რას ეძებ?

საინტერესო ჯანმრთელობა და სილამაზე

რას მიირთმევდნენ წინასწარმეტყველები?

რას მიირთმევდნენ წინასწარმეტყველები

ამერიკელმა მეცნიერმა დები კრუსტერმა მთელი სიცოცხლე ბიბლიის კვლევს მიუძღვნა. მან შეკრიბა წიგნში გაბნეული ცნობები ბიბლიური ტრაპეზის შესახებ, თავისთავად ბიბლია ხომ „სულიერი საზრდოა“. ის მოიცავ ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს, ავტორი თავად საზრდოობდა „ბიბლიის რეცეპტით“, რასაც სიამოვნებით გვთავაზობს. ძროხისა და განსაკუთრებით ცხვრის ხორცი ამონიუმჟავის, პროტეინისა და B ჯგუფის ვიტამინების უშრეტი წყაროა. ხორცი შეიცავს ადვილად ასათვისებელ რკინას, რაც აუცილებელია სისხლისათვის. ყველაზე სასარგებლოა უბრალოდ მოხარშული ან შემწვარი ხორცი, ყოველგვარი სანელებლის გარეშე.

მწვანილებიდან, გარდა ოხრახუშისა და კამისა, პიტნა ხელს უწყობს საკვების შეთვისებას, თევზი – პროტეინის ათვისებას. შეიცავს სასიცოცხლო მნიშვნელობის იოდსა და კალიუმს. ძალიან სასარგებლოა მოხარშული (თავისი ბულიონით) და დაუჭრელად შემწვარი თევზი.

ყურძენი და ქიშმიში ბევრ გლუკოზას შეიცავს, რაც ნერვიულ სისტემას უხდება. მათში ბევრია ვიტამინი C. ბიბლიური კვების სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ყურძნის ღვინოს, ის ნებისმიერი საკვების გემოსა და არომატს აძლიერებს და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. უკანასკნელი ექსპერიმენტების მიხედვით, ღვინო ორგანიზმში ცხიმის დაშლას უწყობს ხელს.

თაფლი – ბუნების სასწაული ქმნილებაა. ის ნამდვილი ბუნებრივი წამალია; გაციებისას, ხველებისას, გულის ნებისმიერი დაავადებისას უძილობას და კანის დაავადებებს შველის. თაფლი დეპრესიიდან გამოსვლის უებარი საშუალებაა.

რძე და რძის ნაწარმი პროტეინის, ვიტამინი A-ს, D-ს და კალციუმის შესანიშნავი წყაროა. აუცილებელია ბავშვებისთვის, მოზარდის ძვლებისა და კუნთების ფორმირებისთვის. ხანდაზმულები კი ოსტეოპოროზს (ძვლის ტეხვა) თავიდან აიცილებენ. განსაკუტრებით სასარგებლოა ძროხის, თხისა და ცხვრის რძე (ამ ორი უკანასკნელის ამინომჟავების შემადგენლობა სხვაგვარია), მარცვლეული (ხორბალი, ქერი, შვრია) მდიდარია ნახშირწყლებით, რაც აკაჟებს ორგანიზმს. განსაკუთრებით სასარგებლოა შვრიის ფაფები.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა