რას ეძებ?

საზოგადოება სხვა ფილოსოფია

საკუთარი თავი თუ ვერ ვიცანით იმაში, რაც წავიკითხეთ, ტექსტი ჩვენთვის ცარიელია

მერაბ მამარდაშვილი

მე როგორც მკითხველი, როგორც ფილოსოფოსი, უპირველეს ყოვლისა, დამაინტერესა ერთმა გარემოებამ: კითხვის აქტმა, როგორც ცხოვრებისეულმ აქტმა (და ამ ინტელექტუალური აქტის გათანამბრებამ ნებისმიერი სხვა ბედითი შეხვედრის აზრის “ამოკითხვასთან”, იქნება ეს კუნელის ყვავილთან თუ უიღბლო სიყვარულთან შეხვედრა). მეტისმეტად ხშირად ლიტერატურას განიხილავენ, როგორც ცხოვრების ნორმალური პროცესის გარეთ, განცალკევებით არის გამოტანილი და “არტისტებით” უზრუნველყოფილი, ანდა როგორც მზა ქადაგებას და გარედან ჩარევას, რასაც სპეციალურად განახორციელებენ “ადამიანთმცოდნეები და გულთმხილველნი” ქვეყნის გამრიგე განგებისა.

ერთი სიტყვით, ლიტერტურა ან გვართობს ან “ესთეტიკური” ტკბობის ჯადოსნურ სამყაროში გადავყავართ ან გვმოძღრავს, იგი ან ხელოვნებაა, ხელვნება ან სოციალურად, ზნეობრივად და იდეურად ანგაჟირებულია.

მაგრამ ორივე შემთხვევაში ნაწარმოები (ისევე მისი ავტორი) – ნივთი, მზა არსია, არ გამოიყოფა სპეციფიკური ლიტერატურული ფაქტი (ანდა ლიტერატურის ეფექტი), როგორც ასეთი, როგორც ნაღვაწი სიტყვისა, თავისი შედეგბით და ზემოქმედების უნარით ცხოვრებისეულ კონტურში (ასევე ადამიანებში, რომლებიც ბედავენ და მათ შრომას ხელს კიდებენ, ვინაიდან “მათი ბედი წყდება…”)

და ჩვენ ვერსად გავექცევით ფეტიშიზმსა და კერპთაყვანისმცემლობას. შეიძლება გაუთავებლად იკამათო: რეალურ ცხოვრებას ხომ არ ჰგავს გამონაგონისა თუ ლიტერატურული გადმოცემის წარმოსახვითი სამყარო? სხვა სიტყვებით: ან ადამიანი წიგნის წყალობით გარბის სინამდვილიდან, ან წიგნი აძლევს მას გზას იმ სინამდვილისაკენ , რომელსაც ვიღაც გაეცნო მის მაგივრად და გარედან თავს ახვევს მას “მისივე კეთილდღეობისათვის”, ის კი ამას პასუხად მოიხმარს.

მერაბ მამარდაშვილი

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა