ლიმონი მრავალმხრივ სასარგებლო და ვიტამინებით მდიდარი მცენარეა
ლიმონის მცენარის ყველა ნაწილი: ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი, ნასკვები, ნორჩი ყლორტები, მერქანი ძველთაგანვე გამოიყენებოდა კვების მრეწველობაში, ტექნიკაში, მედიცინასა და პარფიუმერიაში. ყვავილებიდან იღებენ „ნეროლის“ ესენციას, იგი სინაზითა და არომატით მხოლოდ ვარდის ზეთს ჩამოუვარდება.
ნაყოფის ქერქიდან გამოხდილი ეთერზეთი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში. ნაყოფის პექტინი წყალში ადვილად ხსნადი, თითქმის თეთრი ნივთიერებაა, რომელსაც იყენებენ ჟელეს და სხვა საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად, ხოლო მედიცინაში კუჭის წყლულის სამკურნალოდ, სისხლის დენის შესაკავებლად.
ნაყოფის რბილობი საუკეთესო ბუნებრივი ნედლეულია ლიმონის სიმჟავის მისაღებად, რომელიც ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, ტექნიკაში. ლიმონის წვენი საუკეთესოა ნიკრისის ქარის (პოდაგრის), სიყვითლისა და პირღებინების საწინააღმდეგოდ. პირის ღრუსა და ენის ანთების სმკურნალოდ. გულით დაავადებულებს ურჩევენ ლიმონის წვენის მიღებას. ლიმონი ნივთიერებათა ცვლის აღდგენის საუკეთესო საშუალებაა.
ლიმონის წვენი ფართოდ გამოიყენება ფარმაკოლოგიაში, კოსმეტიკაში, კვების მრეწველობაში – სასმელისა და ნამცხვრის არომატიზაციისათვის. ლიმონის ნაყოფი აგრეთვე მდიდარია C და P ვიტამინებით, მისგან აკეთებენ ცუკატებს (დაშაქრულ ნაჭრებს), მარმელადს და მურაბას.
ტეგები: limoni, farmakologia, kosmetika, vitaminebi, vitamini, nikrisis kari, esencia, podagri, parfiumeria, medicina. პარფიუმერია, მედიცინა, ფარმაკოლოგია, ლიმონი, ნიკრისის ქარი, პოდაგრი, ნივთიერებათა ცვლა.