შესაძლებელი იყო თუ არა კონსტანტინოპოლის გადარჩენა 1453 წელს
განვიხილოთ შეიძლებოდა თუ არაა კონსტანტინოპოლის გადარჩენა 1453 წელს!
1453 წლისთვის იმპერია რომელიც ოდესღაც მსოფლიოს მმართავდა, შევიწროვდა ქალაქ კონსტანტინოპოლამდე და მის შემოგარენამდე.
ჯამში მოსახლეობა იყო 70000. აქედან გამომდინარე იმპერიის ადამიანური რესურსები ძალზე მინიმალური იყო.
7000 მეომარი იყო ის მაქსიმუმი რისი გამოწურვაც შეძლო იმპერატორმა კონსტანტინე მე XI 1453 წელს.
მაგრამ იყო ერთი ფაქტორი რომელსაც შეეძლო ძალთა გაზრდა. კონსტანტინოპოლში იყო ოლიგარქთა უმდიდრესი დაჯგუფება რომელთაც შეეძლო არმიის დაქირავება, მაგრამ მათ ფული არ გაიღეს.
რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, აქ სიტუაცია სამწუხაროდ არ იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) სასარგებლოდ.
დასავლეთ ევროპაში ახლახანს დასრულდა გრანდიოზული 100 წლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის, სადაც ლამის მთელი დასავლეთ ევროპა იყო ჩართული და აშკარად გამოფიტული იყვნენ და ამოსუნთქვა ჭირდებოდათ.
რუსეთში და სტეპებში, იშლებოდა უზარმაზარი ოქროს ურდო და მის ნანგრევებზე სისხლისმღვრელი ომები იწარმოებოდა და კონსტანტინოპოლისთვის არავის სცხელოდა.
მაგ მომენტისთვის უკვე გაერთიანებული კავკასიაც არ არსებობდა და აქაც დიდი შინაომიანობა იყო გაჩაღებული.
კავკასიის გამოფხიზხლება შეეძლო, ეცადა მაინც, ტრაპიზონის იმპერიას, მაგრამ მათ არასწორად შეაფასეს ოსმალური საფრთხე და რეაგირება არ მოახდინეს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას მათ სცადეს ოსმალთა შეჩერება, მაგრამ კოალიციურმა არმიამ სამწუხაროდ სასტიკი მარცხი განიცადა 1444 წელს ვარნასთან.
ჯამში კიდევ შეიძლებოდა მთლიანი ევროპის მაშტაბით, დიდი ფულის გაღების შემთხვევაში დაქირავებული არმიის შეგროვება, მაგრამ კონსტანტინოპოლის ოლიგარქატმა ეს არ გააკეთა და ძალიან ძვირი დაუჯდებათ მერე ეს სირისტიანობა. მეჰმედ მეორემ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, ყველაფერი ძალით მოატანინა და მათი თავები სარებზე წამოაცვა.
იყო კიდევ ორი ძალა გენუა და ვენეცია რომელსაც შეეძლო დახმარება, მაშინ ძალიან მდიდარი საზღვაო რესპუბლიკები, მაგრამ მათ ხელი დაიბანეს , მხოლოოდ მოხალისეთა 5000 არმია ჩამოვიდა იქიდან ჯოვანი ჯუსტიანიანი ლონგოს მეთაურობით. რატომღაც მათ ჩათვალეს რომ კონსტანტინოპოლის დამორჩილების შემდეგ ოსმალები შეჩერდებოდნენ, მაგრამ ზუსტად რომ პირიქით მოხდა.
ასე რომ 1453 წლის აპრილისთვის 12000 კონსტანტინოპოლის დამცველი აღმოჩნდა 120000 ათასიანი თურქული ურდოს წინაშე, აქედან გამომდინარე მიუხედავად საარაკო გმირობისა რაც გამოიჩინეს კონსტანტინოპოლის დამცველებმა, ქალაქი დაეცა 1453 წლის 29 მაისს.
შეიძლებოდა მაშინ კონსტანტინოპოლის გადარჩენა? ამაზე პასუხია – კი რათქმაუნდა, ოღონდაც უნდა მომხდარიყო ოსმალური საფრთხის სწორად გააზრება და ეს არ მოხდა. ეს ვერ გაიაზრეს ვერც გენუამ , ვერც ვენეციამ , ვერც ტრაპიზონის იმპერიამ და ვერც კავკასიამ, და ვერც თვითონ ბიზანტიურმა ოლიგარქატმა, შედეგი კი იყო ის რომ, კონსტანტინოპოლმა ვერ მიიღო შესაბამისი დახმარება და მისი დაცემა არა მარტო აღმოსავლეთ რომის იმპერიის დასასრულს ნიშნავდა , არამედ სწორედ ზემოთჩამოთვლილი ერებისთვის, რეგიონებისთვის და ხალხებისთვის იქცა უდიდეს ტრაგედიად, რადგან ბიზანტიური წინაღობის ჩაყლაპვის შემდგომ, ოსმალურმა ბნელეთმა და სიველურემ მთელი ძალით სწორედ მათ კისერზე გადაიარა!

