მარიანა ბახმეიერი – შვილმკვდარი დედის შურისძიება
მოკლული და გაუპატიურებული გოგონას, 7 წლის ანნა ბახმაიერის დედამ, მარიანა ბახმეიერმა, შეძლო და ქ. ლიუბეკის (ყოფილი დასავლეთ გერმანია) საოლქო სასამართლოს დარბაზში შეიტანა პისტოლეტი Beretta 70 და სასამართლო დარბაზში მოკლა დამნაშავე კლაუს გრაბოვსკი. გრაბოვსკი ადგილზე გარდაიცვალა – ადვოკატებისა და მოსამართლის თვალწინ…
1981 წლის 6 მარტს ლიუბეკის საოლქო სასამართლოს სასამართლო დარბაზში მარიანა ბახმაიერმა პისტოლეტიდან 8 ტყვია გაისროლა… ასცდა მხოლოდ პირველი ტყვია, 7 კი მიზანს მოხვდა. Მოგვიანებით ექსპერტები იტყვიან, რომ 7 ჭრილობიდან 6 სასიკვდილოა. Მოკლული კლაუს გრაბოვსკია, 35 წლის ყასაბი, რომელიც ბრალდებული იყო მარიანას შვილის, 7 წლის ანა გრაბოვსკის გაუპატიურებასა და მკვლელობაში.
Მოგვიანებით, მოსამართლე გიუნტერ კრეგერი, რომელიც პირველი მივარდა მარიანას, გაიხსენებს მარიანას სიტყვებს -“სახეში მინდოდა მესროლა, მაგრამ ზურგში ვესროლე. იმედია, მოკვდა”.
სიმართლე რომ ითქვას, გრაბოვსკი არც არავის შესცოდებია – ის ორჯერ იყო ნასამართლევი: პირველად ორ არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობისათვის. მიუსაჯეს 2 წელი პირობითი. Მეორედ – 1973 წელს, 6 წლის გოგონაზე ძალადობისათვის, მაგრამ, სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად დასთანხმდა ქიმიურ კასტრაციას და სასჯელს ამჯერადაც აარიდა თავი, თუმცა, მოგვიანებით, სასამართლომ ნება დართო და ჩაიტარა ჰორმონალური რეაბილიტაციის კურსი…
Საზოგადოების ერთი ნაწილი (შედარებით მცირე ნაწილი) მარიანას წინააღმდეგ იყო განწყობილი – პრესამ გამოაქვეყნა, რომ მარიანამ 16 და 18 წლის ასაკში გააჩინა სხვადასხვა მამაკაცებისაგან გოგონები და ორივე გააშვილა… ანა შეეძინა 23 წლის ასაკში. გართულებული მშობიარობის გამო სტერილიზაცია გაიკეთა.
Მეზობლები ამბობდნენ, რომ მარიანა მეტ დროს საქმეს უთმობდა (მარიანას ჰქონდა ლუდის ბარი “Tipasa” ლიუბეკში, რომელიც, პანდემიამდე ჯერ კიდევ მუშაობდა, ახლა არ ვიცი) და ანა უყურადღებოდ ყავდა… თუმცა, ყველა აღნიშნავდა, რომ ის არ იყო აგრესიული… Მაშ რამ გახადა ეს ჩვეულებრივი ქალი მკვლელი? მხოლოდ შვილის გამო მოკლა?
ამის გასარკვევად მარიანას წარსულის ზოგიერთი დეტალი უნდა გამოვარკვიოთ… Მარიანას მშობლები ომის შემდეგ პრუსიიდან გადმოვიდნენ. ლიუბეკში ცხოვრება ნულიდან დაიწყეს. ოჯახში მკაცრი წესრიგი იყო – მარიანას მამა, ომგამოვლილი, SS-ის ვეტერანი მძიმე ხასიათის იყო. 9 წლის მარიანა მეზობელმა გააუპატიურა… Მშობლებმა გაიგეს ეს ამბავი და … მარიანას ჯერ კანფეტები და სათამაშოები უყიდეს, რომ არავისათვის არ ეთქვა, შემდეგ კი მამამ უმოწყალოდ სცემა, ხოლო დედა ამას მშვიდად უყურებდა… Მეორე ბავშვის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ გააუპატიურეს, თუმცა, ამჯერად საქმე სასამართლომდეც მივიდა და მოძალადეც დაისაჯა, 2 წელი პირობითით…
Რა მოხდა ანას მკვლელობის დღეს? – 1980 წლის 5 მაისს ანას დედასთან კამათი მოუვიდა და სკოლაში მარტო წავიდა. დაუძახა გრაბოვსკიმ და შეიპატიჟა სახლში კატასთან სათამაშოდ. გააუპატიურა (გაუპატიურების ფაქტს ადასტურებს 10 თვიანი გამოძიება, თუმცა სასამართლომ ვერ მოასწრო ამ ეპიზოდის განხილვა), შემდეგ დაახრჩო საცოლის (!) კოლგოტკით, ჩაიტანა ავტოფარეხში და 5-6 საათი იქ ქონდა გვამი. Შემდეგ მუყაოს ყუთით დამარხა უახლოესი არხის პირას.
Საღამოს რატომღაც ეს ყველაფერი საცოლეს მოუყვა, რომელმაც პოლიციას გამოუძახა და გრაბოვსკი დააკავეს. გრაბოვსკიმ მკვლელობა აღიარა… Რაც შეეხება გაუპატიურებას, უარყოფდა და ამბობდა, რომ თითქოს 7 წლის ბავშვი პირიქით თვითონ აცდუნებდა და ემუქრებოდა, თუ უარს მეტყვი, ყველაფერს დედას მოვუყვებიო.
Ადვოკატები ამტკიცებდნენ – ჰორმონალური რეაბილიტაციის შემდეგ ნერვები ვერა აქვსო და 7 წელს ითხოვდნენ. თვითონ გრაბოვსკი სასამართლოზე მარიანას უყვიროდა, რომ მისმა გოგონამ აცდუნა და ის იყო დამნაშავე. Მოგვიანებით მარიანა იტყვის – “მე ის უფრო იმიტომ მოვკალი, რომ ჩემს გოგონაზე სიბინძურეები აღარ ელაპარაკა”. ამ ჩვენებების შესახებ მარიანამ გაზეთებიდან გაიგო და განრისხდა.
Მოგვიანებით მისი მეგობარი იტყვის, რომ მარიანა სასამართლომდე სამი თვით ადრე თავისი ლუდის ბარის სარდაფში სროლაში ვარჯიშობდა. Მანამდე კი მარიანას ადვოკატებმა დაცვის ხაზი იმაზე ააგეს, რომ ყველაფერი სპონტანურად მოხდა. 1982 წლის 2 ნოემბერს დაიწყო სასამართლო პროცესი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უნებართვო შენახვის ბრალდებით, რომელსაც თვალს მთელი ევროპა ადევნებდა.
Მოხდა საზოგადოების პოლარიზაცია – ერთნი ამბობდნენ, რომ მარიანა სწორად მოიქცა, მეორენი კი ამბობდნენ, რომ მარიანას უბრალოდ ყურადღების ცენტრში უნდოდა ყოფნა. ჟურნალმა “შტერნმა” 250 000 გერმანული მარკა გადაუხადა მარიანას ნებართვისათვის, რომ სპეც. Ნომერი მიეძღვნა მისთვის. (ეს 250 000 სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაში წავიდა).
1983 წლის 2 მარტს ბრალი გადაუკვალიფიცირდა, როგორც მკვლელობა გაუფრთხილებლობით და იარაღის უკანონო შენახვა, მიესაჯა მინიმალური, 6 წელი. Გამოვიდა სამ წელიწადში -1985 წელს. ციხეში გულშემატკივრებისაგან უამრავი წერილი მოსდიოდა. Მას 100 000 მარკა შეუგროვეს, რომელიც ციხიდან გამოსვლისას მიიღო.
თავიდან აფრიკაში გაემგზავრა, სადაც მისი მეუღლე მუშაობდა. Მასთან დაშორების შემდეგ, 1990 წლიდან კი მუშაობდა პალერმოს ჰოსპესში, ე.წ. “სიკვდილის გამცილებლად” – ბოლო საათების გატარებას დედამიწაზე უმსუბუქებდა მომაკვდავებს. ამბობენ, რომ მისნაირად ვერავინ ულამაზებდა მომაკვდავ ხალხს ბოლო საათებს…
1995 წელს დაუდგინდა კიბო და დაბრუნდა ლიუბეკში, სადაც რეჟისორმა ლუკას მარია ბიომერმა სთხოვა ნებართვა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაეღო. Მარიანა დასთანხმდა ერთი პირობით – მას უნდა ასევე გადაეღო მარიანას თვალების ჩაქრობა და სიკვდილი. Პირობა შესრულებული იქნა…
მარია დაკრძალულია ლიუბეკში, შვილის, ანა ბახმაიერის გვერდით, თუმცა სურდა, რომ პალერმოში დაეკრძალათ. ზემოხსენებული დოკუმენტური ფილმის გარდა მარიანას შესახებ არის ასევე მხატვრული ფილმიც “Der Fall Bachmeier – keine zeit fur Tranen“. აღსანიშნავია, რომ მარიანას საჯაროდ არასოდეს არ უნანია თავისი საქციელი…