რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

აღდგომის კუნძული: დედამიწის ყველაზე იზოლირებული დასახლებული პუნქტი

აღდგომის კუნძული: დედმიწის ყველაზე იზოლირებული დასახლებული პუნქტი

აღდგომის კუნძული (აბორიგენების ენაზე „რაპა-ნუი“) დედამიწის ყველაზე იზოლირებული დასახლებული პუნქტი და ერთ-ერთი იდუმალი ადგილია. ის ოდესრაც დიდი ცივილიზაციის სამშობლო იყო. თუმცა, როცა ევროპელებმა აღმოაჩინეს, ცივილიზაცია უკვე თითქმის განადგურებული იყო და მხოლოდ 887 დიდი „მოაით“ – ქვის ქანდაკებით გაითქვა სახელი.

აღდგომის კუნძული წყნარი ოკეანიდან ამოშვერილი გიგანტური ვულკანის წვერია და ჩილეს სანაპირო ზოლიდან 3510 კილომეტრით დასავლეთით მდებარეობს. მისი სიგრძე სულ რაღაც 24.6 კილომეტრია, ხოლო სიგანე ყველაზე ფართო მონაკვეთში – 12.3 კმ. კუნძულზე მრავლადაა კრატერის მტკნარი ტბები, ვულკანური წარმონაქმნები და ლაჟვარდოვანი სანაპიროები. მიუხედავად სიმცირისა, არქეოლოგებს სჯერათ, რომ უძველესი ცივლიზაციის ზენიტში რაპა-ნუიზე 10000 ადამიანი ცხოვრობდა. ყველასგან მოწყვეტილმა ხალხმა უნიკალური, მრავალფეროვანი კულტურა და დამწერლობა შექმნა. მათი რელიგია ვეება „მოაიებს“ ემყარებოდა. აბორიგენების რწმენით „მოაი“ წმინდა სულის ჭირჭელი იყო.

თუმცა, როცა ჰოლანდიელმა ზღვაოსანმა როგეფეენმა 1722 წლის აღდგომა დღეს (5 აპრილს) კუნძულზე ფეხი დადგა, იქ მხოლოდ 2000 აბორიგენი ცხოვრობდა. 1774 წელს კი კუნძულს ცნობილი ბრიტანელი ზღვაოსანი, ჯეიმს კუკი ეწვია. ის წერდა, რომ კუნძული მეტწილად უკაცრიელი იყო, ხოლო მოაის ქანდაკებები წაქცეული და მივიწყებული. მომდევნო საუკუნის განმავლობაში აბორიგენთა რაოდენობამ კიდევ უფრო იკლო მათი დამონების, ევროპული სნეულებების გავრცელებისა და იძულებით გადასახლებების გამო.

არსებობს მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორია იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ ან საიდან მოვიდნენ კუნძულის მოსახლეები. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, აღდგომის კუნძული იყო ყველაზე მაღალი კუნძული წყნარი ოკეანის კუნძულთა ჯაჭვში, რომელიც გამყინვარების ეპოქის მიწურულს ოკეანის დონის მომატებისას ჩაძირვას გადაურჩა. თუმცა, ამ თეორიას მეცნიერები ნაკლებად იზიარებენ. უფრო სავარაუდოა, რომ აღდგომის კუნძულის პირველი მოსახლეები შტორმში მოყოლილი და ნაპირზე გამორიყული პოლინეზიელები იყვნენ.

მცენარეებით, ცხოველებით, ფრინველებითა და თევზებით მდიდარ კუნძულზე ისინი, როგორც ასეთ ხელსაყრელ გარემოში ხდება ხოლმე, მალე გამრავლდნენ; განავითარეს ხელოვნება და რელიგია. თუმცა თანდათან მათი რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ კუნძულზე ვერარ ეტეოდნენ, აღარც სიცოცხლისთვის სამყოფი რესურსები ჰქონდათ და ცივლიზაცია დაემხო. სავარაუდოდ, შიმშილიანობა მათ კანიბალიზმისაკენაც უბიძგა.

უძველესი ცივილიზაციისგან მსოფლიოს ყველაზე თავისებური და მისტიური ლანდშაფტი დარჩა. მოაიები (ზოგიერთის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს) მთელ კუნძულზე გვხდება. ქანდაკებების წრის შუაში უფრო მეტი ფიგურა დგას. აყირავებული ქანდაკებების უმეტესობა წამოაყენეს და უწინდელი სახე დაუბრუნეს ოდესრაც დიდი ცივილიზაციის სახსოვრად.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *