რა არის ნიმფომანია?

ნიმფომანია არის ჰიპერსექსუალურობის ერთ-ერთ ფორმა, რომელიც იწვევს ქალებში სქესობრივი ლტოლვის პათოლოგიურ მომატებას, რაც სხვადასხვა პარტნიორთან სხვადასხვა სახის სქესობრივი ურთიერთობებისადმი იმპულსურ, არაკონტროლირებად და ობსესიურ ლტოლვაში ვლინდება.
ასაკიდან გამომდინარე ორი სახის ნიმფომანიას განასხვავებენ – ნიმფომანია ახალგაზრდა ქალებში და კლიმაქტერული ნიმფომანია.
როგორ გამოიხატება ნიმფომანია?
ნიმფომანიისთვის დამახასიათებელია: მოჭარბებული და უკონტროლო სექსუალური ლტოლვა (რის გამოც ამ მდგომარეობით შეპყრობილი ქალი მუდმივად ახალახალი სქესობრივი კავშირებისკენ ისწრაფვის ისე, რომ მისთვის სულერთია პარტნიორი სქესი, ასაკი და გარეგნობა).
ნიმფომანიის მიზეზებად სექსოლოგები სხვადასხვა ორგანულ დაავადებებსა და ფსიქოლოგიურ დარღვევებს მოიაზრებენ. ორგანული მიზეზებიდან აღსანიშნავია: ჰორმონალური ფონის მკვეთრი ცვლილება, საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის სხვადასხვა პათოლოგიები, ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგია ან ტრავმა.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დარღვევებს, ესენია: მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ფსიქოპათიები, შიზოფრენია, ნევროზი, გადატანილი სექსუალური ძალადობა; ანორგაზმია, ფრიგიდულობა, ბავშვობაში სექსუალობასთან დაკავშირებული ქცევების მკაცრი აკრძალვა და ა.შ.
არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული დარღვევა ორსულობის, კლიმაქსის ან ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას ვითარდება.
ვინ არიან რისკ ჯგუფში?
30 წლამდე ქალები.
ჰომოსექსუალური ორიენტაცია.
სტრესი.
მენტალური პრობლემები.
იკურნება თუ არა ნიმფომანია?
ნიმფომანიის განკურნება არ ხერხდება, თუმცა შესაძლებელია მისი მართვა .
ნიმფომანიას მართავენ: სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატებით (როგორც მოჭარბებული სქესობრივი ლტოლვის დასაქვეითებლად, ასევე გამომწვევი დაავადებების სამკურნალოდ), ფსიქოთერაპიით (ფსიქოთერაპიის მიზანია, ასწავლოს პაციენტს მოჭარბებული სექსუალური ენერგიის სწორად გადანაწილება), ფიზიოთერაპია,
დიფერენცირებული დიაგნოსტირება.
დიფ. დიაგნოსტირება საკამოდ რთულია რადგან არსებობს მდგომარეობები, რომლებიც ახლოს არის ნიმფომანიასთან, მაგალითად: ქალს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე პარტნიორი არასექსუალური მოტივებით, ჰქონდეს მომატებული ლიბიდო და ა.შ
ნიმფომანიასა და ამ მდგომარეობებს შორის განსხვავება ის არის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისას ქალს შეუძლია, საკუთარ თავსა და საქციელის მარტივად კონტროლი, ხოლო ნიმფომანს არ შეუძლია სექსუალური სურვილების კონტროლი.