ქოსე-დაღის ბრძოლა და მისი შედეგები
წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua
1235 წელს მონღოლებმა ისევ შეუტიეს კავკასიას და 1242 წლისთვის დაიკავეს მისი უდიდესი ნაწილი, დასავლეთ საქართველოს გარდა. ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს განეგრძოთ შეტევა და გზა გაეხსნათ ახლო აღმოსავლეთისკენ. ამისთვის მათ ჭირდებოდათ ანატოლიის დაპყრობა. ანატოლიას კი ჩვენთვის კარგად ცნობილი რუმის სასულთნო აკონტროლებდა. 1242 წლის დეკემბერში მონღოლებმა ერზერუმი აიღეს და დაიწყეს მზადება შეტევისთვის.
როცა ეს ცნობილი გახდა სულთან ქეი ხოსროვ მეორისთვის მან კოალიციის შეკვრა გადაწყვიტა. მან გაერთიანებისკენ მოუწოდა ქართველთა დედოფალ რუსუდანს, რომელსაც მანამდე ქვეყნის უდიდეს ნაწილზე დაეკარგა კონტროლი და დასავლეთ საქართველოში იყო გამაგრებული, სირიის და ტრაპეზუნტის, ნიკეის იმპერიის მართველებს, ჯვაროსნებს და ერთობლივი ძალებით მონღოლების განდევნა რეგიონიდან.
საქართველოდან და ტრაპიზონიდან 10-10 ათას კაციანი სამხედრო კორპუსები მოვიდა დარდინ შერვაშიძის მეთაურობით, ასევე, სირიის, ნიკეის მართველებმა და ჯვაროსნებმაც გამოგზავნეს დამხმარე ძალები. თვითონ სულთანმაც მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მოკავშირეებს ჯამში 90 ათასიანი არმია დაუგროვდათ.
მაგრამ სამწუხაროდ მონღოლთა დაზვერვა ბრწყინვალედ მუშაობდა. მათ ყველაფერი იცოდნენ ამ გრანდიოზული მზადების შესახებ. მათ საუკეთესოდ მომზადებული 40 ათასიანი არმია დაძრეს ანატოლიისკენ. 1243 წლის 26 ივნისს კი ქოსე-დაღეს ხეობაში, 60 კილომეტრის მოშორებით ქალაქ სივასისგან, ორი არმია შეხვდა ერთმანეთს.
მოკავშირეთა არმია გამაგრებულ პოზიციაზე იყო. მონღოლთა არმიის მეთაურმა ბაიჯუ ნოინმა სპეციალური ბრძოლის გეგმა შეიმუშავა. პირველი, მოწინააღმდეგ შეცდომაში რომ შეეყვანა, მან მასობრივი შეტევა გაითამაშა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა რა თქმა უნდა. ამის შემდეგ მან ჩინგიზ ყაენის ხერხს მიმართა. თითქოსდა წარუმატებელი შეტევის შედეგად მონღოლთა არმია აირია და ცრუ-გაქცევა დაიწყო.
მოკავშირეებმა დატოვეს პოზიციები და გადაწყვიტეს დრო მოვიდა საბოლოოდ გავანადგუროთო მონღოლთა არმიაო. როცა ისინი გაიშალნენ და დევნის ოპერაცია დაიწყეს , სწორედ ამ დროს დაარტყეს ფლანგებიდან ჩასაფრებულმა მონღოლებმა. “დამარცხებული” მონღოლური არმიაც მობრუნდა და მთელი ძალებით შეუტია. ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა თურქული არმიისათვის და მათი მოკავშირეებისთვის რომ ჯერ აირია სიტუაცია, მერე კი ტოტალურ პანიკაში გადაიზარდა.
ერთადერთი, ვინც შეეცადა გაქცეული ჯარის მობრუნებას, ეს დარდინ შერვაშიძე იყო რომელიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე ამის გამო. იგრძნო რა საფრთხის მოახლოება სულთანმა არმია მიაგდო და უკანმოუხედავად გაიქცა. მოკავშირეთა არმიის უდიდესი ნაწილი განადგურდა, მხოლოდ მცირედმა უშველა თავს გაქცევით. მონღოლებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს!
ბრძოლის შედეგები კი მართლა უმნიშვნელოვანესი იყო. რუმის სასულთნომ პირწმინდად დამარცხებულად აღიარა თავი, სულთანმა კი თავი დიდი ყაენის ყმად გამოაცხადა. ამის გარდა სულთანმა იკისრა ყოველწლიურად 12 მილიონი ვერცხლის მონეტის, 500 აქლემის, 5000 ცხენის და 5000 ცხვრის გაგზავნა ყარაყორუმში.
მალევე რუსუდანმა 1244 წელს, გადაეწურა რა ყველანაირი იმედი, სულთანივით კაპიტულაციას მოაწერა ხელი, ტრაპეზუნტის და ნიკეის იმპერიებმა ყაენის ვასალად გამოაცხადეს თავი და ხარკი იკისრეს. ამას გარდა მონღოლებს გზა გაეხსნათ სირიასა და ერაყისკენ, შედეგად ეს ორი ქვეყანაც დაიმორჩილეს 1256 -1258 წლებში!