რას ეძებ?

მედიცინა სიახლეები

წინასწარი კვლევებით, კორონავირუსის ვაქცინა 90% შემთხვევებში ეფექტიანი გამოდგა

კორონავირუსის ვაქცინა

ფარმაკოლოგიური კომპანია Pfizer განაცხადებს ავრცელებს: მათი თქმით, კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, რომელიც კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის შესამოწმებლად იწარმოებოდა, მათი პროდუქტი ძალიან ეფექტიანი გამოდგა. ვაქცინაზე Pfizer გერმანულ მწარმოებელთან, BioNTech-თან ერთად მუშაობს.

ოფიციალურ პრესლერიზში ნათქვამია, რომ თუ ეს მაჩვენებლები მსგავსად შენარჩუნდა, ეს იქნება იმის დასტური, რომ Pfizer /BioNTech -ის ვაქცინა იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვაქცინა. მისი ეფექტიანობა იქნება ბავშვთა ასაკის გეგმიური ვაქცინების (მაგ. წითელას ვაქცინა) ტოლფასი. როგორც კომპნიაში აცხადებენ, კვლევის ამ ეტაპზე არც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

Pfizer გეგმავს მიმართოს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA), რადგან მოიპოვოს თავის ვაქცინისთვის საგანგებო შემთხვევებში გამოყენების ლიცენზია. ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის 20 მილიონამდე ადამიანის იმუნიზაციისათვის სამყოფი ვაქცინების დამზადება იქნება შესაძლებელი.

ზოგიერთი მეცნიერები აღნიშნულ სიახლეს მაინც სიფრთხილით ეკიდებიან და ამბობენ, რომ პირველადი შედეგები უფრო ხანგრძლივმა და და მოცულობითმა შემდგომმა კვლევამ უნდა განამტკიცოს. ამის მიუხედავად, აღნიშნული განცხადებით Pfizer გახდა პირველი კომპანია, ვინც თავისი ვაქცინის დასკვნითი ეტაპის კვლევის პოზიტიური შედეგების შესახებ განაცხადა საჯაროდ.

თავისი შედეგები Pfizer-მა პრეს-რელიზის სახით გამოაქვეყნა და უფრო დეტალური ინფორმაცია აკადემიურ გამოცემაში ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამჟამად გადაჭრით საუბარი ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ არ შეიძლება. ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ნაჩვენები 90%-იანი წარმატება, შესაძლოა, კვლევის მიმდინარეობის პარალელურად შეიცვალოს.

ვაქცინაზე მუშაობა გერმანიის ქალაქ მაინცში იანვარში დაიწყო. ეს იყო მას შემდეგ, რაც BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, უგურ საჰინმა ჟურნალში The Lancet სტატია წაიკითხა ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ.

კვლევის ადრეულ ეტაპზევე BioNTech-მა პოტენციური ვაქცინის 20 კანდიდატი შეარჩია, ხოლო მათი პრეკლინიკური კვლევა ლაბორატორიულ ცხოველებში დაიწყო, მაგრამ კომპანიას არ გააჩნდა არც რესურსები და არც გამოცდილება, რომ ასეთი დიდი მოცულობის კლინიკური კვლევა ჩაეტარებინა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ საჰინს Pfaizer-თვის მიემართა. მარტის შუა რიცხვებში მათ თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს და კორონავირუსის ვაქცინის შექმნისთვის გაჩაღებულ რბოლაში ჩაერთნენ.

ვაქცინის კვლევა მანამდე გაგრძელდება, სანამ კვლევაში მონაწილე 44 ათასი ადამიანიდან კორონავირუსის დიაგნოზი 164 ადამიანს არ დაუდასტურდება. ამის შემდგომ მოხდება კვლევების შემდეგ ეტაპზე გადასვლა და მორიგი შუალედური ანალიზის პროცესი თავიდან დაიწყება.

წყარო: The New York Times

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს