რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

ნაპოლეონი / 1814 წლის სამხედრო კამპანია, ღალატი და გადაგომა

ნაპოლეონი / 1814 წლის სამხედრო კამპანია, ღალატი და გადაგომა

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

1813 წლის ოქტომბერში ლაიფციგის გრანდიოზულ ბრძოლაში ნაპოლეონს ღალატობენ მისი მოკავშირეები რაინის კავშირიდან, ვიუტემბერგელები, საქსონელები და ბავარიელები. ამის გამო ის მარცხდება და უკან იხევს საფრანგეთში.

1814 წლის 1 იანვარს დაიწყო მოკავშირეთა შეჭრა საფრანგეთში. მათ განკარგულებაში 500 ათასი ჯარისკაცია. ნაპოლეონის განკარგულებაში 100 ათასიანი არმია, აქედან უშუალოდ მის ხელმძღვანელობით 50 ათასი ადამიანია. თითქოსდა საფრანგეთს შანსი არ ქონდა, მაგრამ მოვლენები მერე ისე განვითარდა რომ ეს ნამდვილი სამხედრო შედევრია!

24 იანვარს ნაპოლეონი ტოვებს პარიზს და მიემართება ფრონტის ხაზზე. 26 იანვარს სენ დიზიეს ბრძოლაში ის ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებს პრუსიულ არმიაზე ბლიუხერის ხელმძღვანელობით. 31 იანვარს ბრიენთან ის ანადგურებს გენერალ ოსტენ საკენის რუსულ არმიას.

მოკავშირეები ახდენენ ძალების კონცეტრაციას და იწყებენ შეტევას პარიზზე. მაგრამ მერე იწყება ნაპოლეონის თებერვლის გენიალური სამხედრო კამპანია. 9-18 თებერვლის ჩათვლით ის 6 დიდ გამარჯვებას მოიპოვებს. 10 თებერვალს შამპობერესთან, 11 თებერვალს მონმირალთან, 12 -13 თებერვალს ორი დიდი გამარჯვება შატო-ტიერისთან. 14 თებერვალს ვოშანთან და 18 თებერვალს მონტროსთან. მოკავშირეთა 230 ათასი არმია რომელიც პარიზს უტევდა განადგურებული და დეზორგანიზებულია. 80 ათასი ბრძოლის ველზე დარჩა, 40 ათასი ტყვედ ჩავარდა, სხვებმა გაქცევით უშველეს თავს. აგრეთვე ნაპოლეონმა 200 ქვემეხი იგდო ხელთ.

ამის შემდგომ მოკავშირეთა ბანაკში შედგა დიდი თათბირი რომელსაც ესწრებოდნენ, ავსტრიის იმპერატორი ფრანცი, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე პირველი, პრუსიის მეფე ვილჰელმ პირველი, შვედეთის კრონპრინცი, კარლ-იუჰანი, რეალურად ნაპოლეონის მოღალატე მარშალი ბერნადოტი, მოკავშირეთა გენერლები, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან. სრული პანიკა სუფევდა დიდი კოალიიცის რიგებში. ამ სამხედრო კატასტროფას რაც დაემართათ დაემატა ის რომ ლოთარინგიაში და ვოგეზებში შეიკრიბა მოხალისეთა რაზმები რომლებმაც სულ კუდით ქვა ასროლინეს მოკავშირეთა ძალებს. მათ გადაწყვიტეს მოლაპარაკება დაეწყოთ ნაპოლეონთან და პარალელურად დაეწყოთ მზადება რეინისკენ უკან დახევისკენ. ისინი ნაპოლეონს სთავაზობდნენ სტატუს კვოს აღდგენას. ანუ ყველაფერი დაბრუნებულიყო 1792 წლის საზღვრებში და ყველა თავისაზე დარჩენილიყო!

ამაზე უკვე ნაპოლეონი ამბობდა უარს. ის ლუნევილის 1801 წლის ზავით გათვალისწინებულ საზღვრებზე იყო თანახმა. ამდენი გამარჯვების შემდეგ ის სულაც არ თვლიდა საქმეს წაგებულად. მოკავშირეებს დამატებით 150 ათასი ჯარისკაცი მოსდით დამხმარედ, მაგრამ ეს დიდად მათვის სიტუაციას არ ცვლის. 1 მარტს ის სუასონთან სასტიკად ამარცხებს მათ, მერე 7 მარტს კრაონთან. მოკავშირეთა შეტევა პროვანსშიც ჩაიშალა. ერთადერთი წარმატება იყო ველინგტონის მიერ პირენეეების გადალახვა. 6 თვიანი ბრძოლების შემდეგ მან აიძულა მარშალი სულტი უკან დაეხია, მაგრამ ისიც გამაგრებული ბორდოსკენ იხევდა. არმია კი არც განადგურებული იყო და არც მოშლილი.

მოკავშირეეები საბოლოოდ ფიქრობენ რომ დაიხიონ უკან რეინს გაღმა და იქ შეკრიბონ ახალი 500000 კაციანი არმია და ისე განაგრძონ ომი! საფრანგეთის კამპანია მათ ამ ეტაპზე წაგებულად მიაჩნიათ!

ნაპოლეონ ბონაპარტე / 1814 წლის სამხედრო კამპანია

სწორედ ამ კრიტიკულ სიტუაციაში 17 მარტს შატილიონში სადაც მოკავშირეთა ბანაკი იყო, საიდუმლოდ ჩამოდის ტალეირანის აგენტი გრაფი ვიტროლი. ის ხვდება მოკავშირე მონარქებს და გადასცემს ტალეირანის წერილს სადაც ეწერა:

“ბატონებო მისი სამხედრო ძლევამოსილება ჯერაც ძალიან ძლიერია, ისევე როგორც მისი სამხედრო გენია რომლითაც ის თქვენ გერეკებათ აქეთ იქეთ საფრანგეთის მოსაზღვრე პროვინციებში. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ რომ მისი პოლიტიკური ძალაუფლება დამთავრებულია. საფრანგეთის ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტას სურს ომის დასრულება. წამოდით პარიზზე თქვენ აქ გელიან”.

ამის შემდგომ მოკავშირები ძალებს ყოფენ. მათ განკარგულებაში დარჩენილი იყო 200 ათასი ადამიანი. ერთი 90 ათასიანი კორპუსი უშუალოდ ნაპოლეონის წინააღმდეგ მიდის, მეორე 110 ათასიანი პარიზზე. პარიზის დაცვა ნაპოლეონს მისი მეგობრისთვის მარმონისთვის ჰქონდა ჩაბარებული. სამწუხაროდ მარმონი იუდას გზას აირჩევს და უერთდება ტალეირანის და ფუშეს შეთქმულებას.

20 მარტს გამართულ ბრძოლაში არსიურობთან ნაპოლეონი მისი წინააღმდეგ წამოსულ არმიაზე ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებს. მაგრამ პარიზში დიდი ღალატი უკვე მზად იყო. ტალეირანი იმდენს მოახერხებს რომ ღალატში ნაპოლეონის მეუღლე მარიამ ლუიზასაც ჩართავს, რომელიც გამოაცხადებს რომ ქალაქი განწირულია და სპეციალურად გარბის ქალაქიდან რათა არევ-დარევა შემოიტანოს ქალაქის დამცველთა რიგებში, სენატის ნაწილი მისი და ფუშეს თაოსნობით ომის შეწყვეტას მოითხოვს და ახდენს ქალაქის მმართვის პარალიზებას. მარშალი მარმონი კი ძირითად ძალებს ხსნის ფრონტის ხაზიდან და 30 მარტს კაპიტულაციას აწერს ხელს რითაც მას და მის 40 ათასიან არმიას წასვლის უფლება ეძლევა. ერთადერთი მარშალი მორტიე შეეცდება 25 ათასიანი კორპუსით მოკავშირეთა შეჩერებას, მაგრამ მარცხდება და უკან იხევს პარიზისკენ, სადაც მას ჩამოაშორებენ ქალაქის დაცვას და 31 მარტს ტალეირანი და მარშალი მარმონი ქალაქს მოკავშირეებს აბარებენ.

ნაპოლეონი ამ ამბის გაგებაზე არც კი ფიქრობს დანებებაზე. ის ფონტებლოში ჩამოდის სადაც 4 აპრილისთვის მის განკარგულებაში უკგე 70 ათასიანი არმიაა. მაგრამ ტალეირანს ერთი წამითაც არ შეუწყვეტია მოქმედება. 1 -3 აპრილის ჩათვლით ის ხვდება იმპერიის მარშლებს, ნეი, უდინო, ბერტიე, სულტი, მაკდონალდი, პოლიტიკური, ფინანსური და აკადემიური ელიტის წარმომადგენლებს და არწმუნებს მათ რომ ომის გაგრძელებას აზრი არ აქვს, პარიზის მოკავშირეების “აღების” შემდეგ, ეს მხოლოდ კატასტროფის მომასწავებელია და მათ უნდა დაარწმუნონ ნაპოლეონი რომ დათმოს ტახტი, მისი შვილი ნაპოლეონ მეორის სასარგებლოდ და გადადგეს. საბოლოოდ მისი ეს “მოღვაწეობა” წარმატებით სრულდება და 2 დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ისინი აიძულებენ ნაპოლეონს 1814 წლის 6 აპრილს გადადგეს.

ნაპოლეონის გადადგომა - საფრანგეთი - ნაპოლეონი

ის იტყვის რომ: “თუ მე მიგაჩნივართ საფრანგეთში საყოველთაო კეთილდღეობის და მშვიდობის დამყარების მთავარ წინაღობად მე მივდივარ”. ამის შემდგომ ინიშნება დროებითი მთავრობა ტალეირანის მეთაურობით რომელიც უკვე მარშლებს გადააგდებს და ბურბონებს აბრუნებს ტახტზე. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ ინიშნება ვენის კონგრესი სადაც ტალეირანი თითქოსდა “საფრანგეთს გადაარჩენს”.

მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. როგორც ზემოთ ვნახეთ 1814 წლის სამხედრო კამპანია მიდიოდა ბრწყინვალედ საფრანგეთისთვის, და რომ არა ტალეირანის სავარაუდო ვერაგობა და ღალატი, რომლის შედეგად სამხედრო გამარჯვება იქცა პოლიტიკურ მარცხად, დიდი ალბათობით ვენის კონგრესი არც არასდროს შედგებოდა, მოკავშირეები კი ისედაც თანახმა იყვნენ 1792 წლის საზღვრებზე, მხოლოდ პრუსია ითხოვდა ელზას-ლოტარინგიას, ის კი მაშინ ყველაზე სუსტი იყო კოალიციაში და ყველაზე ნაკლები გავლენა ჰქონდა. დასრულდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ეპოქა, რომელსაც – ნაპოლეონის ეპოქა ერქვა!

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა