რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

პოტალას სასახლე – ბუდისტური ტაძარი

პოტალა - პოტალას სასახლე

ტიბეტის ქალაქ ლჰასაში მთა პოტალას კალთაზე დგას კოხტა პოტალას სასახლე. 1959 წლამდე ამ სასახლეში დალაი ლამა ცხოვრობდა და ასეულობით წლის განმავლობაში ეს შთამბეჭდავი შენობა მსოფლიოში უმაღლესად ითვლებოდა. მისი სიგანე 400 მ, სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე – 350 მეტრი, ხოლო სიმაღლე – 117 მ. ყოველი კედლის ძირის სისქე საშუალოდ 5 მეტრია და საძირკველში ჩამატებული სპილენძი მიწისძვრისაგან იცავს. 13-სართულიანი შენობა 1000 ოთახს, 10 000 სამლოცველოსა და 200 000 ქანდაკებას მოიცავს.

პოტალას სასახლის მშენებლობა 1645 წელს მეხუთე დიდმა დალაი ლამამ, ლოსანგ გიაცომ დაიწყო. მისი აზრით, მთა პოტალა მისი მთავრობისთვის იდეალური ადგილი იქნებოდა, რადგან ტიბეტის ორ ცნობილ მონასტერს, დრეპუნსა და სერას შორის მდებარეობდა. დალაი ლამა უკვე 1649 წელს დასახლდა თეთრ სასახლეში (“პოტრანგ კარპოში”), მაგრამ კომპლექსის მშენებლობა მისი სიკვდილიდან 12 წელიწადში, მხოლოდ 1694 წელს დასრულდა. წითელი სასახლე (“პოტრანგ მარპო”) 1690-1694 წლებში დაამატეს.

თეტრი სასახლე დალაი ლამას რეზიდენცია იყო და საერო შენობებისგან (სამსახურებრივი დაწესებულებისგან, ტიპოგრაფიიგან…) შედგებოდა. წითელი სასახლე სამლოცველოების, დარბაზების, გალერეებისა და აკლდამების ლაბირინთია. მარტო წითელი სასახლის დიდი დასავლეთი დარბაზი ოთხი სამლოცველოსგან შედგება, ოტხივე მეხუთე დალაი ლამას სახელობისაა. კედლებს დალაი-ლამას ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ამსახველი ფრესკები ამშვენებს.

სამლოცველოებს შორის ყველაზე ცნობილი დიდი დასავლეთი დარბაზის ჩრდილოეთ ფრთაში მდება წმინდანის სამლოცველოა. ამ სამლოცველოში დგას ძვირფასი თვლებით მორთული ქანდაკება ავალოკიტეშვარასი – გასხივოსნებული არსებისა, რომელიც ბუდისტებისთვის თანაგრძნობის განსახიერებაა. შედარებით ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ასევე შთამბეჭდავია დასავლეთ სამლოცველო თავისი ხუთი სტუპათი – აკლდამი9ს ფორმის ნაგებობით, რომლებშიც ძვირფასი რელიკვიები ინახება. სამლოცველოს შუაგულში მდგარ ყველაზე დიდ სტუპაში მეხუთე დალაი ლამას მუმიფიცირებული ნეშთი ასვენია.

1994 წელს პოტალას კომპლექსი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა და ჩინეთის ხელისუფლებამ დიდძალი ხარჯი გასწია მის შესანარჩუნებლად. სასახლეს ტრადიციული სამშენებლო მასალებითა და მეთოდებით სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. მიუხედავად შეზღუდვებისა, უძველესი ტიბეტის ამ სამკაულს ყოველდღე 2000 დამთვარიელებელი სტუმრობს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა