რას ეძებ?

მეცნიერება სხვა

როგორ შემავციროთ წყლის დაბინძურება დიდ ქალაქებში?

როგორ შემავციროთ წყლის დაბინძურება დიდ ქალაქებში?

წყლის დაბინძურების ძირითადი მიზეზებია (ძირითადად წყლის ობიექტების ტოქსიკური ქიმიკატებით დაბინძურება) – წიაღისეული საწვავის წვა; ქიმიური სასუქები და სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდები; ტყეების გაჩეხვა; ურბანიზაცია/ქალაქების განვითარება (ურბანული ტერიტორიების მიმდებარედ უკიდურესი დაბინძურებაა. ეს არის სამრეწველო და კომერციული დაწესებულებების მიერ ნარჩენების და ტოქსიკური ქიმიკატების გადაყრის შედეგი); სამთო მოპოვება; ზღვაში ნარჩენების ჩაშვება, ნავთობპროდუქტების დაღვრა და უბედური შემთხვევები (მაგ. ნავთობის დაღვრა, რადიოაქტიური ჩავარდნა და ა.შ.); კანალიზაციის გაჟონვა; მყარი ნარჩენები და ჩამდინარე წყლები; გლობალური დათბობა/მჟავა წვიმა; რადიოაქტიური ნარჩენები; ცხოველების ნარჩენები; ევტროფიკაცია….

წყლის დაბინძურების თავიდან აცილების საუკეთესო გამოსავალი არის მისი შეჩერება წყაროსთან. წყლის დაბინძურების შემცირების მრავალი გამოსავალი მოიცავს – ჩამდინარე წყლების გაწმენდას, სანიაღვრე წყლების მართვას და წყლის კონსერვაციას.

წყლის დაბინძურების გაკონტროლება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით. ჩამდინარე წყლების წყალსადენში ჩაშვებამდე უმჯობესია მოხდეს მათი შებამისი გაწმენდა. ამ პრაქტიკას შეუძლია შეამციროს საწყისი ტოქსიურობა, ხოლო დარჩენილი ნივთიერებები შეიძლება დაიშალოს და გახდეს უვნებელი თავად წყლის სხეულის მიერ.

სპეციალურ მცენარეს, წყლის ჰიაცინტს (Eichornia crassipes), შეუძლია დაშლილი ტოქსიკური ქიმიკატების შთანთქმა, როგორიცაა კადმიუმი და სხვა მსგავსი ელემენტები. ასეთი სახის დამაბინძურებლებისადმი მიდრეკილ რეგიონებში მათი გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნე ზემოქმედებას.

ზოგიერთი ქიმიური მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს წყლის დაბინძურების კონტროლს, არის დალექვა, იონური გაცვლის პროცესი, საპირისპირო ოსმოსი და კოაგულაცია. ნარჩენების ხელახალი გამოყენება, შემცირება და გადამუშავება, სადაც ეს შესაძლებელია, ხელს შეუწყობს წყლის ნაკლებ დაბინძურებას. წყლის დაბინძურების შემცირების რამდენიმე გზა: მაყარი ნარჩენების შეგროვება და მათი მოცილება (გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით), ქიმიკატებისა და საწვავის სათანადო უტილიზაცია, ბალახის ან ეზოს ნარჩენების კომპოსტირება, წყლარინების სისტემაში არ უნდა მოხდეს ცხიმებისა და ცხიმოვანი ნითიერებების ჩაშვება, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს პესტიციდების, ჰერბიციდების და სასუქების გამოყენება, სამრეცხაო ფხვნილის მინიმალური რაოდენობთ გამოყენება, სამედიცინო ნარჩენების სათანადოდ მოცილება.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა