რას ეძებ?

ბუნება მეცნიერება სხვა

მსოფლიოს მიწისა და წყლის რესურსები

მსოფლიოს მიწისა და წყლის რესურსები

(მსოფლიო) მიწის რესურსები ხმელეთის ზედაპირის ის ნაწილია, რომელიც გამოსადეგია ადამიანის საცხოვრებლად და სამეურნეო საქმიანობისთვის. კაცობრიობისთვის მიწის რესურსებით უზრუნველყოფა დამოკიდებულია მიწის ფონდის სტრუქტურაზე. მიწის ფონდი არის თითქმის მთელი დედამიწის ზედაპირი (მასში არ შედის გრენლანდია და ანტარქტიდა), რომელიც მოიცავს როგორც ადამიანის მიერ ათვისებულ ტერიტორიას, ასევე ტყეებს, უდაბნოებს, მაღალმთიან რეგიონებსა და ა.შ. მიწის ფონდის ფართობია 13,5 მლრდ. ჰა, რაც დედამიწის საერთო ფართობის დაახლოებით 26%-ია.

დღეისათვის:

ა) დამუშავებული მიწების (სახნავებს, ბაღებს, პლანტაციებს, სასოფლო დასახლებებს) მიწის ფონდის 11% უკავია
ბ) სამრეწველო ობიექტებს, ქალაქებს – 2%
გ) საძოვრებს – 23%
დ) ტყეებსა და ბუჩქებს – 30%
ე) მცირედ ათვისებულ და არაპროდუქტიულ მიწებს (ჭაობებს, უდაბნოებს, მყინვარებს) – 34%

მსოფლიო ქვეყნების პირველი ხუთეული დამუშავებული მიწების სიდიდის მიხედვით (XX საუკუნის ბოლოს)

  1. აშშ – 186 მლნ ჰა
  2. ინდოეთი – 166 მლნ ჰა
  3. რუსეთი – 131 მლნ ჰა
  4. ჩინეთი – 93 მლნ ჰა
  5. ავსტრალია – 47 მლნ ჰა

ცოცხალი ბუნება წარმოუდგენელია წყლის გარეშე. დედამიწაზე წყლის უდიდესი ნაწილი მსოფლიო ოკეანეა. მტკარი წყლის მარაგი შეადგენს მხოლოდ 2,5%-ს. წყალი დედამიწაზე ძალზე არათანაბრად არის გადანაწილებული. ზოგიერთი რეგიონი (აზია) წყლით უზრუნველყოფილია და აქვს მისი ზედმეტი მარგიც, მაგრამ ზოგან წყლის სერიოზული ნაკლებობაა (ავტრალიასა და ოკეანეთში).

ბუნებრივია, ადამიანის არსებობა და მისი სამეურნეო საქმიანობა, უპირველესად, დაკავშირებულია მტკნარ წყალთან. ხმელეთის დაახლოებით 60% მტკნარი წყლის ნაკლებობას განიცდის. წყლის დეფიციტის გამო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას არაერთი ურბანიზებული ზონა.

უფლის წყალობით, საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. იმდენად მდიდარი, რომ არც მოურწყავი სავარგულები უნდა გვქონდეს, არც რომელიმე დასახლებულ პუნქტს უნდა აკლდეს სასმელი, თუ ტექნიკური წყალი, არც მიკროელექტროსადგურების დეფიციტი უნდა იყოს და არც ძვირფსი თევზით სავსე ტბორები.

საქართველოში 26 ათასამდე (25075) დიდი და პატარა მდინარეა, 860-მდე ტბა. ჭარბობს მტკნარი ტბები, სადაც თევზის მოშენება შეიძლება.

ფართობით ყველაზე დიდი ფარავანის ტბაა (37,5 კმ2), მოცულობით – ტაბაწყურის (221,0 მლნ მ3), ყველაზე ღრმა – რიწის (101 მ), იგი უღრმესია ამიერკავკასიის ტბებს შორისაც. გარდა ტბებისა, 15-მდე წყალსცავიც გვაქვს.


საინტერესო სტატიები imc-დან:

რა არის ელექტრონული კომერცია (ელ. კომერცია – eCommerce)?

ბრენდინგი მცირე ბიზნესისთვის

ლოგოს შექმნა – რატომ გვჭირდება კარგი ლოგო?


ტეგები: მსოფლიო, საინტერესო, რესურსი, რესურები, მიწა, მიწის, წყალი

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა