რას ეძებ?

სხვა ჯანმრთელობა და სილამაზე

ოთახის ჰიპოკრატეები

ოთახის მცენარეები

უძველესი დროიდან ცნობილია, რომ “მწვანე მკურნალები” გამოიყენებოდა ბალზამირებისთვის, მათგან მზადდებოდა “ჯადოსნური სასმელები” და სნეულებათაგან კურნავდა ადამიანებს. სპეციალისტებმა დაამუშავეს ქალაქის ეკოლოგიური გაუმჯობესების პროგრამა, რომელშიც 160 სახეობის გამაჯანსაღებელი მცენარეა შეტანილი ქალაქის ქუჩებისთვის და 65 სახეობა – სახლებისათვის. ფანჯრის რაფებზე ყვავილები თვალს ახარებს და ჯანმრთელობასაც აკაჟებს. ისინი სასარგებლო ნივთიერებებს გამოყოფენ, ჰაერის სინოტივეს ინარჩუნებენ, ისრუტავენ მტვერს და “უკონტაქტოდ” მკურნალობენ.

ოთახის ნემსიწვერა

ოთახის ნემსიწვერა ძველისძველი და სასარგებლო მცენარეა. მისგან ისეთი ნივთიერება გამოიყოფა, რომელიც სტრეპტოკოკს, დიპლოკოკს, სტაფილოკოკს და ჰაერში არსებულ ყველა სახის ბაქტერიას კლავს. ნემსიწვერისგან გამოყოფილი ნივთიერების ჩასუნთქვა ამშვიდებს ნერვებს, შველის უძილობას.

დაფნისგან გამოყოფილი ნივთიერება ძალიან სასარგებლოა სტენოკარდიისა და სისხლ-ძარღვთა სისტემის დაავადებულთათვის; კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის სპაზმების დროს, კლავს ვირუსებს, ბაქტერიებსა და ტუბერკულოზის ჩხირებს.

ჩვეულებრივი მურტი – ახალგაზრდობის სიმბოლოა. რომის იმპერატორი მურტის აბაზანებს არ იკლებდა. ეს მცენარე ალერგიას არ იწვევს და მუსრს ავლებს ბაქტერიებსა და ვირუსებს, წმენდს ჰაერს, კლავს სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს და გრიპსაც “თავს ესხმის”.

როზმარინი

როზმარინისაგან გამოყოფილი ნივთიერებები კურნავს ბრონქიტს, ფილტვების ემფიზემას, ბრონქულ ასთმას. ღვია ჰაერის მავნე იონიზაციას აქვეითებს, ამდიდრებს მიკროორგანიზმებით.

კაქტუსი ადამიანს იცავს ელექტრომაგნიტური გამოსხივებისაგან, ხმელი ნემსები უფრო აქტიურად “მუშაობენ”, მათი ადგილი ადრე ტელევიზორებისა და კომპიუტერების გვერდით იყო.

შინ ყვავილები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს: არ უყვართ ორპირი ქარი, ჰაერის ცვალებდი ტენიანობა. ზოგიერთი მცენარე ერთად ყოფნას ვერ ეგუება და იღუპება კიდეც.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს