რას ეძებ?

ისტორია საინტერესო ფილოსოფია

ომის მისტიური ასპექტი რომაულ სამყაროში

რომაელები - ომი - რომაული სამყარო

ძველ რომაულ სამყაროს ომისა და გამარჯვების განსაკუთრებული მისტიკური გაგება ჰქონდა, რისი მნიშვნელობაც უცნაურად გამოეპარათ რომაული სამყაროს შემსწავლელ სპეციალისტებს, რომლებიც მარტოოდენ დოკუმენტურად ძირფესვიანად აღნუსხული ტრადიციების აღნიშვნით შემოიფარგლნენ, და ეს ყოველივეც გზააბნეული და არათანმიმდევრული წესით მოახერხეს.

არსებითად რომაულ თვალსაზრისს წარმოადგენს ის შეხედულება, რომ ომის ფიზიკურად მოსაგებად საჭიროა მისი მისტიკურად მოგება (სულ მცირე, მისტიკური ასპექტის მხარდაჭერით მაინც). ტრაზიმენის ბრძოლის შემდეგ ფაბიუსი ასე მიმართავს ჯარისკაცებს: „თქვენი შეცდომა ის გახლავთ, რომ უგულებელყავით მსხვერპლშეწირვები და ყურადღება არ მიაქციეთ ორაკულთა გაფრთხილებებს, და არასაკმარისი აღმოჩნდა თქვენი სიმამაცე და შემძლეობა“. (ტიტუს ლივიუსი, „რომის ისტორია“ 17:9).

არც ერთი რომაული ომი არ დაწყებულა მსხვერპლშეწირვების გარეშე; ქურუმთა საგანგებო კოლეგია, ფეციალები, ხელმძღვანელობდნენ ომთან დაკავშირებული რიტუალების აღსრულებას; მხოლოდ ამ რიტუალთა ჩატარების შემდეგ მიიჩნეოდა ომი „მართალ ომად“. როგორც ერთხელ დე კულონჟმა აღნიშნა: რომაელთა სამხედრო ხელოვნების საწყისები მდგომარეობდა იმაში, რომ მათ არ ევალებოდათ, ებრძოლათ მაშინ, როდესაც ღმერთები ამის წინააღმდეგნი იყვნენ.

ასე რომ, ომის წამოწყების თემა არ განიხილებოდა უბრალო ადამიანურ ფონზე და ორივე, მებრძოლთა მსხვერპლშეწირვაც და გმირობაც, მიიჩნეოდა ჩვეულებრივ ადამიანურ მოქმედებაზე აღმატებულ მოცემულობად. გამარჯვების რომაული კონცეფცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით, ყოველ გამარჯვებას მისტიკური მხარე ჰქონდა (ამ სიტყვის ყველაზე ობიექტური გაგებით): ბრძოლის ველზე ტაშის ცემით საყოველთაოდ აღიარებული გამარჯვებული, მხედართმთავარი თუ იმპერატორი, განიცდიდა ღვთიური ძალების მყისიერ გამოვლინებას, რა ძალებიც მას გარდაქმნიდა და სხვა ადამიანად აქცევდა.

სამხედრო გამარჯვების რიტუალი – რომლის დროსაც იმპერატორს (ძირეული გაგებით, არა „იმპერატორი“, არამედ „გამარჯვებული/ძლევამოსილი წინამძღოლი“) აიყვანდნენ სპეციალურ ფარზე – თავისთავში როდია სიმბოლიზმისაგან დაცლილი აქტი, როგორც ეს შეგვიძლია დავასკვნათ ენიუსის მიხედვით: ფარი – თავდაპირველად იუპიტერ კაპიტოლინუსის ტაძარში ნაკურთხი და წმინდად ქცეული – აქ გამოხატავს ზეციურ სივრცეს, სფეროს, რომელზედაც ამ ადამიანს გამარჯვება აღამაღლებს…

ამ ანტიკური რომაული კონცეფციის გამოხატულება და სიცხადე გამშვენებეულია ლიტურგიის ბუნებითა და გამარჯვების ზარზეიმურობით. ჩვენ „ლიტურგიის“ შესახებ საუბარი შეგვიძლია მას შემდეგ, რაც ყოველი რომაელი გამარჯვებულის საზეიმო ცეერემონიალს უფრო მეტად რელიგიური დანიშნულება ჰქონდა, ვიდრე სამხედრო. აქ ძლევამოსილი წინამძღოლი მთელი თავისი შესამოსელი ატრიბუტებითურთ წარმოჩინდებოდა, როგორც ოლიმპიელი ღმერთის ხილული განსახიერება. თეთრი ცხენების კვადრიგას ზუსტად შეესატყვისება ნათელი ზეცის „მზისებრი“ ღმერთი, ხოლო მოზეიმე გამარჯვებულის წამოსასხამი და მეწამული ტოგა, რომელზედაც ამოქარგული იყო ოქროსფერი ვარსკვლავები, ასახავდა იუპიტერის ზეციურსა და ვარსკვლავებით მოჭედილ მოსასხამს.

ამასთან, ოქროს გვირგვინი და სკიპტრა შეესაბამებოდა კაპიტოლინუსის საკურთხეველს. შემდეგ კი მთელი თავისი გამოხატულებით მოგებული თავს დაიმდაბლებდა ოლიმპიელი ღმერთის ტაძრის კულტის წინაშე და საზეიმო განწყობილებით გაემართებოდა იუპიტერის ქანდაგებისაკენ საკუთარი გამარჯვების დაფნის გვირგვინითურთ, იმის ნიშნად, რომ ნამდვილი მოგება იუპიტერს ეკუთვნოდა და გამარჯვებულმა რომაელმა ყველაფერს მისი ძალებითა და წყალობით მიაღწია. აი, ასეთი გახლავთ სარიტუალო ცერემონიის სახე.

© იულიუს ევოლა / ომის მეტაფიზიკა

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *