,,მაფიის” ფინალი მყუდრო ბარში

ძალიან ბევრი გველოდებოდით, მყუდრო ბარ მაფიის პირველი სეზონის მიმოხილვით ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას.
როგორც იცით ჩვენს წინა სტატიაში დავაანონსეთ მყუდრო ბარში ღონისძიება, ინტელექტუალური, ემოციური სამაგიდო თამაში ,,მაფიის ღამე“ რომელიც ზემოთ ხსენებულ ბარში ჩატარდა პირველი სეზონის გამარჯვებული მურთაზ ბაკოევია.
24 წლის MVP-ი, ხმათა უმრავლესობით გახდა პირველი სეზონის გამარჯვებული და აქვე ვიტყვით რომ სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად მოახერხა ეს.
პირველივე თამაშში მოახერხა და იპოვა ,,მანიაკი“ ,,მაფია“ ,,დეტექტივი“ და ,,ექიმი“, რაც არ უნდა სასწაულად ჟღერდეს დიახ, გამარჯვებულმა პირველ თამაშში ყველა როლის მოთამაშე გამოააშკარავა და ,,ქალაქს“ გამარჯვება მოუტანა. გახსნით წრეზე მოახერხა ,,მანიაკის“ აღმოჩენა ხოლო პირველ წრეზევე დაიწყო მაფიაზე შეტევა, მაფიის მხრიდან გამოვარჩევდით ლუკა წურწუმიას რომელმაც, ,,დეტექტივის“ როლის ,,მოპარვა“ სცადა და ვერც ვიტყვით რომ წარუმატებლად თუმცა, არ აღმოჩნდა საკმარისი რადგან მაფია ქალაქიდან გავიდა ხოლო მანიაკის როლით მოთამაშემ კი თამაში საბედისწეროდ დაასრულა და წამყვანის ,,განაჩენით“ დატოვა თამაში. მეორე და მესამე თამაშსს რაც შეეხება აქ სრულ დომინანტობას ვხედავთ ლუკა წურწუმიასგან, შეგახსენებთ რომ ლუკა ვიცე-ჩემპიონი გახდა. ლუკას მეორე და მესამე თამაშში ,,მანიაკის“ როლი შეხვდა და ვიტყოდით რომ იდეალურად ითამაშა, მეორე თამაშში ასევე წამყვანის განაჩენით ტოვებს კვლავ მანიაკის როლით მოთამაშე ხოლო მესამე თამაშში შეძლო და გაიმარჯვა.
გთავაზობთ რამოდენიმე მოთამაშის კომენტარს ფინალზე:
მურთაზ ბაკოევი (პირველი სეზონის გამარჯვებული):
მსურს უპირველესყოვლისა მადლობა გადავუხადო საჯაროდ თითოეულ იმ მონაწილეს რომელმაც სწორად შეაფასა და დააფასა ჩემი თამაში და მომცა ხმა, ხმათა უმრავლესობით გავიმარჯვე თუმცა ეს არ ყოფილა მარტივი. საფინალო მაგიდაზე 11 უძლიერესი მოთამაშე იყო. მადლობას ვუხდი ასევე წამყვანს თავისი საქმის საუკეთესოდ შესრულებისთვის და თითოეული მისი გადაწყვეტილებები, თამაშების მიმდინარეობისას იყო სამართლიანი და სწორი.გამოსარჩევი და საუკეთესო იყო ლუკა წურწუმიას თამაში რომელმაც, მანიაკის როლით შეძლო გამარჯვების მოპოვება. დეტექტივის როლით იდეალურად ითამაშეს ასევე ჯანო ტაბატაძემ და თენგო ბალუაშვილმა. ექიმის როლით კი საბა ბლადაძის ორ გადარჩენას გამოვარჩევდი.ასევე მინდა ცალკეულად გამოვყო ორი მოთამაშე, გიორგი ქარუმიძე და ტატო ლაშაური რომლებთან ერთადაც ერთი სიამოვნებაა საფინალო მაგიდაზე თამაში. ორი უძლიერესი სტრატეგოსი და საუკეთესო ინტუიციის მქონე მოთამაშე.
ლუკა წურწუმია (პირველი სეზონის ვიცე-ჩემპიონი):
ვიტყოდი რომ ჩემმა მოლოდინმა გაამართლა, შედგა საფინალო მაგიდა და თამაშები. ბოლომდე კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით რომ არა პირველ თამაშში მურთაზის გენიალური პერფომანსი და ყველა გამოცნობილი მოთამაშის როლი რაც ნამდვილად სასწაული და შეუძლებელი მეგონა სანამ არ ითამაშა ასე დიდებულად პირველმა MVP-მ და ახლა უკვე პირველი სეზონის გამარჯვებულმა, 3-დან 2 თამაშის მოგებით აუცილებლად მივიღებდი ხმათა უმრავლესობას. პირველ თამაშში ნამდვილი დეტექტივის იდენტობაში შევატანინე ეჭვი ქალაქს სამწუხაროდ ჩემთან ერთად მყოფმა მაფიოზებმა ვერ შეძლეს ჩემთან ერთად თამაში. მეორე თამაშში კი უკანასკნელ სამ მოთამაშეში დავრჩი და რომ არა ფოლებით თამაშის დატოვება რასაც არ ვეთანხმები რადგან მხოლოდ ვიკითხე რამდენი ფოლი მქონდა და ამის გამო დამატოვებინეს თამაში ხოლო მესამე თამაშშიც ანალოგიური უკანასკნელ სამ მოთამაშეში დავრჩი და გავიმარჯვე. ბოლომდე კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით და ვფიქრობ ის ერთი პატარა შეცდომა რომ არა აუცილებლად გავიმარჯვებდი. მაგიდაზე ჩემს გარდა 10 ძლიერი მოთამაშე იყო თუმცა გამოვარჩევდი გიორგი ქარუმიძეს თავისი სტრატეგიებით. რაც შეეხება გამარჯვებულს ვფიქრობ რომ ღირსეულად და სამართლიანად გახდა გამარჯვებული და უფრო მეტიც დღემდე შოკირებული ვარ მისი პირველი თამაშით უნიჭიერესი და მაღალი ინტელექტის მქონე მოთამაშე რომელმაც ხმათა უმრავლესობა მიიღო ვიტყოდი ხმათა 100% უნდა მიეღო.მაგიდაზე ასევე გამოვარჩევდი ულამაზეს მოთამაშეს ლიზა აზარიაშვილს რომელსაც გარეგნული სილამაზის გარდა უდაოდ ძლიერი თამაში გამოარჩევს და იმედი მაქვს შემდეგ საფინალო მაგიდაზეც ჩემთან ერთად იჯდება.
ლიზა აზარიაშვილი (ფინალისტი):
მაფიის ფინალი იყო ინტრიგით და ემოციებით სავსე, სადაც მოთამაშეებმა გამოავლინეს საკუთარი თავი. მოთამაშეთა შორის გამოვარჩევდი ლუკა წურწუმიას, რომელმაც საკმაოდ კარგი სტრატეგიებით მოიპოვა მოქალაქეების კეთილგანწყობა და გაიმარჯვა სერიულის როლით, ასევე ხაზგასასმელია გამარჯვებულის სტრატეგია, რომელმაც პირველ ხელში ყველა მოთამაშის როლი ამოიცნო.
თენგო ბალუაშვილი (ფინალისტი):
დავიწყებ იმით, რომ სამივე თამაში დაძაბული და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იყო. მე პირადად როგორც ერთ-ერთმა მოთამაშემ დიდი სიამოვნება მივიღე სამივე თამაშისგან, რადგან ვფიქრობ რომ მაგიდა ძლიერი და საინტერესო მოთამაშეებისგან იყო დაკომპლექტებული. გამოვარჩევდი მურთაზ ბაკოევს რომელსაც საკმაოდ ძლიერი პირველი ხელი ჰქონდა. ასევე აღნიშვნას იმსახურებს გარემო სადაც თამაშები გაიმართა და თამამად შემიძლია იმის თქმა რომ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ხელმეორედ იგივე ხალხთან იგივე სივრცეში.
ირაკლი გელოვანი (ორგანიზატორი/წამყვანი):
მვპ-ების თამაში იყო გამორჩეული სხვა დანარჩენ თამაშებთან რადგან, თავი მოიყარეს უძლიერესმა 11-მა მოთამაშემ სადაც, თითოეულმა მათგანმა თავი კარგად წარმოაჩინა განსაკუთრებით კი, მვპ-მა მურთაზ ბაკოევმა, პირველივე წრეზე დაასახელა სამივე მაფიოზი, უნდა აღინიშნოს რომ მას მოქალაქის როლი ჰქონდა რაც იმას ნიშნავს რომ ნაკლებ ინფორმაციას ფლობა თუმცა პარადოქსულად მან ყველაზე მეტი ინფორმაცია დადო რის გამოც მან მიიღო დამსახურებული სიმბოლური პრიზი. გამოვარჩევდი ასევე თენგო ბალუაშვილს როელმაც, კარგად მოირგო დეტექტივის როლი და გაუძღვა ქალაქს. პირადად მე არ შემიძლია არ გამოვყო ცალკეულად ლუკა11 (ლუკა წურწუმია), რომელმაც მანიაკის როლით მოიგო იდეალურად და მან მეორე ადგილიც დაიმსახურა და მიიღო მყუდრო ბარისგან სიმბოლური საჩუქარი.
საბოლოოდ კი ვიტყვით რომ ჩვენთვის გამოსარჩევი განსაკუთრებულად იყო ორი ფაქტორი ფინალში. პირველი მურთაზ ბაკოევის მიერ დიდებული თამაში პირველ თამაშში, მის მიერ გამოცნობილი აბსოლუტურად ყველა მოთამაშის როლი ხოლო მეორე ფაქტორი გახლავთ ლუკა წურწუმიას ,,მანიაკის“ როლით ზედიზედ ორი თამაში ბოლომდე მისვლა რადგან, ძალიან რთულია ორჯერ ზედიზედ მოირგო ,,მანიაკის“ როლი და ითამაშო ბოლომდე. ბოლოს კი შეგახსენებთ რომ ორგანიზატორთა ჯგუფის პროგნოზი გამართლდა რადგან, მათ დაასახელეს სამი მოთამაშე რომელსაც ყველაზე დიდი ალბათობა ჰქონდათ გამარჯვების და ამ სამი მოთამაშიდან პირველი გახლდათ ა.წ უკვე პირველი სეზონის გამარჯვებული.