XIXს-ის ლიტერატურული სალონები საქართველოში
XIXს-ის. მეორე ნახევრის საქართველოში ინტელიგენციის თავშეყრის ერთ-ერთი ადგილი ლიტერატურული სალონი იყო.
საქართველოში პირველი ლიტერატურული სალონი XIX- ის დასაწყისში შეიქმნა და მას ბევრი მიმბაძველი გაუჩნდა. სალონში იკრიბებოდნენ მწერლები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები და უცხოელი სტუმრები. ეწყობოდა ახალი ნაწარმოებების კითხვა და განხილვა, მზადდებოდა კულტურული ღონისძიებები და თეატრალური წარმოდგენები.
XIXს-ის ლიტერატურულ სალონებში საღამოები ასე იმართებოდა: იდგა დიდი მაგიდა, რომელზედაც გადაფარებული გახლდათ თეთრი გრძელი სუფრა, სტუმრები ამ მაგიდას გარშემო იყრიდნენ თავს, ილხენდნენ, შაირობდნენ, მსჯელობდნენ, მათ შორის ლიტერატურული პაექრობა იმართებოდა. ტრადიციული წესი იყო ოჯახის წევრის მოთხოვნით ყველა მონაწილეს სუფრაზე ხელმოწერა გაეკეთებინა, რომ ეს ოჯახისთვის სამახსოვრო ყოფილიყო შემდეომ ეს ხელმოწერა ქარგვის მეთოდითაც ხორციელდებოდა თურმე.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ მე-19 ს-ის საქართველოში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილების-ნინოსა და ეკატერინე ჭავჭავაძეებისა და მანანა ორბელიანის ლიტერატურულ სალონებზე.
XIXს-ში ჭავჭავაძიანთ შესანიშნავ ოჯახში თავს იყრიდა მთელი მაშინდელი ინტელიგენცია, სადაც გაისმოდა განუწყვეტელი საუბარი ქართულ-რუსულ-ფრანგულ-სპარსულ ლიტერატურაზე. ამ სალონში კითხულობდნენ თავიანთ სანიმუშო ნაწარმოებებს თითქმის ყველა იმდროინდელი ქართველი მწერლები.
ქართული ლიტერატურის ისტორიამ, რომანტიკოსთა სახელებთან ერთად, ჩვენამდე მოიტანა ნინო ჭავჭავაძის რომანტიკული სახელი. ალექსანდრეს უმშვენიერესი, განათლებული და ქველმოქმედი ასული იყო შთამაგონებელი და საგანი მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ქართველ მგოსანთა უმრაველსობის მხატვრული ქმნილებებისა. მან სრულიად ღირსეულად დაიმკვიდრა „ქართული პოეზიის ვარდის“ სახელი.
თბილისში პირველი ლიტერატურულ სალონი ჰქონდათ ჭავჭავაძეებს. ალექსანდრეს მეუღლე, სალომე ივანეს ასული ორბელიანი თავის ულამაზეს და გონიერ ქალიშვილებთან ერთად იყო მმართველი და შთამაგონებელი ამ სალონური საღამოებისა.
ჭავჭავაძიანთ მდიდრულად მოწყობილ ბინაზე დილიდან საღამომდე იყო განუწყვეტელი დენა სტუმრებისა, რომელბსაც ხელგაშლილი მასპინძელნი ყოველთვის ღირსეულად ხვდებოდნენ. ალექსანდრე ჭავჭავაძე მონაწილებოდა ამ შეკრებებში, კითხულობდა საკუთარ ლექსებს და სხვასაც აკითხინებდა, მღეროდა, ჩონგურზე უკრავდა, თამადობდა. ამ ოჯახში კითხულობდნენ თავიანთ სანიმუშო ნაწარმოებებს თითქმის ყველა იმდროინდელი ქართველი მწერლები. ნიკოლოზ ბარათაშვილმა პოემა „ბედი ქართლისა“ პრიველად ჭავჭავაძის სალონში წაიკითხა.
ჭავჭავაძიანთ სალონის შთამაგონებლები თვითონ ჭავჭავაძის უმშვენიერესი და ულამაზესი ქალები იყვნენ. ნინო და ეკატერინე მღეროდნენ და უკრავდნენ ფორტეპიანოზე, ნინომ მრავალი მუსიკალური ნომერი თავისი მეუღლის-ალექსანდრე გრიბოედოვისაგან ისწავლა.კორნელი ბოროზდინი იგონებს: „ნინო ალექსანდრეს ასულმა ბევრი სიმღერა იცოდა თავის ქმრის საკუთარი კომპოზიციისა, რომელნიც განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ ოსტატური დამუშავებითა და მელოდიების ორიგინალობით. იგი სიამოვნებით უკრავდა ხოლმე მუსიკის მოყვარულთა შორის.
განსაკუთრებით კარგი იყო ერთი სონატა, შესრულებული გულრწფელი მშვენიერებით. მან იცოდა, რომ ეს სონატა იყო ჩემი საყვარელი და ფროტეპიანოსთან დაჯდომისას არასდროს არ მეუბნებოდა უარს დავმტკვბარვიყავი მისი მოსმენით“.
სალონის მმათველებსა და შთამაგონებლებს-სალომეს, ნინოს და ეკატერინეს გარეგანი სილამაზის გარდა დიდი კულტურა და ძალზე განვითარებული მხატვრული გემოვნება ჰონდათ; (ი.ბალახაშვილი „ გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე“).
ბედნიერი იყო ის მწერალი, რომლის ნაწარმოებიც სალომეს, ნინოს, ეკატერინეს მოეწონებოდათ, ეს კი არც ისე ხშირად ხდებოდა ხოლმე.
1835 წლის მაისში ეს ბედნიერება იწვნია რუსი მწერლის, ალექსანდრე პუშკინის ძმამ-ლევ პუშკინმაც, რომელიც აღფრთოვანებული იყო ჭავჭავაძეების ულამაზეს და უგანათლებულეს ქალებთან შეხვედრითა და ურთიერთობით.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ლიტერატურული სალონი, რომელიც გაიმართა პეტერგურგთან ახლოს „ცარსკოე სელოში“. [დღევანდელი სოფელი-პუშკინო].
როგროც ცნობილია 1857 წლის სამეგრელოს გლეხთა აჯანყების შემდეგ მთელი სამთავრო ოჯახი პეტერბურგში გაიწვიეს. ეკატერინე რუსეთის იმპერატორის კარის მახლობლად, ცარსკოე სელოში დასახლდა, სადაც მან თავისი გემოვნების შესაბამისად ულამაზესი სალონი მოაწყო. სწორედ აქ 1858 წლის ზაფხულში, სამეგრელოს დედოფალს ესტუმრა. – „ზაფხულობით მოგვითხრობს კოხტა აფხაზი- ჩვენი ქართული სტუდენტობა პავლოვსკში ატარებდა დროს და ჩვენც, მე და ილია ზაფხულობით იქ ვიმყოფებოდით ხოლმე. მახსოვს, ერთხელ, ცარსკოე სელოში წავედით და ვეწვიეთ ქალბატონ დადიანისას, ჭავჭავაძის ასულს. ქალბატონმა დადიანმა გამოიტანა და წასაკითხად მოგვცა ნ. ბარათაშვილის ლექსები, რამდენადაც მახსოვს, ბარათაშვილის საკუთარი ხელნაწერი. პოემა: „ბედი ქართლისა“ და „მერანი“
ამ ლექსებმა განცვიფრებაში მოიყვანა ილია ჭავჭავაძე და მთელი კვირა ბარათაშვილზე აბოდებდა.“ ნ. ბარათაშვილის ლექსთა კრებული დღეს დაცულია თბილისში, ხელნაწერთა ისნტიტუტში.
ცარსკოე სელოში ეკატერინე ჭავჭავაძის ლიტერატურულ სალონში ბევრი გამოჩენილი ქართველი და განათლებული ადამინაი იყრიდა თავს და კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს. აქ მოდიოდნენ იმ პერიოდის ემიგრანტები და სამშობლოსთან განშორების სურვილს იქარვებდნენ.
მთელი რიგ კულტურულ წამოწყებათა საქმეში თავისებური როლი ითამაშა მანანა ორბელიანის ლიტერატურულმა სალონმა. ამ სახელგანთქმულ, გონიერ და ლამაზ ქართველ მანდილოსანთან იკრიბებოდა ყველა, ვინც წარჩინებული იყო მაშინ საქართველოში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა დარგში. თავისი დროისთვის ეს სალონი იყო ლიტერატურული გემოვნების უმაღლესი სკოლა. ლუკა ისარიშვილის ცნობით, მანანა ორბელიანის სალონში და წაიკითხეს თავიანთი ორიგინალური და ნათარგმნი ნაწარმოებები – ნ. ბარათაშვილმა, გ.ერისთავმა, მ. თუმანიშვილმა, დ. ყიფიანმა და სხვებმა. დ.ყიფიანს, შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ მანანა ორბელიანის თხოვნით უთარგმნია. მანანას უგზავნიდა სამსჯავროდ თავის ახალ ლექსებს გადასახლებაში მყოფი გრიგოლ ორბელიანი.
მანანა ორბელიანის ლიტერატურულ სალონში წაიკითხა ნ. ბარათშვილმა იოჰან ლაიზევიცის ხეთმოქმედებიანი ტრაგედიის „იულიუს ტარენტელის“ ქართული თარგმანი. როგროც ცნობილია, ეს თარგმანი დღეისთვის არ არსებობს, სამწუხაროდ დაკარგულია. აქვე ამ სალონში გადაწყდა ქართული თეატრისა და ჟურნალ „ცისკარის“ დაარსების საკითხი.
XIX ს-ის 20-30-40-იანი წლების იდეურ კულტურულ განვითარებაში მნიშვნელვან როლს ასრულებდნენ ის მცირერიცხოვანი სალონები, რომლენიც არსებობდა თბილისში. სალონები მხოლოდ ვიწრო, არისტოკრატიკულ წრეებს ემსახურებოდა.
გამოყენებითი ხელოვნების ფონდის მცველი – მზისადარ ჭაფანძე