რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

მუჰამედ ალი ეგვიპტელი

მუჰამედ ალი ეგვიპტელი - ეგვიპტოს დიდი მმართველი

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

მუჰამედ ალი ეგვიპტელი, ადამიანი რომელსაც ცოტა დააკლდა რომ ოსმალეთის იმპერია სრულად დაეპყრო – მუჰამედ ალი წარმოშობით ალბანელი იყო. დაიბადა ქალაქ კავალაში, მაკედონიაში 1769 წელს. მამამისს 11 შვილი ყავდა, ამიტომ ის გააშვილეს და გაიზარდა თამბაქოთ მოვაჭრის ოჯახში. რაც შესაძლებელი იყო იმ პერიოდის მაკედონიაში კარგი განათლება მიიღო და ბრწყინვალე ბიზნესმენი გამოვიდა. 30 წლამდე საერთოდ არ ფიქრობდა სამხედრო კარიერაზე.

ყველაფერი 1798 წელს შეიცვალა, როცა ნაპოლეონმა ეგვიპტე დაიპყრო და თურქეთმა მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რათა ახალი არმია გაეგზავნა ეგვიპტეში. სწორედ ამ ტალღაში მოხვდა მუჰამედ ალი. 1799 წელს მონაწილეობდა აბუკირის დიდ სახმელეთო ბრძოლაში. თურქები პირწმინდად განადგურდნენ. მუჰამედმა გაქცევა მოასწრო და ბრიტანეთის ფლოტის მიერ იქნა ევაკუირებული ადმირალ სიდნეი სმიტის მეთაურობით, რომლებმაც არმიის ნარჩენების ევაკუაცია მოახდინეს. 1802 წელს ფრანგებმა საბოლოოდ დატოვეს ეგვიპტე.

ეგვიპტეში ამის შემდგომ თურქები დაბრუდნენ და დაიწყო ომი მათსა და მამლუქებს შორის და უშუალოდ თურქ ფაშებს შორისაც. მუჰამედი ერთ-ერთ თურქ მეთაურს, ოსმან ბარდისს შეუერთდა და 4 ათასიანი კორპუსის მეთაურად დაინიშნა, მაგრამ ეგვიპტეში ისეთი ქაოსი დაიწყო, დედა შვილს რომ არ აიყვანდა ხელში, არადა მუჰამედს წესრიგი უყვარდა და სწორედ ასეთ გარემოში იყო გაზრდილი. ამ ვითარებაში მან უღალატა ოსმან ბარდისს რომელიც ძალიან სუსტი ჩანდა და გარიგება შესთავაზა ალექსანდრიის ფაშას ხურშიდს. მუჰამედ ალი მის მხარეს გადადიოდა, ამის სანაცვლოდ ის ეგვპიტის დაწყნარების შემდეგ, მას თავის მოადგილედ დანიშნავდა.

კავშირმა გაამართლა და მათ ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხეს. სტამბოლმა კი ჰურშიდ ფაშა გუბერნაროტად დაამტკიცა და ალი მოადგილედ, მაგრამ ახალი რწმუნებული ძალიან ცუდად მოექცა ადგილიბრივ შეიხებს და მათ ძარცვა-გლეჯვა დაუწყო. ამიტომ მათ მუჰამედ ალის შესთავაზეს გადატრიალება, რის შემდგომ ის თვითონ უნდა გამხდარიყო რწმუნებული. ისიც დათანხმდა და 1805 წლის 2 მაისს ჰურშიდი გადააგდეს, მერე სტამბოლში დიდი ქრთამი გააგზავნეს და რწმუნებულად სულთანმა მუჰამედ ალი დაამტკიცა.

მუჰამედი ძალიან ქმედითი მართველი აღმოჩნდა, მან მოახდინა ძალაუფლების კონცეტრაცია, ალაგმა მექრთამეობა და დიდი რეფორმების გეგმა წარმოადგინა. მაგრამ ამის წინააღმდეგ წავიდნენ მამლუქები და ისინი ყველა ამოაწყვეტინა პრაქტიკულად 1811 წელს. მერე მოიწვია ფრანგი ოფიცრები და სხვდასვა დარგის სპეციალისტები და დაიწყო რეფორმები არმიაში, ეკონომიკაში , სოფლის მეურნეობაში. ეგვიპტე სრულიად გარდაიქმნა წარმატებული რეფორმების შედეგად და 1818 წლისთვის იქცა ძლევამოსილ სახელმწიფოდ.

მუჰამედ ალის უკვე საკუთარი იმპერიის შექმნა მოუნდა. 1817 -1818 წლებში დაიპყრო საუდით არაბეთი, 1820 თში ნუბია და 1822 სუდანი. ამის შემდეგ ჩაერია საბერძნეთის აჯანყებაში და სცადა მისი ჩახშობა თურქებთან ერთად. მაგრამ ნავარინის დიდ საზღვაო ბრძოლაში 1827 წელს მისი ფლოტი სასტიკად დამარცხდა დიდი ბრიტანეთ-რუსეთ-საფრანგეთის გაერთიანებულ ფლოტთან. ამის შემდეგ მისმა ჯარებმა დატოვეს ოკუპირებული კრიტი და უკან დაბრუდნენ.

მაგრამ ამან მისი ამბიციები ვერ გააჩერა, მან გადაწყვიტა რომ დრო მოვიდა ოსმალეთთან ომის და პროვინციების წართმევის. 1830 წელს მან ოსმალეთს ხარკი შეუწყვიტა და ეგვიპტე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. მერე აკრის ფაშას მოსთხოვა მორჩილება, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდგომ მისი შვილი იბრაჰიმ ფაშას მეთაურობით დიდი არმია გაგზავნა სირიაში 1831 წლის ოქტომბერში. 9 დეკემბრისთვის მათ სრულიად შეძლეს სირიის დაკავება.

ამის საპასუხოდ მუჰამედ ალი სულთანმა მაჰმუდ მეორემ მეამბოხედ გამოაცხადა, ჰუსეინ ფაშას მეთაურობით დიდი არმია დაძრა სირიისკენ, მაგრამ იბრაჰიმმა 9 ივლისს ჯერ ჰომსთან დაამარცხა ოსმალები და ალეპო აიღო, მერე კი პირწმინდად გაანადგურა ოსმალური არმია კილიკიაში. ამის შემდეგ მიბრუნდა და დაიპყრო პალესტინა.

სულთანმა მობილიზაცია გამოაცხადა და ახალი დიდი არმია დაძრა ისევ ეგვიპტის არმიის წინააღმდეგ. იბრაჰიმი თვითონ გადავიდა შეტევაზე და კონიასთან 1832 წლის 21 დეკემბერს ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. თურქულმა არმიამ პრაქტიკულად არსებობა შეწყვიტა. იბრაჰიმმა დამხმარე ძალები მიიღო და კონსტანტინოპილის ასაღებად ემზადებოდა. ამის შემხედვარე სულთანმა რუსეთს მიმართა დახმარებისთვის და ნიკოლოოზ პირველი პირდაპირ დაიმუქრა რომ, თუ ეგვიპტელები სტამბოლს აიღებდნენ ომს გამოუცხადებდა მათ.

მუჰამედმა ჩათვალა რომ ომის მიზანი მიღწეული იყო და შეტევა გააჩერა. 1833 წლის 4 მაისს ქუთახიის ზავი გაფორმდა, სადაც ოსმალეთი აღიარებდა მარცხს, ეგვიპტის დამოულიდებლობას და მისთვის სირიისა და ადანის ოლქების გადაცემას. იმავე წელს ეგვიპტის ჯარებმა დამატებით ლიბანიც დაიკავეს. ზავი კი გაფორმდა, მაგრამ ევროპის დიდ სახელმწიფოებს არ მოეწონათ რომ ეგვიპტე პრაქტიკულად ჰეგემონი გახდა ახლო აღმოსავლეთში. მათ დიდი ფინანსური დახმარებები გაუწიეს სულთანს და რევანშისკენ უბიძგებდნენ.

განსაკუთრებით აქტიურობდა ინგლისი. ის ოსმალებს დაეხმარა 100 ათასიანი არმიის ჩამოყალიბებაში და მისცა ფული ლიბანში აჯანყების დასაფინანსებლად. ამის სანაცვლოდ ოსმალეთის იმპერიაში ინგლისელებმა თავისუფალი ვაჭრობის უფლება მიიღეს 1838 წლის 3 ივლისს. მალევე ლიბანში აჯანყება დაიწყო. იბრაჰიმმა აჯანყების ჩახშობა დაიწყო. სულთანმა ომის შეწყვეტა მოითხოვა, მაგრამ იბრაჰიმმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და აჯანყება ჩაახშო. ამის საპასუხოდ სულთანმა მაჰმუდ მეორემ 1839 წლის 14 აპრილს ომი გამოუცხადა ეგვიპტეს. მაგრამ თურქული არმია ისევ განადგურდა.

1839 წლის 24 ივნისს ნეზიბთან გამართულ გრანდიოზულ ბრძოლაში, იბრაჰიმმა კიდევ ერთხელ პირწმინდად გაანადგურა ოსმალური არმია. 14 ივლისს იგივე ბედი ეწია ოსმალურ ფლოტს, რომელიც ალექსანდრიის აღებას ცდილობდა. მუჰამედმა თავის შვილს კონსტანტინოპოლის აეღო უბრძანა. ეს ძალიან არ მოეწონათ ევროპის ძლიერ სახელმწიფოებს. ისინი რეგიონის სრული დაკარგვის წინაშე იდგნენ. მათ ულტიმატუმი წაუყენეს მუჰამედს გაჩერებულიყო, დაეცალა დაკავებული ტერიტორიები და თავი სულთნის ვასალად ეღიარებინა, რაზეც უარი მიიღეს.

ამის შემდგომ, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის იმპერიამ, ავსტრიის იმპერიამ და პრუსიამ 1840 წლის გაზაფხულზე ომი გამოუცხადეს ეგვიპტეს. ეგვიპტემ მამაცურად სცადა კოალიციის დამარცხება, მაგრამ ასეთი ძლიერი კოლიციის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და რამოდენიმე დიდი მარცხი განიცადა სექტემბერ, ოქტომბერ, ნოემბერში. საბოლოოდ 27 ნოემბერს მუჰამედ ალიმ ზავი ითხოვა. გაფორმებული ზავის პირობების მიხედვით მუჰამედი აბრუნებდა ყველა ტერიტირიას გარდა სუდანისა, ეგვიპტის ტერიტორიაზე კოლიაციის მონაწილე ქვეყნები ღებულობდნენ თავისუფალი ვაჭრობის უფლებას, უარს ამბობდა ფლოტზე და არმიას 20 ათასს ადამიანამდე ამცირებდა და თავს აცხადებდა სულთნის ვასალად.

ამის შემდგომ ბოლო 8 წელი მუჰამედმა სრულ მშვიდობაში გაატარა, არაფერი მოუმოქმედებია, ბოლოს ჩავარდა დეპრესიაში რომ ვერ განახორციელა თავისი გრანდიოზული გეგმები ბოლომდე და გარდაიცვალა 1849 წლის 2 აგვისტოს 80 წლის ასაკში.

მუჰამედ ალი - ეგვიპტის მმართველი

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა