რას ეძებ?

ბიოგრაფია კულტურა საზოგადოება

ცოტა რამ ლეონჰარდ ფრანკზე

ლეონჰარდ ფრანკი

1933 წელს ბერლინში დანთებულ კოცონზე კლასიკოსთა დიდ ქმნილებებთან ერთად დაწვეს აწ უკვე სახელმოხვეჭილი მწერლის ლეონჰარდ ფრანკის ნაწარმოებები.

ლეონჰარდ ფრანკი დაიბადა დასავლეთ გერმანიის ერთ უმშვენიერეს ქალაქ ვიურცბურგში. ნიჭიერმა ყვაწვილმა ახალგაზრდობის წლები ლიტერატორთა და მხატვართა წრეში გაატარა. ბავშვობაში ოცნებობდა მხატვარი გამოსულიყო, თუმცა იგი მწერალი გახდა. რომანებმა: “ყაჩაღთა ბანდა”, “მარცხნივ, სადაც გულია”, “იესოს მოწაფეები”, “ოქსენფურტელ მამაკაცთა კვარტეტი”, “ადამიანი კეთილია” მსოფლიო აღეარება მოუპოვეს.

სახელმწიფოს სათავეში ფაშისტების მოსვლის შემდეგ ახალგაზრდა მწერალს სამშობლოში აღარ დაედგომებოდა.

1940 წლის ზაფხულში საფრანგეთის მტვრიან გზაზე საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეული სამი ლტოლვილი მილასლასებდა. ერთი მათგანი ლეონჰარდ ფრანკი გახლდათ. ამქვეყნად ყველაფერი დაეკარგა, რაც კი გააჩნდა: ოჯახიცა და სახლ-კარიც. ერთადერთი საუნჯე – სათუთად ნალოლიავები ხელნაწერი შემორჩენოდა და უბით მიჰქონდა გრძელ გზაზე.

ტყვეობაში გატარებულ მძიმე დღეებს რომანზე ფიქრი უმსუბუქებდა. კეთილ ადამიანებს ქვეყნად რა გამოლევს, და ფრანკმაც, ამერიკელ და ფრანგ მეგობართა დახმარებით დროებით თავშესაფარი ჰპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. უცხო მიწაზე ფეხი ვერ მოიკიდა. დამთავრდა თუ არა ომი, თავის მშობლიურ დასავლეთ გერმანიას მიაშურა, დაასრულა ტყვეობაში ნატარები რომანი და “მატილდა” უწოდა.

1957 წელს ლეონჰარდ ფრანკს, როგორც თანამედროვე გერმანული მწერლობის ბრწყინვალე წარმომადგენელს, დაბადების სამოცდათხუთმეტი წლისტავი გადაუხადეს და დააჯილდოვეს უმაღლესი ლიტერატურული პრემიით.

ფრანკი გარდაიცვალა 1961 წელს დასავლეთ გერმანიაში.

ლეონჰარდ ფრანკი - არტი
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს