რას ეძებ?

ბუნება მეცნიერება

კოლხური ტყის შემქმნელი მარადმწვანე ხე-მცენარეები

კოლხური ტყის შემქმნელი მარადმწვანე ხე-მცენარეები

გარემოს მწვანე სამოსი სიცოცხლის მარადიულობაზე მიუთითებს ყველგან დედამიწაზე. საქართველოს ტყე შეიცავს მესამეული პერიოდის რელიქტურ სახეობებს, რომლებიც იმ პერიოდიდან შემორჩნენ, როდესაც დასავლეთ კავკასიაში არ იყო გამყინვარება და კლიმატი ტყის დეგრადაციაზე გავლენას არ ახდენდა. ამ პერიოდში აჭარის შავი ზღვის სანაპირო უძველესი მცენარეების თავშესაფარი იყო. მარადმწვანეობა რომლითაც გამოირჩევა კოლხეთის ფლორა, მისი მცენარეული სამყაროს უძველესობაზე მიუთითებს. დედამიწის გეოლოგიური წარსულის ქარიშხლებში გამოვლილი მისი მცენარეულობა ადრინდელი მდიდარი ფლორის შემორჩენილი სახეობებითაა წარმოდგენილი. ისინი რელიქტური ფლორის იშვიათი ძეგლებია და წითელ წიგნშია  შეტანილი. მისი გამრავლება და დაცვა ქართველი ერის მოვალეობაა, რადგან უმეტესობის არეალი მხოლოდ ჩვენი სამშობლოს მიწა-წყალზეა. საქართველო, როგორც კავკასიის ეკო-რეგიონის წევრი, საოცრად მდიდარი ენდემური სახეობებით ჩართულია პლანეტის ოცდათოთხმეტ ყველაზე მრავალფეროვანი და საფრთხეში მყოფი ცხელი წერტილების ნუსხაში, რომელიც კონსერვაციის პრიორიტეტებს გულისხმობს. ტყეში გავრცელებული ოთხასი მცენარეული სახეობიდან 153 ხეებს მიეკუთვნება, 202 მაღალი ბუჩქებია, 29 დაბალი ბუჩქები და 11 სახეობა ლიანებია.


ურთხელი Taxus Baccata

მარადმწვანე, მაგარმერქნიანი მცენარეა. მესამეული პერიოდის ერთ-ერთი იშვიათი რელიქტი. თესლს იძლევა ძალიან გვიან 20-30 წელში ხოლო შედარებით დაბურულ ტყეში 70-120 წლიდან. იზრდება ნელა, ცოცხლობს 3000 წლამდე.


კავკასიური სოჭი – Abies Nordmanniana

ტანმაღალი (60-70მ) ხეა ძალიან ლამაზი კონუსური ვარჯით. წიწვები ბრტყელია და ბლაგვი, ტოტებზე ორ მწკრივადაა განლაგებული (სავარცხლისებურად), რომლებიც 6- 13 წელს ცოცხლობენ. ერთ სახლიანია ცოცხლობს 500 წლამდე.


აღმოსავლეთის ნაძვი – Picea orientalis

პირველი სიდიდის ხეა. აღწევს 60 მეტრ სიმაღლეს. მოკლე, ოთხკუთხედი ფორმის ტოტებზე მუქი მწვანე ბლაგვი წიწვები სპირალურად აქვს განწყობილი. აქვს ჰორიზონტალური ფესვთა სისტემა.


ელდარის ფიჭვი – Pinus Eldarika

ტანდაბალი 12- 15 მეტრამდე სიმაღლის ხეა ქილგისებური ვარჯით. დამოკლებულ ტეტებზე 8-10 სმ სიგრძის წიწვებია. ტიპიური ქსეროფიტია.


მარადმწვანე კვიპაროსი – Cupressus Sempervirens

აღწევს 25მ_ს, ცოცხლობს 2000 წელს. წიწვები წვრილი, ქერქლისებრი და ჰორიზონტალურ ტოტებზე კრამიტის მსგავსად ოთხმხრივად განწყობილი. 1 და 2 წლიანი გირჩები ხეზე ერთდროულად აქვს.


კავკასიური (სოსნოვსკის) ფიჭვი – Pinus Sosnowskyi

35 მეტრამდე სიმაღლის ხეა. დამოკლებულ ტოტებზე 4-7 სმ სიგრძის მწვანე მონაცრისფრო წყვილი წიწვი აქვს, რომლებიც 4-5 წელს ცოცხლობენ ერთ სახლიანია. ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას. ახალგაზრდა ასაკსი ვარჯი პირამიდულია, ხნოვანებაში კი ქოლგისებური.


იაპონური კრიპტომერია - Cryptomeria Japonica

იაპონური კრიპტომერია – Cryptomeria Japonica

პირველი სიდიდის ხეა, ტოტებზე ხუთმწკვრივიანი სპირალურად განლაგებული სადგისებური წიწვები 10-25მმ სიგრძისაა. ზამთარში განსაკუთრებულად მწვანეა. იყენებენ ქარსაფარ ზოლებში.


ღვია - Juniperus

ღვია – Juniperus

სიმშრალის ამტანი მცენარეა. იძლევა ძირკვიდან ამონაყარს. თესლი ძნელი აღმოცენებით ხასიათდება. საქართველოში გავრცელებულია: გრძელწიწვიანი, კაზაკური, მრავალნაყოფა, აღმოსავლეთის და ტოლფოტოლა ღვია.


აღმოსავლური ბიოტა - Biota Orientalis

აღმოსავლური ბიოტა – Biota Orientalis

15-20მ სიმაღლის ხეა. ხშირად მიწის პირიდანვე იტოტება და ბუჩქად იზრდება. წიწვები ქერქისებრია, ორგვარი ფორმის. განწყობა კრამიტს მოგვაგონებს, ტოტები ბრტყელია. 


პროექტის ავტორი ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმის უფროსი მეცნიერ მუშაკი თამარ ტარიელაძე.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *