რას ეძებ?

მეცნიერება საინტერესო

რა საიდუმლოს ინახავს კრატერი, რომელმაც დინოზავრები გადააშენა

ჩისკულუბის კრატერი

დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენება ბევრი საიდუმლოებითაა მოცული. უცნაურია, როგორ გადაურჩა სიცოცხლე იმ სასტიკ და დაუნდობელ ხანას, როდესაც დედამიწაზე გამუდმებით ცვიოდა აურაცხელი რაოდენობის კოსმოსური ნამტვრევები და ასტეროიდები, რომლებმაც დედამიწაზე ათასობით კილომეტრის სიგანის კრატერები წარმოშვა. დედამიწის ისტორიაში ეს პერიოდი ნამდვილი ჯოჯოხეთური ადგილი იყო, აორთქლდა იკეანეები, ხოლო ატმოსფერო ქანების მტვრით იყო დაფარული. როგორ შეძლო ამ სასტიკ გარემოში რაიმე ცოცხალმა არსებამ მაშინ გადარჩენა?

როგორც ირკვევა, სწორედ ეს დარტყმები იყო წინაპირობა, რომ წარმოექმნა მიწისქვეშა სამოთხე დედამიწაზე იმ დროს არსებული ადრეული სიცოცხლის ჩანასახებისთვის. კრატერების სიღმრეში შეიქმნა გარემო, სადაც მინერალებით მდიდარ წყალში იმ დროინდელმა პრიმიტიულმა სიცოცხლემ თავშესაფარი და საჭირო ენერგია იპოვა, შედეგად კი შეძლო გადარჩენილიყო და გაეგრძელებინა ევოლუცია. ამის მტკიცებულებაა „ჩისკულუბის გადაშენების მოვლენა“ – რომელიც დეამიწის ისტორიაში ყველაზე ცნობილი გადაშენების მოვლენაა. მან 66 მილიონი წლის წინ დინოზავრები გადააშენა.

ჩისკულუბის გადაშენების მოვლენა

უახლესი კვლევები გვაძლევს მტკიცებულებას, რომ ჩისკულუბის კრატერი მოიცავდა ჰიდროთერმულ ღრმულთა უზარმაზარ მიწისქვეშა ქსელს, ეს კი იყო ერთგვარი ნაკრძალი იმ დროს არსებული მიკრობული ცოცხალი ორგანიზმებისთვის. მთვარისა და პლანეტების ინსტიტუტის მკვლევარმა დევიდ კრინგმა ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნა კვლევა, სადაც ვარუდობს, რომ ასეთივე ნაკრძალები უნდა შეექმნა უფრო ადრეულ პერიოდში წარმოქმნილ კრატერებსაც.

ვარაუდს, რომელიც გვეუბნება, რომ სიცოცხლე შესაძლოა აღმოცენდა და გადარჩა დარტყმითი კრატერების ქვეშ არსებულ ქსელში – „სიცოცხლის დარტყმითი წარმოშობის ჰიპოთეზას“ უწოდებენ. ამ ჰიპოთეზის მთავარი მხარდამჭერი და სამეცნიერო ხმა დევიდ კრინგია.

იმ პერიოდში დედამიწის ზედაპირი გამუდმებულმა და მასიურმა დარტყმებმა ფაქტიურად სიცოცხლისათვის შეუთავსებელად აქცია, თუმცა იგივე არ ითქმის კრატერების სიღრმეში მოქცეულ რეგიონზე. კრინგის მტკიცებით, ეს გამუდმებული დარტყმითი მოვლენები კრატერების ქვეშ წარმოქმნიდნენ ვრცელ ჰიდროთერმულ სისტემას, რომელიც პრებიოტური ქიმიისა და სიცოცხლის ადრეული ევოლუციის ჰაბიტატებისთვის ნამდვილი სამოთხე იყო.

ოკეანეებში კონტინენტური სამეცნიერო ბურღვის საერთაშორისო პროგრამების მონაცემთა საფუძველზე, კრინგსმა და მისმა კოლეგებმა აიღეს ჩისკულუბის კრატერის სარტყლიდან ქანების ნიმუშები და წარადგინეს მტკიცებულებები. კონკრეტულად ეს კვლევა კი ეფუძნება 1,3 კმ სიღრმეზე გაბურღული ხვრელიდან ამოღებულ 15 000 კგ ქანს.

ჩისკულუბის კრატერი - გადაშენების მოვლენა

ამ ქანებში მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო მინერალ პირიტის ციცქნა სფეროებს, რომლებსაც ფრამბოიდებს უწოდებენ. მათი დიამეტრი მეტრის 10 მემილიონედია. პირიტი რკინის სულფიდია და შეიცავს გოგირდის იზოტოპებს. ამ იზოტოპების შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ ფრამბოიდები მიკრობების მიერ არის წარმოქმნილი. აღნიშნული მიკრობები კი იმ ეკოსისტემის ნაწილია, რომელიც ჩისკულუბის დარტყმითი კრატერის ჩამსხვრეული სარტყლის ქვეშ წრმოიშვა და მათ შეეგუენ მიწისქვეშა ქსელში არსებულ მდუღარე მინერალებით გადავსებულ გარემოს.

სიცოცხლეს გადარჩენისა და განვითარებისთვის სჭირდება ენერგია და ეს მიკრობული სიცოცხლე ენერგიას იღებდა ქანებსა და სითხეებში მიმდინარე ქიმიური რეაქციებისგან. სითხეში არსებული სულფატი სულფიდად გარდაიქმნებოდა, შემდგომ კი პირიტის სახით ინახებოდა. ეს თერმოფილური უძველესი მიკრობები ძალიან ჰგვანას დღეს, დედამიწის ექსტრემალურ გარემოში არსებულ თერმოფილურ მიკრობებს, რომლებიც მოიპოვება ოკეანის ჰიდროთერმულ ღრმულებში თუ იელოუსტოუნის ცხელ დინებებში.

სულფატის მომხმარებელი ეს პრიმიტიული ორგანიზმები ასტეროიდის დაცემის შემდეგ კიდევ 2,5 მილიონ წელიწადს გადარჩნენ. ჩისკულუბის კრატერის ქვეშ დღეს აღმოჩენილი ორგანიზმები სავარაუდოდ ამ ადრეულ ორგანიზმთა პირდაპირი შთამომავლებია.

დევიდ კრინგმა ამ საკითხის შესწავლა 1992 წელს დაიწყო. ამ პერიოდში ის თანაავტორობდა კვლევას, რომელიც სწავლობდა ჩისკულუბის კრატერის კავშირს ცარცულ-პალეოგენურ გადაშენებასთან. მომდევნო კვლევებმა კი დაგვანახა, რომ ამ რეგიონს სერავდა ჰიდროთერმულ ღრმულთა ფართო ქსელი. დღეს კი ეს კვლევები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ამ ღრმულებში სიცოცხლე არსებობდა.

ჩისკულუბის კრატერი ერთადერთია, რომელიც იმ პერიოდის კრატერების ანალოგიურია. შესაბამისად, ის ერთადერთია, რომელზეც შეგვიძლია სიცოცხლის დარტყმითი წარმოშობის ჰიპოთეზა შევამოწმოთ. მკვლევარების თქმით, ჩისკულუბი ერთადერთი აუზია, რომელსაც ამოზნექილი სარტყელი გააჩნია და ის დღემდე ხელუხლებელია, ეს კი იძლევა საშუალებას შეისწავლილ იქნას დარტყმების შედეგად წარმოქმნილ ჰიდროთერმულ სისტემათა ნაშთები, ზუსტად ისეთი, როგორებიც დედამიწის ადრეულ ისტორიაში არსებობდა.

მიუხედავად ყველაფრისა, სიცოცხლის დარტყმითი წარმოშობის ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი. დოქტორი კრინგი ორგვერდიან რელიზში რამდენიმე მათგანს გამოყოფს:

პირველ რიგში, მეტი კვლევა სჭირდება ჩისკულუბის კრატერის ნიმუშებს. დოქტორ კრინგს სურს, რომ ან ნიმუშებიდან ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღოს ჰიდროთერმულ ღრმულთა სისტემის თერმული და ქიმიური ევოლუციის შესახებ.

ასევე კარგად არის შესასწავლი ენერგიაზე ხელმისაწვდომობა მიკროორგანიზმებისთვის, რომელიც იმ გრანიტულ ქერქში მაშინ არსებობდა.

და ბოლოს, იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ დედამიწაზე მომხდარი დარტყმების ქრონოლოგია, საჭიროა უფრო მეტი ნიმუშების შესწავლა მთვარის დარტყმითი აუზებიდან.

წყარო: Astrobiology

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს