გიზის პირამიდები, მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება
გიზის პირამიდები უდავოდ მსოფლიოს უცნობილესი ნაგებობებია. ამ კომპლექსში შედის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, დღემდე შემორჩენილი დიდი პირამიდა, რომელიც იმხელაა, რომ შიგ ფლორენციის, მილანის, რომის, ლონდონის წმ. პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრები და ვესტმინსტერის სააბატო ადვილად დაეტევა. იდუმალების ბურუსში გახვეული, უდაბნოთი გარემოცული პირამიდები ათასობით წელია, მილიარდობით ადამიანის გონებას ატყვევებს.
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს სიახლოვეს დგას სამი პირამიდა, რომლებიც დიდ სფინქსთან, შედარებით მცირე ზომის აკლდამებთან და პირამიდებთან, მონუმენტებთან, ტაძრებსა და საპროცესიო გზებთან ერთად ქმნიან გიზის ნეკროპოლისს: მკვდართა სულების მოსახსენიებლად აგებულ მონუმენტურ ქალაქს.
სამთაგან უდიდესი პირამიდა ცნობილია ხეოფსის ან ხუფუს სახელით, მასზე ოდნავ პატარას ხეფრენის პირამიდას უწოდებენ, ყველაზე პატარას კი მიქერინისას. თითქმის 4500 წლის ამ გრანდიოზულ ნაგებობებში ეგვიპტის დიდი ფარაონების მუმიფიცირებული ნეშთები და მათთვის აკლდამაში ჩატანებული ძვირფასეულობა ინახებოდა.
საყოველტაოდ გავრცელებული მოსაზრებიტ, პირამიდებს მონებს აშენებინებდნენ, მაგრამ არქეოლოგიური სამხილებით დგინდება, რომ მშენებლობაზე უბრალო ეგვიპტელები მუშაობდნენ. 100000 მუშა სამტვიან ცვლაში მუშაობდა და მათთვის ეს სავალდებულო სამსახური იყო. მართალია, ეგვიპტე ზღაპრულად მდიდარი ქვეყანა იყო, მაგრამ პირამიდების აშენება იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ თქმულების მიხედვით, ფარაონი ხუფუ თავისი ქალიშვილის სხეულით ვაჭრობდა, რომ მშენებლობისთვის (რომელიც სავარაუდოდ 20 წელიწადს გრძელდებოდა) საჭირო იყო შეეგროვებინა, დასრულებული დიდი პირამიდის სიმაღლე ტავიდან 146 მეტრი იყო, მაგრამ ეროზიისა და მოოქროული წვერის დაკარგვის შედეგად 137 მეტრამდე შემცირდა.
პირამიდის ძირი ლამის კვადრატულია, მისი ყოველი გვერდის სიგრძე 230 მეტრია. გამოითვალეს, რომ მის ასაშენებლად თიტქმის 2,3 მილიონი ლოდი გამოიყენეს. თითოეული ლოდის წონა 11,5-დან 15 ტონამდე მერყეობდა და მიუხედავად ამისა, რაც უნდა გასაოცარი იყოს, ეს ლოდები მილიმეტრების სიზუსტით არის ერთმანეთზე დასმული.
შედარებით მცირე ზომის ორი პირამიდაც შთამბეჭდავი სანახავია. ხეფრენის პირამიდა დასრულებისას 143,5 მ სიმაღლის უნდა ყოფილიყო, ხოლო მიქერინის პირამიდა – 66,5 მ, ორივე ბრწყინვალე ნაგებობაა ყველანაირი სტანდარტის მიხედვით, სხვატა შორის, ჩვენს ტექნოლოგიურ ერაშიც კი მეცნიერებისთვის პირამიდის მშენებლობის ასპექტები გაურკვეველია.
1979 წელს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული გიზის პირამიდები პლანეტის გამორჩეულ ღირშესანიშნაობად ითვლება და დამთვალიერებლებს დღემდე ახსენებს აღმშენებლი ფარაონების ძლევამოსილებას.