ნაპოლეონის ტრიუმფალური დაბრუნება საფრანგეთში

ისტორია, რომელიც დიდებულად ასახავს თუ რას ნიშნავს როცა შენს ხალხს და შენს არმიას უზომოდ უყვარხარ! ამ მოვლენას ზედმეტ სახელად დაარქვეს – “არწივის გაფრენა” და ასახავს ნაპოლეონის ტრიუმფალურ დაბრუნებას საფრანგეთში 1815 წელს.
როგორც ცნობილია ნაპოლეონი 1814 წლის აპრილში გადადგა და შეთანხმების პირობისამებრ მას სამართავად გადაეცა კუნძული ელბა. 1814 წლის 3 მაისს ის ჩამოვიდა ელბაზე და ოფიციალურად დაფუძნდა აქ. მას იქ პატარა არმიაც ყავდა 1700 კაცის ოდენობით, ძირითად ბირთვს ძველი გვარდია წარმოადგენდა კამბრონის მეთაურობით.
მიუხედავად იმისა რომ ნაპოლეონმა დატოვა საფრანგეთი, მას სრული ინფორმაცია ჰქონდა რა ხდებოდა ქვეყანაში და იცოდა რომ ბურბონების მართველობა იყო უსუსტესი და ხალხში სასტიკ აღშფოთებას იწვევდა. ამიტომ 1815 წლის დასაწყისში მან გადაწყვიტა თავისი პატარა არმიით დაბრუნებულიყო საფრანგეთში და ძალაუფლება დაებრუნებინა.
ეს იდეა ნამდვილ სიგიჟეს გავდა, მაგრამ ნაპოლეონს სწამდა რომ ხალხი და არმია მას დაუჭერდა მხარს. მაგრამ მის წინაშე კიდევ ერთი ამოცანა იდგა, მიეღწია საფრანგეთის ნაპირებამდე. კუნძულის გარშემო საზღვაო პერიმეტრს კოალიციის გემები აკონტროლებდნენ სულ. ჩრდილოეთიდან ინგლისელი ადმირალის რობერტ კემბელის ესკადრა , სამხეთიდან კი ფრანგული ესკადრა რომელიც 7 ფრეგატისგან შედგებოდა.
25 თებერვალს ნაპოლეობმა 1100 კაცით 1 დიდი ფრეგატით და 5 პატარა გემით დატოვა კუნძული. მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად მათ გადაიცვეს მეთევზეთა ფორმები, დატვირთეს გემები დიდი თევზის ნადავლით და გავიდნენ სამხრეთის ფლანგიდან. როცა მათ ფრანგულმა ესკადრამ გადაუღობა გზა ადმირალ ანდრიეს მეთაურობით, მას უთხრეს რომ მათ თევზი მიჰქონდათ გასაყიდად პორტო ფერაიოდან ლივორნოში. ხრიკმა გაჭრა და კაპიტანმა გემები გაატარა და 1 მარტს ნაპოლეონი ჟუანის ნაპირებთან გადასხდა.
პარიზში ნაპოლეონის გადასხდომის შესახებ ცნობილი გახდა 5 მარტს როცა მან უკვე მიაღწია ქალაქ გაპას, 200 კილომეტრით სიღრმეში გადასხდომის ადგილიდან. როცა უბრალო ხალხმა გაიგო იმპერატორი დაბრუნდაო, ისინი ამ ამბავს საყოველთაო აღტაცებით შეხვდნენ და სოფლებში ასობით მოხალისე უერთდებოდა. 7 მარტს ნაპოლეონი გრენობლს მიადგა სადაც მას გზა პოლკოვნიკ ლესარდის მე 5 პოლკმა გადაუღობა. მან ბრძანება გასცა ცეცხლი გაეხსნათ და აქ საოცარი ამბავი მოხდა.
მან თავის ჯარისკაცებს უბრძანა იარაღი დაეშვათ, მარტო გავიდა მე 5 პოლკის ჯარისკაცების წინაშე და სიტყვით მიმართა : “მეხუთე პოლკის ჯარისკაცებო, არის თქვენ შორის ვინმე ვისაც თავისი იმპერატორის მოკვლა უნდა. მესროლეთ მე თქვენს წინაშე ვდგავარ” მთელი პოლკმა ერთხმად დაიგრიალა “დიდება იმპერატორს” და მის მხარეზე გადავიდა. ისინი მას ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და ხელში აყვანილი დაჰყავდათ. 8 გრენობლის მოქალაქეებმა დიდი ზარ -ზეიმით ჩააბარეს ქალაქი იმპერატორს.
10 მარტს ნაპოლეონი ლიონთან იყო. ქალაქში დიდი ფრანგული არმია იყო განგალებული , ლუდოვიკო მე XVIII ძმის გრაფი არტუას ხელმძღვანელობით. მან არმიას შეტევაზე გადასვლა უბრძანა, მაგრამ აქაც არმია სრული შემადგენლობით გადავიდა ნაპოლეონის მხარეს და სულ ზარ -ზეიმით შემოუშვეს ქალაქში. გრაფმა გაქცევით უშველა თავს.
ამის შემდემ ლუდოვიკო მე XVIII გადაწყვიტა რომ ნაპოლეონის შეჩერება მხოლოდ ვინმე არმიაში საოცრად პოპულარულ მარშალს შეეძლო. ასეთი კი ორი იყო. ერთი დავუ რომელმაც სულ ჯანდაბაში გაუშვა მისი მართველობა და წასული იყო არმიიდან და მეორე ნეი. სწორედ ნეის ჩააბარეს ახალი დიდი არმია და გაგზავნეს ნაპოლეონის წინააღმდეგ. ნეი დაპირდა მეფეს რომ აუცილებლად შეაჩერებდა ნაპოლეონს.
15 მარტს შალონ სუროსინთან ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ნაპოლეონმა წერილი გაუგზავნა ნეის სადაც ეწერა: “ძვირფასო მეგობარო მე თქვენ მიგიღებთ ისევე როგორც მოსკოვში შესვლის მეორე დღეს” ნეიმ არმიას გადახედა, იქ დაწყებული იყო ძახილი “დიდება იმპერატორს” და გამოაცხადა რომ ბურბონების საქმე წასულია და ისინი იმპერატორის მხარეს გადადიან.
15 მარტს კი საღამოს პარიზის მაცხოვრებლებმა პროკლამაციების გამოკვრა დაიწყეს სადაც ეწერა. “ძვირფასო ლიუდოვიკ ნუ გამომიგზავნით მეტ ჯარისკაცებს მე ისინი საკმარისად მყავს”. 17 მარტს ბონაპარტი ტრიუმფალურად შევიდა ოსერში, 18-ში კი შამპანში მას ძველი გვარდია ეახლა, მარშალ უდინოს მეთაურობით.
19 მარტს დილით ლუდოვიკო და მისი კარი უკანმოუხედავად გაიქცნენ პარიზიდან. მაცხოვრებლებმა კი სპეციალური დეპუტაცია გაგზავნეს ნაპოლეონთან სადაც ეწერა: “მისი ერთგული პარიზი დიდი სიხარულით და აღტაცებით ელოდება მის საიმპერატორო უდიდებულესობას.”
20 მარტს ნაპოლეონი ტრიუმფალურად შევიდა პარიზში. 21 თში კი ლუდოვიკო გაიქცა ბელგიაში, მისი მომხრეები კი სრულიად აკონტროლებდნენ საფრანგეთს. როგორც გრაფი კოლენკური იხსენებდა მემუარებში:
“საფრანგეთი საყოველთაო ზეიმმა მოიცვა. ყველა იყო უბედნიერესი ნაპოლეონის დაბრუნებით და იმპერატორიც ასეთივე სითბოთი და სიყვარულით პასუხობდა. ისიც ეხვეოდა და კოცნიდა მათ , ჭამდა ჯარისკაცების ულუფას, მიდიოდა სრულიად უბრალოდ ადამიანების სახლებში და მათთან ერთად სადილობდა. მსოფლიო ისტორიას იშვიათად ახსოვდა ასეთი საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა მართველის მიმართ და ასეთი თავდმდაბლობა და უბრალოება ადამიანისგან, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება ეპყრა ხელთ. ეს ჭეშმარიტად საფრანგეთის თაფლობის თვე იყო! “