752 წელს პანაღ ალი ხანი აარსებს შუშის ციხესიმაგრეს რათა სომხებით დასახლებულ რეგიონში გაიზარდოს ირანისადმი ლოიალური მოსახლეობა და შირვანიდან მასობრივად ხდება იქ ხალხის ჩასახლება, მაგრამ დომინანტი მოსახლეობა მაინც სომხური რჩება.
ირან-რუსეთის ომის შედეგად ყარაბაღი რუსეთის იმპერიის ნაწილი ხდება. ამის შემდეგ ირანიდან და თურქეთიდან 1000 მდე სომხური კომლი ბრუნდება და სახლდება არცახში და რეგიონი სომხური ხდება ეროვნული ნიშნით, თორემ თვითონ ეს ადგილი კი ელიზატვეტპოლის გუბერნიის ნაწილი ხდება. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყება ომების სერია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ ტერიტორიის დასაკავებლად. აზერბაიჯანმა თავი ყარაბაღის სახანოს სამმართალმემკვიდრედ გამოაცხადა და ეს ტერიტორია კი შესაბამისად თავისად. ომი გაგრძელდა 1921 წლის იანვრამდე, მცირედი შესვენებებით. მერე კი ორივე ქვეყანა აზერბაიჯანიც და სომხეთიც საბჭოთა კავშირმა დაიპყრო.
იქედან გამომდინარე, რომ სომხეთმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ბოლშევიკებს, დიდი აჯანყებაც მოაწყვეს 1921 წელს, აზერბაიჯანიც კი უბრძოლველად დანებდა, ლენინმა და ტროცკიმ გადაწყვიტეს სომხეთის დასჯა და 1923 წელს ეს სომხებით დასახლებული რეგიონი აზერბაიჯანს გადასცეს, სადაც შეგქმნეს ავტონომიური ოლქი. ამის შემდეგ დაიწყო ყარაბაღის მასობრივი ათვისება. შემდეგ 50 წელიწადში იქ 800 ათასი აზერბაიჯანელი დასახლდა და სრულიად შეიცვალა სურათი ეროვნული ნიშნით. როცა კავშირმა რღვევა დაიწყო, დაიწყო მოძრაობა სომხეთთან შეერთების მიზნით რაზეც გორბაჩოვმა უარი თქვა. 1991 წელს როცა სსრკ-დაიშალა საერთაშორისო სამართლის მიხედვით ეს რეგიონი აღმოჩნდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რადგან 15 რესპუბლიკა აღიარა მსოფლიომ იმ საზღვრებში როგორშიც იყვნენ საბჭოთა კავშირში. ამას სომხები არ დაეთანხმნენ, რაც გახდა მრავალწლიანი კონფლიქტის მიზეზი რეგიონში.