რას ეძებ?

ისტორია საზოგადოება საინტერესო

მსოფლიო მასშტაბის აქსელერატები

აქსელერატი

ივანე მრისხანე 3 წლის საკში სრულიად რუსეთის დიდ მთავრად იწოდებოდა, 17 წლისა კი – მეფედ. 16 წლის ალექსანდე მაკედონელმა სისხლის მორევში ჩაახრჩო აჯანყება, რომელიც ქვეშევრდომებმა მამამისის – მეფე ფილიპეს არყოფნის დროს დაიწყეს, ოთხი წლის შემდეგ კი ალექსანდრე თავად გახდა მეფე. ვლადიმირ მონომახმა „პოლიტიკური კარიერა“ 13 წლისამ დაიწყო. 35 წლისა იყო ნაპოლეონ ბონაპარტე, როცა საფრანგეთის იმპერატორი გახდა. პეტრე პიველი თავის დასთან – სოფიასთან ერთად ათი წლისა შეუდგა რუსეთის მართვას.

17 წლისამ ველიკოდერჟავნული საქმიანობა გააჩაღა – აჯანყება ჩაახშო, სოფია კი მონასტერში გაისტუმრა. XX საუკუნის პოლიტიკოსთაგან აღსანიშნავია ჯონ კენედი, იგი 44 წლისა ამერიკის პრეზიდენტი გახდა, ქვეყანას მანამდე არ ჰყოლია ასეთი ახალგაზრდა პრეზიდენტი. ცნობილმა ფრანგმა კარდინალმა რიშელიემ ამ უმაღლეს სასულიერო წოდებას 37 წლისამ მიაღწია. იგი 22 წლის უკვე ეპისკოპოსი იყო.

ბიზნესსაც ქვს აქსელერაციის მაგალითები. ამერიკელი მეწარმე ჯონ როკფელერი 14 წლისა პატარა ფირმაში კლერკად მუშაობდა, 20 წლისა კი ნავთობის ბიზნესში ცნობილი კაცი იყო. კარლ ფაბერჟემ 20 წლისამ დაიწყო მუშაობა მამის საიუველირიო ფირმაში, 6 წლის შემდეგ კი ფირმის მეთაური გახდა და მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.

შეგახსენებთ: აქსელერაცია არის – ბავშვთა და მოზარდთა სქესობრივი მომწიფებისა და სიმაღლის მომატების (აგრეთვე გონებრივი განვითარების) აჩქარება; ეს მოვლენა შენიშნულია თითქმის ყველგან მე-19 ს.-ის მეორე ნახევრიდან.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა