რას ეძებ?

მეცნიერება საინტერესო

NASA-მ Voyager 2-თან კონუმიკაცია დაამყარა, რომელიც ჩვენგან 19 მილიარდი კილომეტრითაა დაშრებული

ვოიჯერ 2

ამერიკის კოსმოსური სივრცისა და აერონავტიკის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Voyager 2-თან კომუნიკაცია დაამყარა, რომელიც ჩვენგან 18,8 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. ხომალდს, რომელიც კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს, NASA-ს სპეციალისტები ავსტრალიაში მდებარე 70 მეტრი გარშემოწერილობის მქონე სატელიტური თეფშით დაუკავშირდნენ.

აქამდე ოპერატორებს უკუკავშირი არ შეეძლოთ და მხოლოდ ხომალდის მიერ გამოგზავნილ მონაცემებს იღებდნენ. Voyager 2-კენ სიგნალი ანტენის ტექნიკური განახლების შემდეგ გაუშვეს, რაც მიზნად ხელსაწყოს გამართულობის შემოწმებას ისახავდა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ინჟინრებმა DSS43-ს დაუმონტაჟეს ორი ახალი გადამცემი და Voyager 2-თან კომუნიკაციის აღდგენა სცადეს. ზონდსა და ჩვენს შორის არსებული უდიდესი მანძილის გამო, მისგან წამოსულმა საპასუხო სიგნალმა დედამიწამდე მოაღწია 35 საათის შემდეგ.

ავსტრალიაში განლაგებული სატელიტური თეფში DSS43.
ავსტრალიაში განლაგებული სატელიტური თეფში DSS43.

DSS43-ის მსგავსი სატელიტური ანტენა დედამიწაზე კიდევ ორი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი აშშ-ში მოჰავეს უდაბნოშია განლაგებული, მეორე კი მადრიდში (ესპანეთი). ხელსაყრელი მდებარეობის გამო თითოელ მათგანს სხვადასხვა მიმართულებით კოსმოსში გაგზავნილ ხომალდებთან კომუნიკაციის დამყარება შეუძლია. Voyager 2-თან, რომელიც შორეული პლანეტების, ურანისა და ნეპტუნის სიახლოვეს მოძრაობს, მისგან ინფორმაციის მიღებასა და უკუკავშირს სწორედ ავტრალიის დედაქალაქ კანბერაში განთავსებული სატელიტური თეფში უზრუნველყოფს.

მომავალში განახლებული საკომუნიკაციო სისტემის გამოყენებას აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები მთვარესა და მარსზე დაგეგმილი მისიების დროსაც აპირებენ. როგორც ვარაუდობენ, შესაძლებელია DSS43-მა მარსმავალ Perseverance-თანაც შეძლოს დაკავშირება, რომელიც წითელი პლანეტაზე 2021 წლის თებერვალში დაეშვება. ასევე სპეციალისტები ანტენის დახმარებით შეეცდებიან ინფორმაციის გაცვლას პროგრამა “არტემისში” მონაწილე ასტრონავტებთანაც, რომლებიც მთვარეზე 2024 წელს გეგმავენ გამგზავრებას.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს