რამოდენიმე ტექნოლოგიური სიახლე, რომელმაც ერთ დროს მსოფლიო შეაშინა

უამრავი რამ, რასაც დღეს ჩვეულებრივ, ყოფით მოვლენად მივიჩნევთ, ოდესღაც ახალ ტექნოლოგიებს წარმოადგენდა, რომლებიც ხალხში შიშს და პანიკას იწვევდა. იყო დრო, როდესაც ეს ინოვაციური მოწყობილობები ყველაზე საშიშ სასაუბრო თემად განიხილებოდა.
სტოკტონ – დარლინგტონის რკინიგზა 1825 წელს გაიხსნა. ხალხი შიშობდა, რომ ადამიანის ორგანიზმი არ იყო შექმნილი დაუჯერებელი სიჩქარით – 30 მლ/სთ.ში გადაადგილებისთვის. ისინი ფიქრობდნენ, რომ ასეთი სიჩქრით გადაადგილება საზარელ სიკვდილს გამოიწვევდა, მაგალითად სხეულს დაადნობდა.

ადამიანები არც ტელეფონებით იყვნენ აღფრთოვანებულები. ძველი თაობის წარმომადგენლები შიშობდნენ, რომ ტელეფონთან შეხება ელექტროშოკს გამოიწვევდა. შვედეთში მქადაგებლები ამბობდნენ, რომ ტელეფონი ეშმაკის იარაღს წარმოადგენდა. მათ სატელეფონო ხაზები მოიპარეს და დაწყვიტეს.

სოკრატე ამბობდა, რომ დამწერლობის შექმნა გულმავიწყობას გამოიწვევდა და არა ჭეშმარიტების მოპოვებას ან რეალურ განსჯას. მისი მოსწავლე – პლატონი ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ დამწერლობა ჭეშმარიტებისგან უკან გადადგმული ნაბიჯია.

ცნობილმა ბერმა ტრიტემიუსმა 1492 წელს დაწერა: „ნაბეჭდი წიგნები ვერასოდროს გახდება ხელნაწერების ტოლფასი“. მარტინ ლუთერმა 1518 წელს პაპს მიწერა; „ჩემთვის გასაოცარია, თუ როგორ გავრცელდა ჩემი თეზისები ამდენ ადგილას“.

რადიოს გამომგონებელი, გულიელმო მარკონი ფიქრობდა, რომ 1895 წელს მან სრულყო „უსადენო ტექნოლოგია“. თუმცა, 25 წლის შემდეგ, როდესაც ადამიანები მიხვდნენ, რომ რადიოს მეშვეობით შესაძლებელია არამარტო პირისპირ საუბარი, არამედ მაუწყებლობის გადაცემაც, მარკონი დაეჭვდა თავისი გამოგონების ავკარგიანობაზე: „სიკეთე გავუკეთე სამყაროს, თუ საფრთხე შევმატე მას?“.

მსახიობმა ჩარლი ჩაპლინმა 1916 წელს, კინოკარიერის დაწყებიდან მეორე წელს თქვა: „ფილმი ბევრი არაფერია, თუ არა დროებითი ტენდენცია. ის ჩაწერილი თეატრია. სინამდვილეში მაყურებელს სურს სცენაზე სისხლსა და ხორცს უყუროს“.

ჩვენ გვარიგებდნენ, რომ ტელევიზორისაგან მოშორებით დავმჯდარიყავით, რადგან ის თვალებს აფუჭებდა, მაგრამ ამის უკან ერთი ისტორია დგას: 1960-იანი წლების მიწურულს გამოუშვეს დეფექტიანი ტელევიზორები, რომლებიც საფრთხის შემცველ რენტგენულ სხივებს ავრცელებდა, მაგრამ შიში დარჩა.

დღეს ჩვენ ყველას გვაქვს ჯიბეში კომპიუტერები, მაგრამ როდესაც ეს მოწყობილობები პირველად შემოვიდა, პანიკა და შიში გავრცელდა. კომპიუტერების ეს შიში იმდენად მწვავე იყო, რომ „კომპიუტერეფობია“ რეალურ ტერმინად იქნა.
