რას ეძებ?

ისტორია

„ლედი მერი ვერასდროს იმეფებს ინგლისში, სანამ მე ცოცხალი ვარ.“- ჯონ დადლი

ანა ბოლეინისა და მერი ტიუდორის ურთიერთობა

ჰენრი VIII-ის ვაჟის ყოლის მანიაკალური სურვილი დიდწილად განპირობებული იყო იმ რწმენით, რომ ქალი ვერ უზრუნველყოფდა ინგლისის სტაბილურ მმართველობას. ამ შიშს საფუძვლად ედო მე-12 საუკუნის ისტორიული ფაქტი, როდესაც იმპერატრიცა მატილდას (ჰენრი I-ის ქალიშვილი) მცდელობა, დაეკავებინა ტახტი, ხანგრძლივ სამოქალაქო ომში (“ანარქია”) გადაიზარდა. მატილდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰენრი I-ის ერთადერთი კანონიერი შვილი იყო, უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდა თავადაზნაურთა მხრიდან, რომლებმაც მისი ბიძაშვილი, სტივენი, ამჯობინეს. ეს პრეცედენტი საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა გაკვეთილად იმისა, რომ ინგლისი ვერ მიიღებდა ქალ მმართველს, რამაც ჰენრი VIII მუდმივ მემკვიდრეობით კრიზისში ამყოფა და მერის ბავშვობის წლებზე მძიმე კვალი დატოვა.

ადრეულ ბავშვობაში მერი „გვირგვინის ყველაზე მშვენიერ მარგალიტად“ იყო მიჩნეული, საუკეთესო განათლებას იღებდა და ტახტის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ მოიაზრებოდა. თუმცა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ჰენრი VIII-მ გადაწყვიტა კატალინა არაგონელთან განქორწინება და ანა ბოლეინზე დაქორწინება, რასაც მოჰყვა ინგლისის რომის კათოლიკური ეკლესიისგან გამოყოფა. მერი, რომელსაც ღრმად სწამდა დედის ქორწინების კანონიერება, უარყოფილი იქნა. 1533 წელს ის უკანონოდ შობილად გამოცხადდა, ჩამოერთვა პრინცესას ტიტული და სამეფო კარიდან გააძევეს. მას აუკრძალეს დედასთან შეხვედრა მის სიკვდილამდე (1536 წ.). ამ პერიოდზე ვრცლად წინა პოსტზე მაქვს ნასაუბრები.

1536-1547 წლები, ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მმართველობის ბოლო დეკადა, უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი ეტაპი იყო ტიუდორების დინასტიის ისტორიაში, განსაკუთრებით კი კატალინა არაგონელისა და მეფის ქალიშვილის, პრინცესა მერი ტიუდორისთვის. ეს პერიოდი აღინიშნა დედინაცვლების სისხლიანი შეცვლით, მძიმე რელიგიური და პოლიტიკური დაპირისპირებით და საბოლოოდ, მერის ნაწილობრივი რეაბილიტაციით, რაც მას მომავალი დედოფლობის გზას უხსნიდა.

მერის ცხოვრება 1536 წლის მაისში, მისი დედინაცვლის, ანა ბოლეინის სიკვდილით დასჯის შემდეგ, მკვეთრად შეიცვალა. იმპერიული ელჩი, ეუსტას ჩაპუისი, აღნიშნავდა მერის მდგომარეობის მკვეთრ ცვლილებას: „იმ ქალის (ანა ბოლეინის) დაცემის შემდეგ, პრინცესა მერის ისეთი სიკეთით ეპყრობიან, როგორიც აქამდე არასოდეს“ (Since the fall of that woman (Anne Boleyn), the Princess Mary is treated with kindness such as she never knew before.).

მიუხედავად ამ ცვლილებისა, მერი იძულებული გახდა, უმძიმესი ნაბიჯი გადაედგა, რასაც წინ უძღოდა ჰენრი VIII-ისა და მისი მთავარი მინისტრის, თომას კრომველის, სასტიკი მუქარები. სიკვდილით დასჯის საფრთხე (სახელმწიფო ღალატის მუხლით) მას იმის გამო ემუქრებოდა, რომ უარს აცხადებდა მამის, როგორც ეკლესიის უზენაესი მეთაურის, აღიარებაზე და საკუთარი უკანონობის დადასტურებაზე. კრომველი პირდაპირ ახორციელებდა ძალადობრივ ზეწოლას. ჩაპუისი აღნიშნავდა: „მასტერ კრომველი მძიმედ აწვება პრინცესას, ამბობს, რომ თუ იგი არ აღიარებს მეფეს ეკლესიის უზენაეს მეთაურად და საკუთარ უკანონოობას, მას არ მიეცემა კორტზე დარჩენის ნება და შესაძლოა მთლიანად დაკარგოს მამის კეთილგანწყობა“ (Master Cromwell presses the Princess sorely, saying that unless she acknowledge the King’s Grace as Supreme Head of the Church, and her own illegitimacy, she shall not be suffered to remain at court, and may lose her father’s favour entirely.). კრომველი თავის მეთოდებს არ ერიდებოდა: „კრომველი იყენებს შიშს და არა დარწმუნებას; პრინცესა იძულებულია დანებდეს, თუმცა ეს მას ცრემლებისა და დიდი მწუხარების ფასად უჯდება“ (Cromwell uses fear rather than persuasion; the Princess is forced to yield, though it costs her tears and great grief.). მერიმ საბოლოოდ ხელი მოაწერა დოკუმენტზე, რომლითაც ის უარყოფდა რომის პაპის ავტორიტეტს. ჩაპუისი წერდა: „ლედი მერი საბოლოოდ შეურიგდა მამას, თუმცა ცრემლებისა და დამცირების გარეშე არა. მან ხელი მოაწერა იმას, რაც მოითხოვეს, მაგრამ მეფე ახლა მას დიდ კეთილგანწყობას უჩვენებს“ (The Lady Mary has at last been reconciled to her father, though not without tears and humiliation. She has signed what was demanded of her, but the King shows her great favour now.). ეს ნაბიჯი საფუძველი გახდა მისი პოლიტიკური დაბრუნებისა.

მეფის მესამე მეუღლე, დედოფალი ჯეინ სეიმური, მერის მფარველად იქცა. ჯეინმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მამა-შვილის შერიგებაში. „ახალი დედოფალი დიდ სიყვარულს უჩვენებს პრინცესას და ცდილობს, აღუდგინოს მამის კეთილგანწყობა. ის მას ქალიშვილივით ეპყრობა“ (The new Queen shows much affection for the Princess, and labours to restore her to her father’s good graces. She treats her as a daughter.), — აცხადებდა ჩაპუისი 1536 წლის ივლისში. დედოფლის ერთგულება მერის მიმართ ღრმა იყო: „დედოფალმა მითხრა, რომ სიკვდილს ამჯობინებდა, ვიდრე პრინცესას შემდგომ შეურაცხყოფას იხილავდა“ (The Queen told me she would rather die than see the Princess ill-used any longer.). (ეს სიტყვები ასახავს ჯეინ სეიმურისა და მერის ემოციურ სიახლოვეს — ჯეინი ფაქტობრივად მფარველად იქცა.)

ჯეინ სეიმურის გარდაცვალების შემდეგ, მერიმ მალევე დაიბრუნა თავისი ადგილი სამეფო კარზე და პოლიტიკური გავლენის ზრდა დაიწყო. ჩაპუისის 1539 წლის ჩანაწერი ადასტურებს, რომ მერი ფაქტობრივად დამოუკიდებელ სამეფო რეზიდენციად მართავდა თავის სახლს: „ლედი მერი დიდებული წესრიგითა და ღირსებით მართავს თავის სახლს; ყველა დიდგვაროვანი მას სტუმრობს, თითქოს დედოფალი იყოს“ (The Lady Mary keeps her house with great order and dignity; all the nobles visit her as if she were Queen.). გარდა ამისა, მერი უკვე პოლიტიკური ქორწინების კანდიდატად განიხილებოდა. „მეფე ზოგჯერ მას თავის ‘უძვირფასეს ქალიშვილს’ უწოდებს, და იმასაც კი საუბრობს, რომ ის უცხოელ პრინცზე დააქორწინოს“ (The King sometimes calls her his ‘dearest daughter’, and has even spoken of marrying her to some foreign prince.). ანა კლეველთან (1540 წ.) მერის ურთიერთობა ხანმოკლე, მაგრამ ძლიერი იყო, განქორწინების შემდეგაც მათ ძლიერი მეგობრობა შეინარჩუნეს, რაც მოგვიამებით მერის დედოფლობის პერიოდში უფრო მკაფიოდ გამოვლინდა. როგორც უკვე აღინიშნა, მერი იმ დროისთვის უკვე პოლიტიკური ქორწინების კანდიდატად განიხილებოდა.

საბედისწერო ირონიით, მერის მთავარი მოწინააღმდეგე, თომას კრომველი, რომელმაც აიძულა იგი ამ დამცირებაზე წასულიყო, 1540 წელს თავად დაისაჯა სიკვდილით ჰენრი VIII-ის ბრძანებით. მერის ეს ძლიერი მტერი გზიდან ჩამოშორდა, რაც პრინცესას პოლიტიკურ აღმასვლას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს.

კრომველის სიკვდილით დასჯის შემდეგ, მერი ტიუდორის მდგომარეობა სტაბილურად უმჯობესდებოდა. დედოფალ ქეთრინ ჰოვარდთან ურთიერთობისას (1540-1542) მერიმ თავი შეიკავა სასახლის ინტრიგებში ჩარევისგან. „ლედი მერი არასოდეს ყოფილა ასეთი გონიერი; ის არ ერევა დედოფლის სისულელეებში, არამედ იძენს მეფის კეთილგანწყობას თავისი მორჩილებით“ (The Lady Mary is more prudent than ever; she meddles not with the Queen’s follies but gains the King’s favour by her obedience.). მეფის ბოლო მეუღლესთან, დედოფალ ქეთრინ პართან (1543 წლიდან), მერიმ საუკეთესო ურთიერთობა დაამყარა. ქეთრინ პარი, როგორც განათლებული ქალი, ხელს უწყობდა სამივე სამეფო შვილის დაახლოებას. მათი ერთობლივი საქმიანობა დოკუმენტურად არის დაფიქსირებული: „დედოფალი [კეტრინ პარი] და ლედი მერი დიდ მეგობრობაში ცხოვრობენ; ისინი ერთად კითხულობენ და სწავლობენ წმინდა წერილს“ (The Queen [Catherine Parr] and the Lady Mary live together in great amity; they read and study the Scriptures together.). კეტრინ პარი და მერი იზიარებდნენ სწავლულებისა და რელიგიურ ინტერესებს — ორივენი სწავლულები იყვნენ და ჰუმანისტურ წრეებში ტრიალებდნენ. ამ კეთილგანწყობილმა გარემომ და მერის მოთმინებამ გადამწყვეტი შედეგი გამოიღო 1544 წელს, როდესაც პარლამენტმა დაამტკიცა მემკვიდრეობის აქტი. ამ აქტით მერი ოფიციალურად აღდგა მემკვიდრეობის რიგში, ედუარდის შემდეგ. ჩაპუისი ადასტურებს: „მეფის ქალიშვილები, განსაკუთრებით ლედი მერი, მიიღებიან ყოველგვარი პატივით და კვლავ პრინცესების ადგილს იკავებენ“ (The King’s daughters, especially the Lady Mary, are treated with all honour, and take place as Princesses once more.). (ეს დროა, როცა მერი ოფიციალურად აღდგა მემკვიდრეობით რიგში — 1543 წლის Succession Act-ის შემდეგ. მისი სტატუსი და გავლენა სამეფო კარზე სრულად აღდგა.). ჰენრი VIII-ის სიცოცხლის ბოლო წლებში მერი უკვე უდავო ავტორიტეტი იყო. „ლედი მერი სამეფო ოჯახში ყველაზე პატივცემულია; ახლა მეფეც კი მას ეკითხება რჩევას პირად საკითხებში“ (The Lady Mary is the most respected of all the royal family; even the King now consults her in private matters.) — წერდა ჩაპუისი 1546 წელს. (ჰენრის მმართველობის ბოლოსთვის მერი უკვე ისეთი გავლენიანი ფიგურა გახდა, რომ მას სამეფო მრჩევლების ნაწილიც ემორჩილებოდა.) ვენეციელი ელჩი კი დასძენდა: „მისი სიფრთხილე და სათნოება იმდენად განთქმულია, რომ მთელი სამეფო მას მოწიწებით ეპყრობა“ (Her prudence and virtue are so renowned that all the realm holds her in reverence.). (მერის გავლენა ჰენრის უკანასკნელ წლებში იყო უდიდესი – ის უკვე აღიქმებოდა სამეფო ტრადიციის და სტაბილურობის სიმბოლოდ.)

იმპერიული დისპეტჩი 1546 წელს წერდა: „მისი საქციელი ისეთი იყო, რომ ვერავინ ბედავს მასზე ცუდის თქმას, და მთელ კორტს ეშინია მისი სიბრძნის“ (Her conduct has been such that no one dares speak ill of her, and all the court fears her wisdom.). (ჰენრის მმართველობის ბოლოსთვის მერი უკვე ისეთი გავლენიანი ფიგურა გახდა, რომ მას სამეფო მრჩევლების ნაწილიც ემორჩილებოდა.)

ისტორიკოსი ელიზაბეთ ბირნი ამ პერიოდს ასე აჯამებს: „1536-დან 1547 წლამდე, მერიმ ისწავლა ტიუდორების კარზე გადარჩენის ხელოვნება — თავმდაბლობა ძალაუფლების წინაშე, მოთმინება დამცირების წინააღმდეგ და ჩუმი გავლენა აჯანყების ნაცვლად“ (Between 1536 and 1547, Mary learned the art of survival at a Tudor court — humility before power, patience against humiliation, and quiet influence in place of rebellion.). (ანუ, სწორედ ამ წლებში ჩამოყალიბდა მერის პოლიტიკური ინსტინქტი და შინაგანი სიმტკიცე, რომელიც მოგვიანებით დაეხმარა ტახტზე ასვლაში.)

1547 წლის იანვარში ჰენრი VIII-ის გარდაცვალების შემდეგ, მერი ღირსეულად შეხვდა ახალ რეალობას. ელჩი ვან დერ დელფტი აღნიშნავდა: „ლედი მერი მამამისისთვის მწარედ ტიროდა, მაგრამ თავი დედოფლის ღირსებით ეჭირა“ (The Lady Mary wept sore for her father, yet bore herself with the dignity of a Queen.). (ჰენრის სიკვდილის შემდეგ მერი სრულიად მზად ჩანდა ტახტისთვის — მაგრამ იცოდა, რომ ედვარდის მრჩევლები მას საფრთხედ აღიქვამდნენ.) ამრიგად, 1536-1547 წლები იყო გარდამტეხი პერიოდი, როდესაც მერიმ, რელიგიური ერთგულებისა და პოლიტიკური სიფრთხილის წყალობით, შეინარჩუნა სიცოცხლე და აღადგინა მემკვიდრეობითი უფლება, რითაც საფუძველი ჩაუყარა თავის მომავალ დედოფლობას.

ედუარდის გამეფებისთანავე, მერი დაუყოვნებლივ აღმოჩნდა საშიშ მდგომარეობაში. იმპერიის ელჩი ფრანსუა ვან დერ დელფტი 1547 წლის თებერვალში აღნიშნავდა: „ლედი მერი ძალზედ დამწუხრებული იყო მამამისის, მეფის, გარდაცვალებით, თუმცა თავი დიდი სიმშვიდით ეჭირა და ყველა თანაუგრძნობდა მას, რადგან ხედავდნენ, როგორ გვერდზე სწევდნენ“ (”The Lady Mary was much grieved at the King her father’s death, yet she bore herself with great composure, and all people pitied her, seeing how she was put aside.”). მიუხედავად იმისა, რომ მერი ტახტის მემკვიდრეობის ხაზში მეორე ადგილზე რჩებოდა, პროტესტანტული საბჭო ცდილობდა მისი პოზიციის შესუსტებას.

მერის წინააღმდეგობა რელიგიურ საკითხებში სწრაფად გადაიზარდა ღია დეფიენსში. პროტესტანტული „საერთო ლოცვების წიგნის“ შემოღება მისთვის მიუღებელი იყო. 1549 წლის ივნისში ვან დერ დელფტი კარლ V-ს ატყობინებდა: „იგი კატეგორიულად ამბობს უარს ახალი მსახურების მოსმენაზე და აცხადებს, რომ მასას არ უღალატებს ინგლისის მთელი განძის ფასადაც კი“ (”She refuses utterly to hear the new service, saying she will not forsake the Mass for all the treasures in England.”). მერი არ ემორჩილებოდა მეფის ბრძანებებს და განაგრძობდა კათოლიკური წირვის აღვლენას თავის რეზიდენციებში. ვენეციის ელჩი ჯაკომო სორანცო 1549 წელს ხაზს უსვამდა, რომ „ლედი მერი ხალხს ძალზედ უყვარს, რომლებიც ყოველდღიურად იყრიან თავს მის სახლთან წირვაზე, რასაც ის მეფის ბრძანებების მიუხედავად აგრძელებს“ (”The Lady Mary is much beloved by the people, who flock daily to her house for Mass, which she continues to hear despite the King’s orders.”), რითაც მისი სახლი „ძველი რწმენის“ სიმბოლოდ იქცა. დაძაბულობა პიკს აღწევდა, როდესაც საბჭო ცდილობდა, აეკრძალა მესის აღვლენა მერის პირად სამფლობელოშიც კი. თუმცა მერი მტკიცედ იცავდა მამის ანდერძით მინიჭებულ უფლებას. 1551 წლის აპრილში ვან დერ დელფტი წერდა: „საბჭომ გაუგზავნა წერილები, რომლებითაც უკრძალავენ მასას მოსმენას, თუმცა ის მაინც არ თმობს, ამბობს რა, რომ მისი სული მათი სამართავი არ არის“ (”The Council have sent letters forbidding her to hear Mass, yet she persists, saying that her soul is not theirs to command.”). მერის მიერ საიდუმლო საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში, 1551 წლის მაისში, მისი პრინციპულობა ნათლად ჩანს: „მე დავემორჩილები მეფეს ყველაფერში, გარდა ჩემი სინდისისა; ამ საკითხში პასუხს მხოლოდ ღმერთის წინაშე ვაგებ“ (”I will obey the King in all things save my conscience; therein I owe account only to God.”). ეს ციტატა მისი პოლიტიკური იმიჯის მთავარ ნაწილად იქცა.

მერის უსაფრთხოებას მისი ბიძა, საღვთო რომის იმპერატორი კარლ V უზრუნველყოფდა. როგორც ვან დერ დელფტი 1551 წლის აგვისტოში აღნიშნავდა: „მეფის მინისტრებს ეშინიათ მისი ზედმეტად დაჭერის, რადგან იციან, რომ ხალხს უყვარს იგი და იმპერატორი თვალს ადევნებს მას“ (”The King’s ministers fear to press her too far, knowing that the people love her and that the Emperor watches over her.”). მერი თავისი შეუპოვრობით ნამდვილ მოწამედ აღიქმებოდა, რაც დასტურდება ვენეციის ელჩის ცნობით 1551 წლის ბოლოდან: „მისმა უდიდებულესობამ ღიად განაცხადა, რომ თუ მღვდლებს წაართმევენ, ის თავად აღავლენს მესას“ (”Her Grace has said openly that if they take her priests from her, she will herself say the Mass.”).

1552 წლისთვის მერი ფაქტობრივად განმარტოებული იყო. ვან დერ დელფტი 1552 წლის მაისში მის მდგომარეობას აღწერდა: „ის თითქმის შინაპატიმრობაში ცხოვრობს თავის სახლში, დაცული „ღირსების საბაბით“ (ე.ი. მეთვალყურეობის ქვეშ)“ (”She lives almost as in prison at her house, guarded under colour of honour.”). თუმცა, მისი სულიერი სიმტკიცე ურყევი იყო. „მისი სიმტკიცე საოცარია. ამბობს, რომ რწმენას არ შეიცვლის, ათასჯერ რომც დაუჯდეს სიცოცხლე“ (”Her firmness is wondrous. She saith she will not change her faith though it cost her life a thousand times.”), — წერდა ვან დერ დელფტი 1552 წელს.

1553 წელს, როცა ედუარდ VI სასიკვდილოდ დასნეულდა, ნორთამბერლენდმა კათოლიკობის აღდგენის შიშით, მეფეს „მემკვიდრეობის განკარგულება“ შეადგენინა, რითაც ტახტი პროტესტანტ ლედი ჯეინ გრეის გადაეცა. თუმცა, საზოგადოებრივი განწყობა მკვეთრად მერის მხარეს იყო. ვენეციის ელჩის ცნობაში 1553 წლის ივნისიდან ნათქვამია: „ხალხი ყვირის, რომ ლედი მერი უნდა მეფობდეს, რადგან ის არის მეფის ჭეშმარიტი ასული“ (”The people cry out that the Lady Mary should reign, for she is the true King’s daughter.”).

ედუარდის სიკვდილის შემდეგ მერიმ სწრაფად იმოქმედა. 1553 წლის 9 ივლისს, მას შემდეგ რაც ჯეინ გრეი დედოფლად გამოაცხადეს, მერი საიდუმლო საბჭოს მიმართავდა: „ღვთისა და ადამიანთა კანონებით, მე ვარ მამაჩემის მემკვიდრე და არავითარი ქაღალდისეული გეგმა არ განმკარგავს ტახტიდან“ (”By the laws of God and man, I am my father’s heir, and no device of paper shall dispossess me.”). ნორფოლკის მოსახლეობისადმი მიმართვაში კი რწმენით მოტივირებულ გამბედაობას ავლენდა: „იყავით მტკიცედ ჭეშმარიტებაში, ნუ შეგეშინდებათ მათ, ვინც სხეულს კლავს; მე გადაწყვეტილი მაქვს ვიცხოვრო და მოვკვდე მამაჩემის რწმენაში“ (”Stand fast in the truth, fear not them that kill the body; I am resolved to live and die in my father’s faith.”).

მხოლოდ 9 დღეში მერიმ დაამხო ჯეინ გრეის მმართველობა და ლონდონში ტრიუმფით შევიდა. 1553 წლის 3 აგვისტოს, მისი გამარჯვების შემდეგ ელჩები წერდნენ მის სიტყვებს: „ღმერთმა მომცა უფლება და ხალხს — მათი გულები; არ ვუღალატებ არც ერთს“ (”God has given me the right and the people their hearts; I will not betray either.”). ვენეციის ელჩი აღწერდა საერთო განწყობას: „არასოდეს ყოფილა ინგლისში ნანახი ისეთი სიხარული, როგორც დედოფლის შემოსვლისას; იგი უყვართ, როგორც მხსნელი“ (”Never was there seen in England such joy as at the Queen’s entry; she is loved as a deliverer.”).

კარლ V-სადმი გაგზავნილ წერილში 1553 წელს მერი აჯამებდა თავის ბედს: „მე ბევრი მწუხარება და დევნა განვიცადე, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ღმერთმა თავისი სამსახურისთვის შემინახა“ (”I have known much sorrow and persecution, but I doubt not that God hath reserved me for His service.”). სიმონ რენარი, ახალი იმპერიის ელჩი, 1553 წლის დეკემბერში აფასებდა მას: „დედოფალი მაღალი გამბედაობისა და დიდი გონიერების მქონეა, ყველაზე მტკიცე თავის რწმენაში და მართავს ღირსებით“ (”The Queen is of high courage and of great understanding, most constant in her faith, and rules with dignity.”). კორონაციის წერილში კი მერი აცხადებდა: „მადლობას ვუხდი ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელმაც ჩათვალა საჭიროდ, რომ დავეყენებინე იქ, სადაც შემიძლია აღვასრულო მისი ნება და სამეფოს უფლება“ (”I thank Almighty God, who hath seen fit to place me where I may do His will and the realm’s right.”).

მერი ტიუდორის განსაცდელი ედუარდ VI-ის მეფობისას მისი პიროვნული და პოლიტიკური სიმტკიცის ქვაკუთხედი გახდა. რელიგიური ერთგულებითა და ლეგიტიმური უფლებებით, მან არა მხოლოდ გადაიტანა დევნა, არამედ მოიპოვა ხალხის მხარდაჭერა და ტრიუმფალურად ავიდა ტახტზე, როგორც ინგლისის პირველი ქალი მონარქი, მერი I.


„ის უნდა მოკვდეს, თორემ ჩვენ ვერ გვექნება სიმშვიდე.“-ანა ბოლეინი

ანა ბოლეინისა და მერი ტიუდორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და დაძაბული ეპიზოდია ტიუდორების ეპოქაში. ეს არ იყო მხოლოდ დედინაცვალსა და გერს შორის არსებული კონფლიქტი; ეს იყო სასტიკი პოლიტიკური, რელიგიური და დინასტიური ბრძოლა, სადაც მერი იქცა არა მხოლოდ ანას მეტოქედ, არამედ მის მიერ აღქმულ „საშიშ მტრად“.

ანა ბოლეინი, როგორც ახალი დედოფალი და ანგლიკანური ეკლესიის რეფორმის სიმბოლო, ვერ აიტანდა მერის, რომელიც კათოლიკეების, რომის პაპის და იმპერიის ელჩის, ეუსტას შაპუის, მხარდაჭერით სარგებლობდა. შაპუის ცნობით, ანას ზიზღი მერის მიმართ უკიდურესი იყო, რადგან დედოფალი იმასაც კი ვერ ეგუებოდა: „როცა მეფე რაიმე სითბოს გამოხატავს ქალიშვილის მიმართ“ (“She cannot bear that the King shows any kindness toward his daughter” — Calendar of State Papers, Spain, Vol. 6, no. 574).

ანა ბოლეინის მმართველობის პერიოდში მერი ტიუდორმა განიცადა მძიმე ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობა და დამცირება, რომელიც ლეგიტიმური პოლიტიკური ზომების საფარქვეშ ხორციელდებოდა:

1534 წლის „ტახტის მემკვიდრეობის აქტით“ მერი ოფიციალურად გამოცხადდა მეფის უკანონო შვილად (“Lady Mary”) და ჩამოერთვა ყველა პრივილეგია. მისი დედის, კატერინა არაგონელის ქორწინება კი “არალეგიტიმურად” გამოცხადდა, რითაც მისი მთელი ცხოვრება უკანონო საწყისებამდე დავიდა. მერი იძულებული გახდა, გადასულიყო ანას ქალიშვილის, პრინცესა ელისაბედის, კარზე, სადაც მას მსახურის სტატუსი ენიჭებოდა და მკაცრად ეკრძალებოდა პრინცესას წოდების გამოყენება. მერი ხშირად საკუთარ საძინებელში იყო გამოკეტილი და არ ჰქონდა მამასთან ურთიერთობის საშუალება. ანასა და მეფის მხრიდან ძლიერი იყო მცდელობა, მერი მთლიანად მოეწყვიტათ ყოველგვარ მხარდამჭერს. ნებისმიერი, ვინც მერის მიმართ „სულ მცირე კეთილგანწყობას“ გამოიჩენდა, მკაცრად ისჯებოდა, რამაც მერი სრულ ემოციურ მარტოობაში დატოვა. მერის მცდელობები, წერილებით მიეღწია მამისთვის, თუმცა ანა ყოველნაირად ცდილობდა წერილი ჰენრიმდე არ მისულიყო.

მერი ამტკიცებდა, რომ ანა უკანონო ცოლი იყო, ხოლო ის, კატერინა არაგონელის ქალიშვილი, ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრეა. „არასოდეს ვუწოდებ დედას იმ ქალს (ანას), არც ელიზაბეთს ჩემს დას; ვერ უარვყოფ დედაჩემის კანონიერ ქორწინებას“ (“I will never call the Queen (Anne) my mother, nor the Princess Elizabeth my sister, for I can in no way deny my mother’s marriage was lawful” — Mary Tudor’s Letters, ed. Strickland, Vol. I, p. 94).

ელჩი შაპუი ამ სიმტკიცეს აღნიშნავდა: „ის მყარად დგას, როგორც ქვა — არ აჰყვა არც დარწმუნებას, არც მუქარას, არც დაპირებებს“ (“She remains firm as a rock, refusing all persuasions, threats, and promises” — Calendar of State Papers, Spain, Vol. 5, no. 1058).

მერი ურყევი იყო დედის სიკვდილის შემდეგაც და აცხადებდა: „დედაჩემი დედოფალი გარდაიცვალა, თუნდაც სამყარომ უარყოს ეს; და მე ვიცხოვრებ როგორც მისი ქალიშვილი“ (“My mother died a queen, though the world denied her so; and I will live her daughter” — Quoted in Strickland, Lives of the Queens of England, Vol. IV, p. 228).

ამ საფრთხის შეგნება იყო მიზეზი ანას მხრიდან სასტიკი ზეწოლისა. ისტორიკოსი ელისონ ვეირი აფიქსირებს ანას სიტყვებს, რომელიც მის განწყობას ნათლად გამოხატავს: „ის უნდა მოკვდეს, თორემ ჩვენ ვერ გვექნება სიმშვიდე.“

ანას პოლიტიკური სიმკაცრე უკომპრომისო იყო, რაც დაფიქსირებულია მის შოკისმომგვრელ განცხადებაშიც: „მან [ანამ] ერთ მსახურს უთხრა, რომ სურდა დაენახა, როგორ მოჭრიდნენ ლედი მერის თავს“ (“She [Anne] said to one of her ladies that she wished to see the Lady Mary have her head off” — Chapuys, Letters to Emperor Charles V, no. 1042).

მერი განიცდიდა იზოლაციასა და დამცირებას, მაგრამ ინარჩუნებდა ურყევობას. მემატიანე ედვარდ ჰოლი აღნიშნავდა: „ლედი მერი ისეთი ურყევი გამოდგა, რომ საოცარი იყო ამის დანახვა — ყოველგვარ შეურაცხყოფას მშვიდად იტანდა“ (“The Lady Mary showed such constancy as was marvellous to behold, suffering all indignities with a quiet mind” — Edward Hall, The Union of the Two Noble and Illustre Families of Lancaster and York).

მერის ფსიქოლოგიური ტერორი მოულოდნელად დასრულდა 1536 წლის მაისში, როდესაც ანა ბოლეინს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ანას დაცემა მერისთვის დიდი შვება აღმოჩნდა. ამ გრძნობებს ნათლად გადმოსცემდა ელჩი შაპუი, რომელიც მერის განსაცდელის შესახებ კარლოს V-ს თითქმის ყოველდღიურად აცნობდა. ანას სიკვდილის წინ, 1536 წლის მაისში, ის წერდა: „ამბობენ, რომ ლედი მერი ჩუმად ხარობს ამ მეძავის უბედურების გამო.“ (“The Lady Mary is said to be rejoicing secretly at the misfortunes of the Concubine.” — Chapuys, Letters to Emperor Charles V, May 1536).

1536 წლის მაისის ბოლოს ეუსტას შაპუიმ დაწერა:

„პრინცესა მერი იგრძნობს შვებას, როცა გაიგებს, რომ ქალი, რომელმაც მას ამდენი ტანჯვა მიაყენა, აღარაა ცოცხალი.“

ამ ციტატებით დასტურდება, რომ მერი სიხარულით შეხვდა იმ ქალის დაცემას, რომელმაც მას ამდენი ტანჯვა მიაყენა. ანას სიკვდილმა მერის შესაძლებლობა მისცა, საბოლოოდ შერიგებოდა მამას და მომავალში გამხდარიყო ინგლისის პირველი ქალი მონარქი.

მძიმე ბავშვობამ და ემოციურმა ძალადობამ ხელი შეუწყო მერის ხასიათის ჩამოყალიბებას, რომელმაც ის უკომპრომისო მონარქად აქცია.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა