რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

პური და სანახაობა – გლადიატორები

გლადიატორები

გლადიატორთა პირველი ბრძოლები დაკრძალვის ცერემონიის ნაწილი იყო. გლადიატორთა სანახაობის აღმნიშვნელი სიტყვა „მუნუსი“ მიცვალებულისთვის პატივის მიგებას გამოხატავდა. პირველი ბრძოლები სწორედ პოლიტიკოსების ან დიდგვაროვანთა დაკრძალვის ცერემონიაზე იმართებოდა, რომლებიც თავიანთ ანდერძში მოითხოვდნენ ბრძოლის გამართვას.

დაკრძალვის ცერემონიაზე გამართული ორთაბრძოლების დროს საჭმელი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავად გლადიატორები. რომაელები დაკრძალვის ცერემონიაზე ყველას უჩვენებდნენ, თუ რა მდიდარი იყვნენ. თითოეულ რომაელ მოქალაქეს უფასოდ სთავაზობდნენ საჭმელ-სასმელს. ვინც კი ჩაივლიდა, ჩუქნიდნენ ფულს, ძვირფასეულობასა და ტანსაცმელს. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს საუკეთესო ტანსაცმელი უნდა სცმოდათ.

გლადიატორებს სახელი თავიანთი საბრძოლო იარაღის მიხედვით ეწოდათ. სიტყვა „გლადიატორი“ ნიშნავს „ადამაინს, ვინც გლადიუსს იყენებს“. გლადიუსი იყო მოკლე მახვილი, რომელსაც რომაელი ჯარისკაცები ხმარობდნენ. სიგრძე დაახლოებით 40 სმ-ს აღწევდა და ძალიან ბასრი წვეტი ჰქონდა. ძირითადად, ასაჩეხად იყენებდნენ და არა დასაჭრელად. ყველა როდი ხმარობდა გლადიუსს, მაგრამ გლადიატორს უწოდებდნენ ყველას, ვინც არენაზე იბრძოდნენ.

არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში სამხედრო ტყვეებიც მონაწილეობდნენ. ძვ. წ. 250-100 წ.წ.-ს რომაელებმა ბევრი ომი გადაიხადეს უცხოელ დამპყრობლებთან. ომებში ტყვედ აყვანილებს რომში მონებად ყიდდნენ. დატყვევებულებს ბრძოლას იმ იარაღითა და აღჭურვილობით აიძულებდნენ, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან ჰქონდათ წამოღებული.

სამნიტებს ყველზე უკეთესი იარაღი ჰქონდათ. ძვ. წ. 343-290 წ.წ.-ში რომაელებს ხანგრძლივი ომი ჰქონდათ სამნიტებთან. თითოეულ მათგანს ხელში ეჭირა დიდი, ოვალური ფარი და ეხურა მუზარადი ლოყებზე დაშვებული დამცველით. სამნიტი გლადიატორები ცნობილი იყვნენ საუკეთესო მახვილებით და შუბებით.

თრაკიელებს ყველასაგან განსხვავებული იარაღი ჰქონდათ – ხელთ პატარა ფარები ეჭირათ და კეხიანი მუზარადები ეხურათ. მამაცებიც იყვნენ – შეეძლოთ შუბებითა და მოკლე, მოკაუჭებული მახვილებით თვალის დახმხამებაში მოეკლათ მეტოქე. თრაკიულმა იარაღმა დიდი პოლპულარობა მოიპოვა და ბევრმა გლადიატორმა გადმოიღო. მათ სახელი გაითქვეს როგორც თრაკიელმა გლადიატორებმა.

ბრძოლის წინ კელტები სხეულს იხატავდნენ. ისინი ერთადერთი ხალხი იყო, რომლებმაც ძვ. წ. 390 წელს რომი ხელთ იგდეს. კელტები ჩრდილოეთ იტალიასა და ევროპაში ცხოვრობდნენ. რომაელები კელტ სამხედრო ტყვეებს აიძულებდნენ, თავიანთი იარაღითა და ტანსაცმლით ებრძოლათ.

ნუმიდიელები ცხენზე ამხედრებული იბძოდნენ. ნუმიდია ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლანდელი ალჟირის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ეს მხარე ცნობილი იყო ჯიშიანი ცხენებით. ნუმიდიელთა ჯარის დიდ ნაწილს კავალერია (ცხენოსნები) შეადგენდა.

სამნიტი მეომარი
ნუმიდიელი მეომარი
კელტი მებრძოლი

მდიდარი და დიდგვაროვანი მოქალაქეების დაკრძალვის ცერემონიაზე გლადიატორთა ბრძოლები დიდხანს აღარ იმართებოდა, თუმცა გარდაცვლილის მემკვიდრეს შეეძლო მოეთხოვა სანახაობის გამართვა, როცა არჩევნებში მონაწილეობდა და ამომრჩევლებზე შთბეჭდილების მოხდენა სურდა.

გლადიატორების ბრძოლას არჩევნების მოგებაც კი შეეძლო. ძველ რომში ხმის მიცემა ფარულად არ მიმდინარეობდა. თითოეული ამომრჩეველი თავის ვინაობას დუსახელებდა ოფიციალურ პირს – ცეზორს, ანუ მეთვალყურეს, და ეტყოდა, ვის აძლევდა ხმას. ცეზორთან ერთად ხმის მიცემას აკვირდებოდნენ სხვა პირებიც. საგანგებოდ გამართულ გლადიატორთა შთამბეჭდავ სანახაობას ამომრჩეველთა ხმების მოპოვება შეეძლო.

ზოგიერთი პოლიტიკოსი გლადიატორთა ჯგუფს ქირაობდა, რათა ოპონენტები დემარხცებინა. თუკი მოქალაქეს გლადიატორთა საგანგებოდ გამართული ბრძოლითა და იმ გასამჯელოთი ვერ დაიყოლიებდნენ, რომელსაც კანდიდატისთვის ხმის მიცემისთვის უხდუდნენ, მაშინ კანდიდატს შეეძლო გლადიატორები მოქალაქის დასაშინებლად გამოეყენებინა. გლადიატორები ხელკეტებით იყვნენ შეირაღებული და იმ მოქალაქეთა სახელებს გაჰყვიროდნენ, რომლებსაც უნდა დამუქრებოდნენ. არჩევნების დროს ასეთი ძალმომრეობა ხშირი იყო.

მხოლოდ ამომრჩევლებს შეეძლო გლადიატორთა ბრძოლაზე დასწრება. გლადიატორთა სანახაობის საგანგებოდ გამართვა ამომრჩევლებზე ზეგავლენას გულისხმობდა. მხოლოდ რომის მოქალაქეებს შეეძლოთ ხმის მიცემა და ამიტომაც ჰქონდათ სანახაობაზე დასწრების უფლება. იმ მოქალაქეებს კი, რომლებიც მეტოქე კანდიდატის მხარდამჭერები იყვნენ, უკან აბრუნებდნენ. ხმის მიცემა ეკრძალებოდათ აგრეთვე უცხოელებსა და მონებს.

საუკეთესო ადგილები მათ ეთმობოდა, ვინც საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. არჩევნებისთვის მხარდაჭერა ძალიან ძვირად ფასობდა. მდიდარი მოქალაქეები იმ კანდიდატებს, რომლებსაც უპირატესობას ანიჭებდნენ, ფულს ჩუქნიდნენ ან სესხად აძლევდნენ. სამაგიეროდ, მათ გლადიტორთა ბრძოლაზე საუკეთესო ადგილები უნდა რგებოდათ და თუ მათი კანდიდატი გაიმარჯვებდა, მთავრობისაგან ფული ან მაღალი წოდება მიეღოთ. ქალებს ძველ რომში არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ მათ ადგილებს მაყურებელთა უკანა რიგებში აძლევდნენ.

გლადიატორების ბრძოლა

გლადიატორთა პირველი ბრძოლები საქონლის ბაზრობაზე – ფორუმ ბორიუმზე გაიმართა, მდინარე ტიბრთან. ფორუმიდან პირუტყვის ბაკები გაიტანეს, რომ ადგილი გაენთავისუფლებინათ ბრძოლებისთვის. ხალხი დუქნებიდან და ტაძრებიდან ადევნებდა თვალს გლადიატორებს.

ბრძოლების უმეტესობა ფორუმებზე იმართებოდა. ეს იყო დიდი, ღია მოედანი რომის ცენტრში. ფორუმის გარშემო თავმოყრილი იყო მნიშვნელოვანი სამთავრობო შენობები და ტაძრები. დაახლოებით ძვ. წ. 150 წელს გლადიტორთა ბრძოლები ჩატარდა ფორუმზე, სადაც დროებით გააკეთეს ხის დასაჯდომი ადგილები.

ერთ-ერთი ბრძოლა მოძრავ არენაზე ჩატარდა. ძვ. წ. 53 წელს სენატორმა გაიუს სკრიბონიუს კურიონმა გლადიატორთა ბრძოლა თავის ამფითეატრში გამართა. ნაგებობა შედგებოდა ორი ნახევარწრიული თეატრისგან, რომელთა გაშლისას წრიული არენა კეთდებოდა. რომაელებს ისე მოეწონათ ამფითეატრი, რომ კურიონმა რამდენჯერმე მოიგო არჩევნები.

არენის შესასვლელის თავზე იმპერატორის სახელი იყო მოტვიფრული. ძვ. წ. 29 წელს პოლიტიკოსმა ტიტუს სტატილიუს ტაურუსმა რომის ჩრდილოეთით ამფითეატრი (ღია შენობა) ააგო ქვითა და ხის მასალით. ტაურუსმა იმპერატორის გულის მოსაგებად მისი სახელი – „ავგუსტუსი“ არენის შესასვლელის თავზე ამოაკვეთინა.

გლადიატორთა ყველა წარმოდგენა იმპერატორის პატივსაცემად იმართებოდა. დაახლოებით ახ. წ. 50 წელს პოლიტიკური ძალაუფლება იმპერატორის ხელში იყო. ის წყვეტდა, ვის შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება. ყოველი წარმოდგენის წინ ედიტორი მაყურებელს საზეიმოდ ამცნობდა, რომ წარმოდგენა იმპერატორს ეძღვნებოდა.

კოლიზეუმი – კოლიზეუმს სახელი ქანდაკების მიხედვით დაარქვეს, ოფიციალურად კი ეწოდებოდა ფლავიუსების ამფითეატრი, რომელიც იმპერატორთა დინასტია ფლავიუსების ბრძანებით აშენდა. მოქალაქეები მას კოლიზეუმს ეძახდნენ, რადგან კოლოსის – იმპერატორ ნერონის 30-მეტრიანი ქნადაკების გვერდით იდგა. კოლიზეუმი 50000 კაცს იტევდა. მისი მშენებლობა ახ. წ. 80 წელს დამთავრდა. პირველი თამაშები კი 100 დღეს გაგრძელდა.

კოლიზეუმი

მხეცების ბრძოლა პირველად სამხედრო გამარჯვების აღსანიშნავად გაიმართა. ძვ. წ. 164 წელს რომმა ძლევამოსილი ქალაქი კართაგენი დაამარცხა. გამარჯვებულ გენერალს, პაბლიუს კორნელიუს სციპიონს, მეტსახელად აფრიკელი უწოდეს. მან რომში ასობით აფრიკული სპილო, ნიანგი და ლომი ჩაიყვანა და გლადიატორთა ბრძოლებში გამოიყენა.

ერთ სპილოსთან შეტაკება ცუდად დამთავრდა. ძვ. წ. 79 წელს გენერალმა გნეუს პომპეუსმა ერთი სპილო 20 სპილოსთან შეაბრძოლა. მაყურებლის დასაცავად არენის ირგვლივ რკინის ღობე აღმართეს, მაგრამ ორი სპილო ღობეს ეცა და ერთიანად დალეწა. სპილოები მონადირეებმა მაშინვე დახოცეს, მაგრამ რამდენიმე კაცი მაინც დაშავდა.

ზოგიერთი სანახაობა, რომელშიც ცხოველები მონაწილეობდნენ, ფანტასტიური და უცნაური იყო. რომაელებს უყვარდათ ერთმანეთთან მებრძოლი ცხოველების ცქერა. ზოგჯერ ირმებსა და ზებრებს ლომებისა და მგლების ხროვას მიუსევდნენ, ხან კი ორი ცხოველი შეეჯახებოდა ხოლმე ერთმანეთს. ხშირად ცხოველები გვერდიგვერდ ჯაჭვით იყვნენ დაბმული და აქეზებდნენ, რომ ერთმანეთს დასტაკებოდნენ. რომში იმდენი ვეფხვი და ლომი იღუპებოდა შერკინების დროს, რომ ჩრდილო აფრიკასა და და ახლო აღმოსავლეთში თითქმის გადაშენდნენ.

უკანასკნელი გლადიატორები – გლადიატორები თანდათან პოპულრობას კარგავდნენ. უდიდესი მოაზროვნე სენეკა წერდა, რომ გლადიტორთა ბრძოლებმა რომაელები უფრო ბოროტი და გულგრილი გახადა, ვიდრე ადრე იყვნენ. მწერალი არტემიდორუს დალდისელი კი ამბობდა, რომ ეს იყო სამარცხვინო, ულმობელი და უზნეო სანახაობა. თუმცა რომაელთა უმეტესობას მოსწონდა გლადიატორთა ბრძოლები.

ახ. წ. 324 წელს ქრისტიანი ეპისკოპოსები გლადიატორთა ბრძოლების აკრძალვას შეეცადნენ. ახ. წ. 250 წლის შემდეგ რომის იმპერიაში სულ უფრო პოპულარული გახდა ქრისტიანობა. ქრისტიანებს ბრძოლები ცოდვად მიაჩნდათ და იმპერატორ კონსტანტინე I-ს სთხოვეს, აეკრძალა ისინი. მან აკრძალა კერძო სანახაობების გამართვა, მაგრამ ნებადართული იყო სახელმწიფოს მიერ გამართული ბრძოლები.

ახ. წ. 366 წელს პაპმა დამასუსმა გლადიატორები მეამბოხე ეკლესიის მსახურების დასახოცად გამოიყენა. როცა პაპი ლიბერიუსი გარდაიცვალა, რომის კარდინალები მის შემცვლელზე ვერ შეთანმხდნენ. ურსინიუსის მომხრეები, რომლებსაც მისი პაპად არჩევა არ სურდათ, წმინდა მარიამ ტრასტევერეს ეკლესიაში იყვნენ შეკრებილი, როცა დამასუსმა გლადიატორები დაიქირავა მათზე თავდასასხმელად. გლადიატორები ეკლესიაში შეიჭრნენ და 137 კაცი მოკლეს. დამასუსი პაპი გახდა.

ქრისტიანი ბერი ტელემაქუსი პირველი იყო, რომელიც შეეცადა გლადიატორთა ბრძოლის შეწყვეტას. ახ. წ. 404 წელს ის კოლიზეუმში მებრძოლ გლადიატორთა შუში ჩადგა. ბერი ყველას ემუდარებოდა, ბრძოლა შეეწყვიტათ, მაგრამ განრისხებულმა მაყურებელმა ის მოკლა. მაშინ იმპერატორმა ჰონორიუსმა რომში გლადიატორთა სკოლები დახურა.

გლადიატორთა ბოლო ბრძოლა ახ. წ. 445 წელს გაიმართა. ახ. წ. 410 წელს ქალაქი ბარბაროსთა ტომებმა დაიპყრეს. რომის იმპერია დაინგრა. ადამიანები ცდილობდნენ, როგორმე თავი დაეღწიათ თავდამსხმელებისაგან ან თავის სარჩენათ გლადიატორთა ბრძოლებს აწყობდნენ.

გლადიატორები - შერკინება
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა