რას ეძებ?

ბუნება მეცნიერება საინტერესო

მარსი: საინტერესო ფაქტები წითელი პლანეტის შესახებ

მარსი - წითელი პლანეტა - საინტერესო ფაქტები

👉 შორეულ წარსულში მარსზე წყალი იყო: მრავალი წლის განმავლობაში იყო დებატები, იყო თუ არა სიცოცხლე მარსზე. პირველმა „არხები“ მარსის ზედაპირზე ასტრონომმა პერსივალ ლოუელმა შეამჩნია და ნაადრევი დასკვნა გააკეთა უცხო ცივილიზაციის შესახებ. მაგრამ, შემდგომი აღმოჩენებით გაირკვა, რომ ეს იყო მხოლოდ წყლის და შენაკადების ძველი კალაპოტების ნაშთები.

👉 წყალი გაყინულ მდგომარეობაში მარსზე დღესაც არსებობს: მარსს აქვს თხელი ატმოსფერი, ეს კი წყალს საშუალებას არ აძლევს იდინოს ან დაგროვდეს დიდი მოცულობით, მაგრამ რაც დანამდვილებით ცნობილია, მარსს აქვს ყინულის პოლუსები. მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს – დნება თუ არა ყინული წლის გარკვეულ პერიოდში და თუ კი, საკმარისია თუ არა ეს დამდნარი წყალი მიკრობების არსებობისათვის და ცხოვრებისათვის.

👉 მარსს ორი მთვარე აქვს და ერთ-ერთი მათგანი განწირულია: მარსს ორი ასტეროიდის მსგავსი მთვარე აქვს, ფობოსი და დემოსი. ფობოსს საკმად მცირე დრო დარჩა სისოხლისათვის – NASA-ს მიხედვით, 30-50 მილიონი წლის შემდეგ იგი შეეჯახება მარსს ან დაიშლება, იმიტომ რომ მარსის მიზიდულობას იგი ვეღარ გაუძლებს.

👉 დაუცველი ასტრონავტი მარზე სწრაფად დაიღუპება: მარსზე ძალიან ცივა -45 გრადუსი. მასზე ატმოსფერო პრაქტიკულად არ არის. წნევა დაახლოებით 1%-ია იმისგან, რაც დედამიწაე გვაქვს… და მაინც რომ ჰქონდეს ატმოსფერო მარსს, მისი შემადგენლობა მაინც არ იქნებოდა ისეთი შემადგენლობის, როგორიც ადამიანებს გვინდა სიცოცხლისათვის – აზოტი/ჟანგბადი. მარსის ატმსფეროში არის 95% ნახშირორჟანგი, 3% აზოტი, 1.6 პროცენტი არგონი.

👉 მარსზე მეთანია: მეთანი შეიძლება აღვიქვათ, როგორც ბიოლოგიური აქტივობის დამადასტურებელი ფაქტი – მიკრობები მას გამოყოფენ – ან შეიძლება ეს გეოლოგიური აქტივობის მიზეზი იყო. დასკვნა? ჯერ საბოლოო შეთანხმებული დასკვა არ გვაქვს. კურიოზიტი როვერმა, რამოდენიმეჯერ დააფიქსირა მეტანის დიდი გაფრქვევები, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ამის გამომწვევი მიზეზები.

👉 მარსი ძალიან პოპულარული დანიშნულების ადგილია: ბევრი კოსმოსური ხომალდი გაიგზავნა მარსისკენ, ზოგიერთმა დაჯდომაც მოახერხა. მოკლე დროში, რთულია ყველას ჩამოთვლა. NASA-ს ვიკინგები იყვნენ პირველები 1976 წელს. ზოგადად NASA არის ერთადერთი კოსმოსური სააგენტო, რომელმაც პლანეტაზე დაჯდომა მოახერხა. შემდეგ იყვნენ როვერები 1997, 2004 და 2012 წლებში, და ბოლოს 2021-ში. თუმცაღა ათვისების ტემპების მიხედვით წინ ბევრი სიახლე გველის.

👉 მარსს აქვს მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანი – ოლიმპოს მთა (Olympus Mons) არა უბრალოდ დიდი ვულკანია — ის მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთაცაა. მისი სიმაღლე დაახლოებით 22–25 კილომეტრია, რაც ევერესტს თითქმის სამჯერ აღემატება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვულკანის სიდიდე განპოირობებულია იმით, რომ მარსს არ აქვს დედამიწის მსგავსი ტექტონიკური ფილები, რომლებიც ვულკანურ აქტივობას „ამოძრავებს“.

👉 მარსზე დღე თითქმის დედამიწის დღის ტოლია – ერთ მარსულ დღეს, რომელსაც „სოლი“ (sol) ეწოდება, დაახლოებით 24 საათი და 39 წუთი გრძელდება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მარსი ადამიანებისთვის ყველაზე „კომფორტულ“ პლანეტად ითვლება დასახლების თვალსაზრისით — ძილისა და სამუშაო ციკლების ადაპტაცია შედარებით მარტივი იქნებოდა.

👉 მარსზე სეზონები არსებობს, მაგრამ ბევრად ექსტრემალური – მარსს დედამიწის მსგავსად აქვს ღერძის დახრა, რის გამოც იქაც ოთხი სეზონია. თუმცა, რადგან მისი ორბიტა უფრო წაგრძელებულია, ზოგი სეზონი გაცილებით გრძელი და მკვეთრია. მაგალითად, სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხული მოკლე, მაგრამ ბევრად უფრო ცხელი და ქარიანია.

👉 მარსის მტვერი შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გახდეს ადამიანებისთვის – მარსზე ხშირია გლობალური მტვრის შტორმები, რომლებიც მთელ პლანეტას ფარავს და შეიძლება კვირები ან თვეებიც გაგრძელდეს. ეს მტვერი არა მხოლოდ მზის პანელებს ფარავს, არამედ ელექტროსტატიკურადაც დამუხტულია, რაც ტექნიკას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

👉 მარსზე აღმოჩენილია ორგანული მოლეკულები — მაგრამ არა სიცოცხლე – NASA-ს როვერებმა მარსის ქანებში იპოვეს ორგანული ნაერთები, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი „ქიმიური ინგრედიენტები“ იქ ოდესღაც არსებობდა. თუმცა, ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ მარსზე ნამდვილად იყო ან არის სიცოცხლე — მხოლოდ ის, რომ პირობები ამისთვის გარკვეულ ეტაპზე ხელსაყრელი შეიძლებოდა ყოფილიყო.

მარსი - წითელი პლანეტა
მარსი - წითელი პლანეტა - ზედაპირი

ტეგები: საინტერესო, მარსი, პლანეტა, კოსმოსი

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა