რას ეძებ?

რელიგია საზოგადოება საინტერესო

მენონიტები – ცოტა რამ მენო სიმონსის მიმდევრებზე

მენონიტები

მენონიტების მიმდინარეობა პროტესტანტული წარმოშობისაა. იგი წარმოიქმნა ნიდერლანდებში და შვეიცარიაში რეფორმაციის დროს ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში. თავისი სახელწოდება მიიღო დამაარსებლის მენო სიმონსის (Menno Simons, 1496-1561) სახელისაგან. საზოგადოების მოძღვრების ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია 1632 წელს გამოცემულ დეკლარაციაში. მთავარი მის მოძღვრებაში არის ქრისტეს მეორედ მოსვლის და ათასწლოვანი მეუფების დამყარების მოლოდინი. მენონიტები აღიარებენ ქრისტეს ღვთაებრივობას, იზიარებენ ბიბლიას, მაგრამ უარყოფენ სამებას.

მენონიტებისთვის დამახასიათებელია უარის თქმა ძალადობის გამოყენებაზე. ბოროტებაზე ბოროტებით პასუხის გაუცემლობა, მოთმინების, მორჩილების, მიტევების და ზნეობრივი თვითსრულყოფის ქადაგება. მენონიტები უარს ამბობენ ვალის შესრულებაზე – არმიაში სამსახურზე, იარაღის ხელში აღებაზე და ა. შ. მენონიტების რელიგიური თემი სუვერენულია. ისინი მხოლოდ 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებს ნათლავენ. აქვთ ფეხების განბანვის რიტუალი. თემის ყველა წევრი თანასწორად ცხადდება. სხვა მიმდენარეობებისაგან განსხვავებით მენონიტებს ჰყავთ მღვდლები, დიაკვნები, ეპისკოპოსები.

მიმდენარეობა ნიდერლანდიდან და გერმანიიდან გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც. გერმანიიდან გავრცელდა მენონიტური რწმენა რუსეთში. ეკატერინე მეორის მოწვევით, რომელიც დაინტერესებული იყო რუსეთის იმპერიის განაპირა მხარეებში ხალხის დასახლებით, იმპერიის გარეუბანში 50 ათასი ოჯახი შეიყვანეს; მათ შორის ბევრი მენონიტიც იყო. ცხოვრობდნენ ისინი ტავრიისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში. შემდეგ დასახლდნენ სხვაგანაც. კოლონისტებს შორის მომხდარმა სოციალურმა დაფერენციაციამ განაპირობა განხეთქილება, რამაც საზოგადოებში წარმოქმნა რამდენიმე დაჯგუფება. მენონიტთა ერთი ნაწილი დაუახლოვდა ბაპტისტებს და უფრო გვიან მის შემადგენლობაშიც შევიდა.

მენონიტები საქართველოშიც იყვნენ, მაგრამ შემდეგ აქედან წავიდნენ. მენონიტების ბევრი მიმდევარი ამჟამდ ცხოვრობს აშშ-ში, კანადაში, ნიდერლანდსა და გერმანიაში. 1930 წლიდან არსებობს მენონიტების მსოფლიო კონფერენცია, რომლის ცენტრი კანადაშია.

დღევანდელ დღეს ყველაზე მოზრდილი მენონიტური საზოგადოება ცხოვრობს ბელიზში – დაახლოებით 12 ათასი ადამიანი (მოსახლეობის 3.6%). მათგან 10 ათასი გერმანულენოვარი ევროპეიდებია, 2 ათასამდე კი შერეული წარმოშობის, ძირითადათ მეტისები და კრეოლები.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *