რას ეძებ?

ბუნება მსოფლიო საინტერესო

მალდივის კუნძულები: ტროპიკული სამოთხე

მალდივის კუნძულები - maldives

მალდივის კუნძულები პირველად აღმოაჩნეს V საუკუნეში ბუდისტმა ბერებმა შრი-ლანკიდან ან ინდოეთიდან. თვითონ კუნძულები ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივია. აქაური მოსახლეობა კი ძირითადად დრავიდური, სანგალური, არაბული ან აფრიკული წარმოშობისაა.

მალდივის 1190 მარჯნის კუნძული ინდოეთის ოკეანეში 90000 კმ2-ზე ზურმუხტის ყელსაბამივითაა გაბნეული. პალმიანი და ყვითელქვიშიანი პლაჟები და ლაჟვარდისფერი ლაგუნები არქეტიპულ ტროპიკულ კუნძულებს სამოთხის იერს აძლევს. მალდივის კუნძულების ორმაგი ჯაჭვი ინდოეთის სამხრეთი ბოლოდან სამხრეთ-დასავლეთისკენ ეკვადორს მიუყვება.

მალდივის რესპუბლიკის მთლიანი ფართობი სულ რაღაც 300 კმ2-ის და აზიის ყველაზე პატარა ქვეყანაა. გარდა ამისა, ის ყველაზე დაბალი ქვეყანაა მსოფლიოში – ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი 2.3 მეტრია. მალდიველები მსოფლიოს ყველაზე გაფანტული ერია. მოსახლეობა 300000 ადამიანს შეადგენს, აქედან 70000 უცხოელია და მათი უმეტესობა ტურისტულ ბიზნესშია ჩართული. მალდივის რესპუბლიკის დედაქალაქია მალე, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 100000-ს ოდნავ აღემატება. აბორიგენი მალდიველები 185 კუნძულზე არიან მიმოფანტულნი, დანარჩენ კუნძლებს ტურისტული ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ. კუნძულების უმეტესობა დაუსახლებელი და აუთვისებელია.

ფართობითა და მოსახლეობის რაოდენობით კი მცირეა, მაგრამ სილამაზისა და კლიმატის მხრივ მალდივის კუნძულები ნამდვილად არ უჩივის ბედს. ოკეანისგან რიფებითა და ლაგუნებით დაცული კუნძულების თეთრ პლაჟებს კამკამა წყალი რეცხავს. წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა აქ 24°C-დან 33°C-მდე მერყეობს და ოკეანიდან სუსტი, ნოტიო ქარი უბერავს. თუმცა, კუნძულებზე ხშირია ტროპიკული მუსონებიც.

მალდივის კუნძულები საუკეთესო სადაივინგო ადგილია. ნაპირთან ახლოს მარჯნის ბაღებში 2000-მდე სახეობის ზღვის ცხოველი თუ თევზი ბინადრობს. მათ შორის – გადაშენების პირას მყოფი ვეშაპისებრი ზვიგენი და მარჯნის რიფის ფერად-ფერადი თევზები.

სამწუხაროდ, ამ ლამაზ კუნძულებს კლიმატური ცვლილება საფრთხეს უქმნის. XX საუკუნის დასაწყისიდან ზღვის დონემ 20 სანტიმეტრით აიწია და კუნძულების ჩაძირვის ალბათობამ იმატა. პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ქვეყნის მთავრობამ ინდოეთში მიწის შესყიდვა დაიწყო, რათა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობა იქ დაასახლოს. კუნძულების ჩაძირვა ტრაგიკული დანაკარგი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით მალდივის კუნძლები კვლავ რჩება მსოფლიოს ულამაზეს და უშფოთველ დასასვენებლ ადგილად და ყოველწლიურად 600000 ტურისტს მასპინძლობს.

მალდივის კუნძულები - ტროპიკული სამოთხე

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *