რას ეძებ?

მედიცინა საზოგადოება

რა არის ლუდომანია – გამომწვევი მიზეზები და პრევენცია

რა არის ლუდომანია - გამომწვევი მიზეზები და პრევენცია

რა არის ლუდომანია? – ლუდომანია არის ადამიანის უკონტროლო და პათოლოგიური დამოკიდებულება სხვადასხვა აზარტული თამაშების მიმართ (სლოტ ავტომატები, რეალური ან ონლაინ კაზინოები და ა.შ.).

სპეციალისტები ჯერ ისევ ვერ თანხმდებიან, განიხილოთ თუ არა ლუდომანია პათოლოგიის ცალკე სახეობად, თუ ის უბრალოდ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა. თუმცა, სწორი კლასიფიკაცია, ამ შემთხვევაში, დიდა არ ახდენს გავლენას პრობლემის მთავარ არსზე – როგორი და რა სახის მკურნალობა უნდა აირჩიოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა ადამაიანმა.

ლუდომანია და მისი გამომწვევი მიზეზები

ლუდომანიის გამომწვევი მიზეზები

ზოგადად, მიჩნეულია, რომ ყველა ამ სახის დამოკიდებულებას (ლუდომანია, კლეპტომანია და ა.შ.) ძირითადად ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევები იძლევიან ვარაუდს, რომ ლუდომანიის გამომწვევი ფაქტორები შეიძლება იყოს როგორც მემკვიდრეობითი, ასევე ფიზიოლოგიური (ჰორმონალური დარღვევები, დოპამინის არასაკმარისი წარმოება).

აზარტული თამაშების დამოკიდებულების განვითარების ძირითადი ფსიქოლოგიური მიზეზები მოიცავს:

  • აღგზნების მდგომარეობის დამოუკიდებლად რეგულირების შეუძლებლობა. ხშირად, მოთამაშე ვერ ახერხებს არა თუ აკონტროლოს თავისი მდგომარეობა, არამედ გააცნობიეროს ასეთი პრობლემის არსებობა საერთოდ.
  • ურთიერთობების პრობლემები – ოჯახი, მეგობრები, მშობლები, მარტოობა.
  • თვითშეფასების პრობლემები – ასეთი ადამიანის თვითშეფასების მატება ხდება გამარჯვების მომენტში და ზოგადად, მისთვის თვითშეფასება დამოკიდებულია მატერიალურ კეთილდღეობაზე.

ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ დამოკიდებულების განვითარებას, ასევე შეიძლება იყოს:

  • ის, რომ ნათესავები ან მეგობრებიც აზარტულ თამაშებს თამაშობენ;
  • ფულის მნიშვნელობის გადაჭარბებული შეფასება ადამიანის თვალში, თვითდარწმუნება, რომ მათი დახმარებით ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი;
  • იოლი ფულისკენ სწრაფვა;
  • ფინანსური გაუნათლებლობა, ფულის მართვის უუნარობა.

როგორ ვითარდება ლუდომანია

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარება ხშირად იწყება მოწყენილობის გაფანტვისა და სტრესის გამკლავების მცდელობით. გარდა ამისა, დამოკიდებულებისკენ მიდრეკილი ადამიანები (ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ამას) ხვდებიან ჰორმონალურ ხაფანგში. ადრენალინი, დოფამინი და სხვა ჰორმონები, რომლებიც გამოიყოფა სისხლში თამაშის დროს და გამარჯვების მომენტში, იწვევს ისეთ ძლიერ შეგრძნებებს, რომ მოთამაშე ისევ და ისევ უბრუნდება მათ. ნეიროჰორმონებს ის ერთგვარ ტრანსში შეჰყავთ, რაც არ აძლევს ადამიანს საშუალებას ანგარიში გაუწიოს საკუთარ ქმედებებს.

დამოკიდებულების სტადიები

დროთა განმავლობაში, მკურნალობის გარეშე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება პროგრესირებს. არსებობს აზარტული თამაშების დამოკიდებულების ეტაპების რამდენიმე კლასიფიკაცია. განვიხილოთ ყველაზე მარტივი, რომელიც შედგება 3 ეტაპისგან.

ყველა, ვინც თამაშობს, არ არის ლუდომანიის მძევალი; ბევრს საერთოდ არ სჭირდება მკურნალობა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ინარჩუნებენ ფხიზელ აზროვნებას, აკონტროლებენ დახარჯულ თანხას, ატარებენ გონივრულ დროს თამაშზე, არ ეძებენ გამარჯვებას, თამაში მათთვის დროგამოშვებით გართობის და განტვირთვის საშუალებაა.

ძირითადი კრიტერიუმები, რომლითაც შეიძლება გავიგოთ, რომ ადამიანს აქვს დამოკიდებულება, არის:

  • თამაშისთვის გონივრული, რაციონალური მიზეზების არარსებობა;
  • თამაშის შეთავაზებაზე უარის თქმის შეუძლებლობა;
  • უფრო და უფრო მეტი გატარებული დრო თამაშებში;
  • თამაშში მონაწილეობის პრიორიტეტად ქცევა ცხოვრების ყველა სხვა ასპექტთან მიმართებაში (სამუშაო, სწავლა, ოჯახური პასუხისმგებლობა და ა.შ.);
  • საკუთარი თავისა და სხვისთვის ზიანის მიყენება (სამსახურის დაკარგვა, ფინანსური დავალიანება, ოჯახის ქონების განიავება, ქურდობა და სხვა).

ლუდომანია გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზეც. სისხლში გამოთავისუფლებულ დიდი რაოდენობით ჰორმონებს შინაგანი ორგანოების მუშაობა არანორმალურად ინტენსიურ რეჟიმში გადაჰყავს, რაც იწვევს მათი სტაბილურობის რღვევას. ფსიქიკა გამოფიტულია. გარეგნულად, ლუდომანი ხშირად ემსგავსება ალკოჰოლიკს ან ნარკომანს.

ლუდომანიის შედეგები

ლუდომანიის შედეგები

მკურნალობის გარეშე დარჩენილი ნებისმიერი პათოლოგიური დამოკიდებულება ამა თუ იმ გზით ანადგურებს ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება იწვევს:

  • კარიერის განადგურებას, პროფესიული რეპუტაციის დაკარგვას. დამოკიდებულების გამო ლუდომანი აცდენს ან საერთოდ ტოვებს სამუშაოს, ცუდად ასრულებს პროფესიულ მოვალეობებს, არღვევს პროექტის ვადებს;
  • სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს. დამოკიდებული მოთამაშეები ხარჯავენ მთელ დანაზოგს, იღებენ ვალებს, ყიდიან ქონებას და ზოგჯერ კარგავენ სახლებსაც კი.
  • ოჯახური და სოციალური კავშირების განადგურებას. ლუდომანი მკვეთრად ზღუდავს კომუნიკაციის წრეს, თითქმის არ უთმობს დროს ოჯახს, იღებს სესხს მეგობრებისა და ნაცნობებისგან, ხოლო შემდეგ მათ აღარ აბრუნებს, რაც აფუჭებს ურთიერთობებს.

ყველაზე სერიოზული შედეგები არის:

  • დანაშაულები, რომელთა ჩადენას იწყებს აზარტული მოთამაშე (ქურდობა, ყაჩაღობა და ა.შ.).
  • თვითმკვლელობის მცდელობა – პაციენტების 40% ცდილობს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას.
ლუდომანია, სიღარიბე

ლუდომანიის მკურნალობა

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მძლავრი ფსიქოლოგიური და ბიოქიმიური საფუძვლების გამო, მისგან საკუთარი თავის დამოუკიდებლად განკურნება თითქმის შეუძლებელია. პაციენტი ხშირად ვერც კი აცნობიერებს მკურნალობის საჭიროებას.

პირველი და აუცილებელი ნაბიჯი მკურნალობისკენ არის პაციენტის მიერ პრობლემის მიღება. ამას შეიძლება დასჭირდეს ერთი ან მეტი ინტერვიუ თერაპევტთან. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ უშუალოდ თერაპია.

აქტიური ლუდომანიის მკურნალობა, როდესაც პაციენტს უკვე განუვითარდა დეპრესია, ნევროზი, სუიციდური აზრები, ტარდება მედიკამენტების გამოყენებით. თუმცა, წამალი მაინც არ არის ერთადერთი მეთოდი.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობა ხორციელდება ფსიქოთერაპიული ტექნიკის გამოყენებით. ეფექტურია ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიის კომბინაცია.

მკურნალობისას გამოიყენება:

  • კოგნიტური ქცევითი თერაპია;
  • პიროვნებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია;
  • მკურნალობა ჰიპნოზით;
ლუდომანია, ფსიქოთერაპია

ლუდომანიის პრევენცია

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენცია მიზნად ისახავს დამოკიდებულების გამომწვევი ფაქტორების გავლენის აღმოფხვრას/შემცირებას.

რეკომენდებულია:

  • შეამციროთ სტრესის დონე, მოაგვაროთ წარმოქმილი პრობლემები, ნუ დაგროვებთ მათ. ასევე არ უნდა უგულებელყოფთ ისინი.
  • იცხოვროთ აქტიური ცხოვრების წესით, გქონდეთ ჰობი.
  • უნდა შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი, დროულად მიმართოთ სპეციალისტს დეპრესიის ან ნევროზის პირველი ნიშნების გამოვლენისას.
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *