რას ეძებ?

მეცნიერება საინტერესო

რა ცვლილებებს განიცდის ასტრონავტების სხეული კოსმოსში

ასტრონავტი კოსმოსში

უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ კოსმოსში ყოფნა ადამიანის გენეტიკურ ინფორმაციას დაახლოებით 7 პროცენტით ცვლის. კვლევა „NASA“-ში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დაკვირვებას ორ ასტრონავტ ძმაზე, იდენტურ ტყუპებზე – სკოტ და მარკ კელიზე ატარებდნენ. სკოტმა კოსმოსურ სადგურზე ერთი წელი გაატარა, ხოლო მარკი ამ პერიოდის განმავლობაში დედამიწაზე იმყოფებოდა.

ეს სახეცვლილი გენების 7 პროცენტი კავშირშია იმუნურ სისტემასთან, ძვლის ფორმირებასთან, დნმ-ის რეპლიკაციასთან, და ორგანიზმის რამდენიმე სხვა ფუნქციასთან. მეცნიერებმა მას „კოსმოსური გენები“ უწოდეს. ერთერთი ყურადსაღები აღმოჩენა იყო ის, რომ კოსმოსში სკოტის სხეულში ტელომერების სიგრძე საგრძნობლად გაიზარდა.

ტელომერი ქრომოსომების ბოლოში არსებული სტრუქტურაა. მისი სიგრძე ადამიანის ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. შესაბამისად, სკოტი, რომელიც კოსმოსში ხანგრძლივად იმყოფებოდა გამოიყურებოდა უფრო ახალგაზრდად.

კვლევაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, მეცნიერები კოსმოსში ხანგრძლივად ყოფნის გამო, როგანიზმში გამოწვეულ მრავალ ცვლილებეს აჯამებენ. გენეტიკურ ცვლილებებთან ერთად, ასტრონავტების სხეულში ძვლების და კუნთების მასამაც იკლო, შეიცვალა ნაწლავების მიკრობიოლოგიური ეკოსისტემა, შენელდა კოგნიტური უნარები.

მრავალი კვლევის გაანალიზების შემდეგ, რომლებიც ჩატარებულია ბოლო დროის ტექნიკური მიღწევებით უჯრედულ და გენეტიკურ დონეზე, მეცნიერები საუბრობენ 6 მთავარ ბიოლოგიურ მიმართულებაზე, რომელიც კოსმოსში ნამყოფი ასტრონავტის სხეულში ხდება. ესენია:

  1. დნმ-ს დაზიანება
  2. მიტოქონდრიის დისფუნქცია
  3. ოქსიდაციური სტრესი 
  4. ცვლილება გენების რეგულაციებში
  5. ნაწლავების მიკრობიოლოგიური ეკოსისტემის შეცვლა
  6. ტელომერების სიგრძის სახეცვლა

ყველა ამ ცვლილებების გაანალიზებით, ადვილი მისახვედრია, თუ რამხელა სტრესია ადამიანის ორგანიზმისთვის კოსმოსში ყოფნა. აუცილებელია ყველა ამ რისკების გათვალისწინება კოსმოსის დარგში მომუშავე მეცნიერების მხრიდან, განსაკუთრებით ხანგრძლივი მისიების დაგეგმვისას. კერძო კოსმოსური კომპანიების გეგმაშია დედამიწის ორბიტაზე ტურისტული რეისების მოწყობა, თუმცა, სკოტ კელი ამბობს: „არ მგონია, რომ ჯერ ახლოს ვიყოთ კოსმოსში გაუწვრთნელი ხალხის დიდი ხნით გაგზავნის მზადყოფნასთან“.

დღეს კოსმოსის ათვისების საქმეში ყველაზე დაწინაურებული ქვეყნებია შეერთებული შტატები, იაპონია, რუსეთი, ჩინეთი, ასევე ევროპის კავშირი. კოსმოსური მისიები ისტორიულად კაცობრიობის ჰორიზონტების გაფართოებას და სამყაროს უკეთ შესწავლას ემსახურება, ასევე მის ჩაყენებას ადამიანთა სამსახურში. ამ უკანასკნელის თვალსაჩინო მაგალითებია ამინდის და ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირება, მობილური კავშირი, სანავიგაციო სისტემები და ა. შ.

წყარო: ჟურნალი „სელ“ / მსგავსი სტატია: მთვარეზე წყალი არსებობს

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *