რას ეძებ?

ისტორია რელიგია

პატრიარქ ალექსის ტიპიკონი და მისი უცნაური ბედი

პატრიარქ ალექსის ტიპიკონი და მისი უცნაური ბედი

ალექსი სტუდიელი კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო 1025 – 1043 წლებში. იგი უკანასკნელი მსოფლიო პატრიარქი იყო, რადგან მისმა შემდგომმა მიქაელ კერულარიუსმა დასავლეთის ეკლესიასთან სქიზმა გააფორმა და ამ სახელს უკვე ნომინალურად ატარებდა.

ერთ მშვენიერ დღეს, წითელ პარასკევს, ალექსი იმპერატრიცამ გამოიძახა საკათედრო ტაძარში. წინა დღით მან იმპერატორი მოაკვლევინა და ახლა მის მკვლელს მიჰყვებოდა ცოლად. პატრიარქი ჯერ გაჯიუტდა, რადგან ძალიან სერიოზული ეთიკური დაბრკოლება დაინახა: აღდგომის წინა ვნების შვიდეულში ქორწინება… მაგრამ როგორც კი საჩუქრის ღირებულება შეაფასა, მაშინვე დათანხმდა.

ბიზანტიაში ლიბრა წონის ორ სხვადასხვა ზომას ერქვა. ერთის მიხედვით ქრთამი 200 კილოგრამი ოქრო იყო, მეორის მიხედვით კი 800.

ალექსიმ ამ ფულით თავის სახელზე მონასტერი ააშენებინა, თვითონ დაუწერა ტიპიკონი და ფულის ნარჩენიც გადასცა. მისი მიზანი ცხადი იყო: ტიპიკონში გათვალისწინებული იყო თვით ალექსის რეგულარული მოხსენიება. ლოკალური თაყვანისცემა კი წმინდანობის ყველაზე მყარი საფუძველი იყო.

ალექსის სიკვდილის შემდეგ ბერებს შორის ინტრიგები და ერთმანეთის ჭამა დაიწყო. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ბოლოს ვიღაცამ პატრიარქ მიქაელთან დაასმინა, აქ სადღაც ოქრო ინახებაო.

მიქაელ კერულარიუსმა შეიარაღებული რაზმი გაგზავნა, მონასტერი გაჩხრიკეს, ოქრო ამოიღეს და მერე ყველაფერი დაანგრიეს. ისე რომ მისი ადგილმდებარეობა დღეს უცნობია.

ტიპიკონი გადარჩა. მალე ეს წიგნი რუსეთში წაიღეს და ცუდად თარგმნეს. სწორედ ამ ტექსტზე იქნა დამყარებული ახალი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურება.

წყარო: ნოდარ ლადარია

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა