რას ეძებ?

მეცნიერება საინტერესო სხვა

მეცნიერები ადასტურებენ, რომ მთვარეზე წყალი არსებობს

მეცნიერები ადასტურებენ, რომ მთვარეზე წყალი არსებობს

მტკიცებულება, მთვარეზე H2O-ს არსებობის შესახებ საკმარისი მიზეზია მთვარეზე სამომავლო მისიების დაგეგმარებისთვის.

მეცნიერების მიერ იქნა შეგროვებული გარკვეული მყარი მტკიცებულებები მთვარეზე წყლის არსებობის შესახებ. ეს აღმოჩენა იქონიებს გავლენას მთვარეზე მომავალი მისიების დაგეგვმაში და კოსმოსის უფრო ღრმა ანალიზისთვის.

მთვარეზე ატმოსფეროს არარსებობა იყო ვარაუდის საფუძველი, რომ მთვარის ზედაპირი მშრალია – 1990 წლამდე, სანამ კოსმოსური ხომალდი ორბიტაზე აღმოაჩენდა ყინულის კვალს დიდ მიუწვდომელ კრატერებში მთვარის პოლუსთან ახლოს.

შემდგომ, 2009 წელს, ინდურ ხომლად Chandrayaan-1-ის  სპექტრომეტრებმა დააფიქსირეს სინათლეში წყლის შესაბამისი სიგნატურები, რომლებიც მთვარის ზედაპირიდან იყო არეკლილი. ამ დროსაც კი, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არ ქონის გამო, შეუძლებელი იყო დაზუსტებით დადგენა,  ეს იყო H2O (წყალი), თუ ჰიდროქსილის მოლეკულები (ერთი ჟანგბადისა და ერთი წყალბადის ატომის შემადგენლობით) მინერალებში.

დღეს კი კეისი ჰონიბალმა (Casey Honniball), რომელიც მერილენდში, გოდარდის (Goddard Space Flight Center) სახელობის ნასას კოსმოსური ფრენების ცენტრში მოღვაწეობს, კოლეგებთან ერთად მზის სხივის ტალღის სიგრძის შესწავლის გზით აღმოაჩინეს ქიმიური სიგნატურა,  რომელიც ერთმნიშვნელოვნად H2O-ა. მონაცემები შეგროვებულია ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფერული ობსერვატორიიდან (სოფია), მოდიფიცირებული ბოინგ 747-ის  2.7 მეტრიანი რეფლექტური ტელესკოპის მეშვეობით.

წყალი არმოჩენილ იქნა მაღალ განედებზე მთვარის სამხრეთ პოლუსის მიმართულებით. და როგორც პროფესორი მილტონ კეისი გვეუბნება, H2O-ს რაოდენობა საკმაოდ დიდია: «ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც დედამიწის შუა-ოკეანური ქანებიდან აღმოიფხვრილ ლავაშია კონცენტრირებული, რომელიც სწორი ტემპერატუისა და წნევის პირობებში თხვედად წყლად გარდაიქმნება».

წყლის არსებობა იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი მომავალი მისიებისთვის მთვარეზე, რადგან იქნება შესაძლებელი მისი დამუშავება და სასმელ წყლად გარდაქმნა, ასევე სარაკეტო საწვავად გამოყენება.

თუმცა, მისი მოპოვება ბნელი, ციცაბო კლდეებიანი კრატერებიდან, სადაც ტემპერატურა იშვიათად აჭარბებს -230 ° C  რისკიანი საქმეა. როგორც ივარაუდებოდა, გაყინული წყლის დიდი ნაწილი სწორედ ამ ადგილებშია.

ამის დადგენის ერთადერთი რეალური გზა მთვარეზე მისიის გაგზავნა და საბურღი სამუშაოების დაწყებაა. ეს არც ისე შორეული პერსპექტივაა. ნასას მისია არტემიდა “Artemis” გეგმავს მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას 2024 წლისთვის. ასევე ბრიტანელი მეცნიერები მუშაობენ რობოტიზირებული ბურღის შემუშავებაზე, რომელიც შეძლებს მთავრის გრუნტის ნიმუშის აღებას ერთი მეტრი სიღრმიდან.

მთვარის სადაზვერვო ორბიტალური აპარატიდან მიღებული გამოსახულებების გამოყენებით, პოლ ქეინმა და მისმა კოლეგებმა კოლორადოს უნივერსიტეტიდან დაიტანეს რუქაზე მცირე კრატერების და უსწორმასორო ზედაპირის განლაგება. შედეგად კი გამოითვალეს, რომ მთვარის ზედაპირის დაახლოებით 40 000 კმ² შესაძლებელია შეიცავდეს წყალს.

წყარო: theguardian

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა