რას ეძებ?

სხვა ფილოსოფია

მერაბ მამარდაშვილი ყოფიერების აღქმის შესახებ

მერაბ მამარდაშვილი ყოფიერების აღქმის შესახებ

პარმენიდე პირდაპირ, აგებადი თეორიის სახით მოგვითხრობდა იმის შესახებ, რომ არის ყოფიერება, ანუ რაღაც – სამყაროში ჭეშმარიტების მიხედვით, და არის რაღაც – სამყაროში შეხედულების მიხედვით.

ის, რაც ჭეშმარიტების მიხედვითაა, დაფარულია სამყაროს მიღმა შეხედულების მიხედვით. ეს „მიღმა“ მხოლოდ სივრცითი მეტაფორაა და არა მტკიცება: არ არის სხვა ნამდვილი სამყარო, რომელიც ისევე იარსებებდა როგორც ჩვენი, ხილული სამყარო, მაგრამ, იარსებებდა რა ასევე საგნობრივად, ამასთანავე, მეტად განაზრებული იქნებოდა, მეტად მაღალი, წმინდა და სხვ.

ის, რასაც ჭეშმარიტი სამყარო ეწოდება, არის ამქვეყნიური, ჩვენთვის სრულად მოვლენილი სამყაროს განაჭერი, მზერა მასზე, ხოლო მზერის შიგნით – თუკი ის ინტენსიურია და შესწევს დაჭერის უნარი – [ჭეშმარიტი სამყარო] უჭირავთ და დგას.

მე უკვე ვამბობდი იმის შესახებ, რომ რაღაც ვერტიკალური ფხიზელი მდგომარეობის ხატში (ან ხატის ირგვლივ) ბერძნებმა ერთი ნაბიჯით, ერთდროულად გამოყვეს ყოფიერება და აზრი – ვერტიკალური ფხიზელი მდგომარეობის ხატში, რომელსაც თავის მწვერვალზე, როგორც წვერზე ტალღისა, უჭირავს ის, რის შესახებ შეიძლება საუბარი, როგორც ყოფიერებისა. თუ ეს არ არის, რაიმე ყოფიერების შესახებ საუბარი შეუძლებელია.

© მერაბ მამარდაშვილი / ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *