ნკვდ-ს სისასტიკე და ჩრდილოეთ კავკასიელთა ტერორი
რა საშინელებები ახსოვს კავკასიას, ნკვდ-ს თარეში: ყაბარდო-ბალყარეთი
მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრს ჩრდილოეთ კავკასიელთა ტერორზე ინგუშები და ჩეჩნები გვახსენდება, მაგრამ არც სხვა ეთნიკურ ჯგუფებს დაკლებია რუსული სისასტიკე. როდესაც ლაპარაკობენ მშვიდობიანი ადამიანის მასობრივ ჟლეტაზე გვახსენდება დიდი სამამულო ომის სურათები, ბელორუსული სოფელი ხატინი. მაგრამ მთელი სოფლების მოსპობის, ბავშვების, ქალების, მოხუცების დახვრეტა არაა მხოლოდ ფაშისტური იდეა.
1942 წლის ცივი ნოემბრის ერთ დილას, როდესაც მიდიოდა ბრძოლა ყაბარდო-ბალყარეთის განთავისუფლებისთვის, ნკვდს ჯარებმა ბანდიტიზმთან ბრძოლის საბაბით ჩერეკის ხეობაში დახვრიტეს ასობით მძინარე მშვიდობიანი ბალყარელი. ამ ჯარებმა დაწვეს რამოდენიმე სოფელი,მათ შორის საუტუ, გლაშევო. მხოლოდ ერთ ღამეში ნკვდს თანამშრომლებმა დახვრიტეს რამოდენიმე ასეული მთიელი.
შემდეგ კი სისხლიანი კვალის წასაშლელად წითელგვარდიელებმა დაწვეს სოფლები. ასე მოსპეს მათ “ბანდიტები”, უდანაშაულო ქალები, ბავშვები, მოხუცები, და ეს მაშინ როდესაც მათი შვილები სამშობლოს იცავდნენ დიდი სამამულო ომის ფრონტებზე. საფრთხეში ჩავარდნილი სამშობლოს დასაცავად ზემო ბალყარეთიდან წავიდა დაახლოებით 1,5 000 კაცი,სულ შრომისუნარიანი მამაკაცები. თითქმის ყოველმა ოჯახმა ქვეყნის დასაცავად გააგზავნა 2-3 და მეტი კაცი.
ორი წელიც არ იყო გასული და მთელმა ბალყარელმა ხალხმა გადაიტანა კიდევ ერთი ტრაგედია. ის ძალდატანებით გადაასახლეს შუა აზიაში და ყაზახეთში.
საარქივო საბუთების თანახმად ნეკვდს რაზმის უფროს ნაკინს უბრძანეს “ყველაზე შეუპოვარი ბრძოლა ბანდიტებთან და მათ თანამზრახველებთან, მათი ადგილზე მოსპობა, ნაგებობების და ქონების დაწვა, მოსპობა ყველაფრისა რისაც შეუძლია ბანდიტიზმის ნიადაგის აღდგენა. აკრძალულია სიბრალულის გამოვლენა, ბრძოლის დროს უნდა აიყვანოთ მძევლები //ნათესავები//”.
ოპერაცია დაიწყო გარიჟრაჟზე,როდესაც მთიელებს წყნარად ეძინათ. ორმა რაზმმა ალყა დაარტყა სოფელ საუტუს და ამით ადამიანებს წაართვა გადარჩენის შანსი. მებრძოლები დაუნდობლად იქცეოდნენ – ყუმბარებს აგდებდნენ სახლების ფანჯრებში, ამტვრევდნენ კარ-ფანჯარას,გამოჰყავდათ მოხუცები, ქალები, ბავშვები და გულგრილად ხვრეტდნენ მათ. შემდეგ გვამებს განზე მიათრევდნენ და სახლებთან ერთად წვავდნენ.
აიყვანეს მძევლები, მოგვიანებით ისინიც დახვრიტეს. ამ უმანკო მსხვერპლებზე მოწმობენ გადარჩენილი საარქივო დოკუმენტები. დადგენილია რომ სოფელ საუტუში დახვრიტეს 310 კაცი, მათ შორის 16 წელზე უფრო პატარა 150 ბავშვი. საგვარეულო სოფელ გლაშევოში მოსპეს 67 კაცი, მათ შორის 5 ბავშვი 16 წლის ასაკამდე. სოფელში ცოცხალი დარჩა მარტო 8 მცხოვრები, სამი მათგანი წლის მანძილზე გარდაიცვალა ჭრილობებისგან.
ნაკინი მოგვიანებით აბარებდა ანგარიშს: “5.00.30.11.42 წ. დავიპყარი ყიშლაღი ვ. დღის მანძილზე ვსპობდი დასახლებას და შენობებს… ავაფეთქე იარაღის საწყობი. მოსპობილია 300 ადამიანი. 27.11.42-დან 30.11.42-მდე მოისპო 5 დასახლებული პუნქტი ვ. ბალკარია, საუტუ, კიუნიუმ, ჩეგეტი და გლაშევო, მათგან პირველი სამი დამწვარია, მოისპო 1500-მდე კაცი…”
საშინელი უძილობა:
საუტუ არის ბალყარეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელი. იქ ერთად ცხოვრობდა რამოდენიმე გვარი //ტუხუმი//. ისინი ეკუთვნოდნენ უზდენების წოდებას. მათ შორის იყვნენ სარბაშევები, მისიროვები, ბაისიევები, ტემირჟანოვები, კილჩაევები, ტაუბოლატოვები, ილისტინოვები. დღეისთვის რამოდენიმე გვარს შთამომავლობა არ დარჩა.
ჩვენს ოჯახში თაობიდან თაობაში ყვებიან საუტუში ნოემბრის დახვრეტების შესახებ იმიტომ რომ უმცროსებმა იცოდნენ თავისი ხალხის ისტორია….
ყვებიან რომ მძინარე ადამიანებს აყენებდნენ ლოგინიდან, შეაგდებდნენ ვიღაცის სახლში, გარედან კარებს კეტავდნენ და აყრიდნენ ყუმბარებს. იმათ ვინც ცდილობდა ფანჯრიდან გაქცევას ხვდებოდნენ ტყვიით. გულგრილად ხვრეტდნენ ყველას – მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს, ყველას ვისაც წააწყდებოდნენ.
ადამიანები ფიქრობდნენ რომ გადარჩებოდნენ თუ კი შეიკრიბებოდნენ იმათ სახლებში ვინც ფრონტზე 4-5 კაცი გააგზავნა. ისინი შესცდნენ. პირიქით, ერთად შეკრებით მათ გაუადვილეს საქმე თავის ჯალათებს. ჩემი ერთი პაპისპაპა აკბაშ მისიროვი 80 წელზე მეტის იყო, მაგრამ როგორც ყველა მთიელი ისევ მაგარი იყო. მისმა უფროსმა შვილმა ახმატმა იომა სამშობლოსთვის.
ახმატი გრძნობდა პასუხისმგებლობას თავის თანასოფლელებზე და მან გადაწყვიტა რაზმის მეთაურთან მისვლა. ხდება წარმოუდგენელი შეცდომა და მეთაური ყველაფერში გაერკვევა. აპირებდა თავისი სამხედრო ბილეთის ჩვენებას იმის იმედით რომ მას. ნაომარ კაცს, მოუსმენდნენ და უკანონობა შეწყდებოდა. ასე აუხსნა მან ნათესავებს თავისი გადაწყვეტილება….
სახლის უკან ის შეხვდა ორ ნკვდშნიკს, აჩვენა მათ საბუთები და სთხოვა მეთაურთან წაყვანა. ის, რა თქმა უნდა, წაიყვანეს, მაგრამ… მერე ახმატის გვამი იპოვეს სოფლის განაპირას. დასისხლიანებულ ხელში მას ეკავა დოკუმენტები რომელთა ძალისა ესე სწამდა. მისი სამხედრო ბილეთი და პასპორტი ჩვენს ოჯახში ისევ ინახება როგორც ბებიის 22-წლის ძმის ტრაღედიის უტყვი მოწმე…
საუტუში და გალაშევოში დახვრიტეს ყველა ვისი პოვნაც შესძლეს. შემდეგ გვამები მოაგროვეს და დაწვეს!
ბალყარეთის ხეობის სხვა სოფლები გადარჩნენ მხოლოდ იმიტომ რომ პირველივე გასროლებზე მიატოვეს თავისი სახლები და მთებს მისცეს თავი.
“გაწმინდეს” ზემო ჩეგეტიც და კიუნლიუმიც. სალდათებმა მიმალეს თავისი დანაშაულის კვალი და დასტოვეს მთები და დენთის და ადამიანთა დამწვარი სხეულების სუნი კიდევ დიდხანს იყო. სიჩუმის ჩამოვარდნის შემდეგ ადამიანებმა დაიწყეს სოფლებში დაბრუნება. მომსპარ სოფლებში გვამები იმდენი იყო რომ მათ დაკრძალვას მოხუცები თავისი ძალებით ვერ ასწრებდნენ. მეზობლებისთვის დახმარების გაწევა მთიელთა ტრადიციაა. და აი ამ მძიმე დროს ყველა აულის მცხოვრებლები ეხმარებოდნენ საფლავების გათხრაში.
დამწვარი, ნახევრადგახრწნილი სხეულების ამოცნობა შეუძლებელი იყო. ვინც მაინც ამოიცნეს ის დაკრძალეს ცალკე საფლავში. სხვები დაკრძალეს საძმო საფლავში. ახმატის უფროსი ძმის, ძმისშვილების დაკრძალვა მოუწია მისიროვების ოჯახში გადარჩენილ ერთადერთ კაცს -12 წლის ხუსეის… დღეს ოდესღაც დიდ ბალყარეთში გაერთიანებული 19 სოფელი დაცარიელდა. კოშკების და სახლების მაგივრად არის ნანგრევები…ბალყარი ხალხის ტრაღედიის უტყვი მოწმეები.
სოფელში ზემო ბალყარეთი სოფლელებმა და დგილობრივმა ადმინისტრაციამ დააყენეს სამახსოვრო დაფა რომელზეც ამოკვეთილია იმ ღამეს ყველა დაღუპულის სახელები. ზედ არის შემდეგი სიტყვები “მგზავრო შეჩერდი პატივი მიაგე სტალინური გენოციდის ერთგული ძაღლების, ნკვდს ჯარების მიერ 1942 წლის ნოემბერში მხეცურად დახვრეტილების და შემდეგ დამწვართა ხსოვნას ბალყარეთისგან”. 29 ნოემბერს აქ იკრიბებიან და იხსენებენ… ეს საშინელება დღემდე არაა შეფასებული ისტორიულად და უდნაშაულო მსხვერპლებს აკლია სიმშვიდე…”
უფლებადამცველი: ზალინა არსლანოვა:
პ.ს რთულია არ თქვა რომ რუსული სახელმწიფო ეს ბოროტების იმპერიაა. წარმოუდგენელია წაიყვანო ჯანსაღი კაცები შენს ომში, აომო იმ ოშმი, რომელიც მისი არაა, ხოლო ჩუმად ლაჩრულად დაუხოცო დედა, მამა, ცოლი, და, შვილები, დაუწვა სახლები, სოფლები, რელიგიური სახლები, წაუბილწო წინაპართა სასაფლაოები. რავიცი რა დავამატო ცოდვაა ნებისმიერ ასპექტში ადამიანს რუსეთი მოსწონდეს.
წყარო: ისტორია History