რას ეძებ?

საინტერესო სხვა

როგორი ცხვირი გაქვთ?

როგორი ცხვირი გავთ?

მეცნიერებს ჯერაც ვერ დაუდგენია, არის უ არა კავშირი ცხვირსა და ნიჭს შორის. სახის ეს რჩეული ორგანო სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა. ზოგი ამტკიცებს – ცხვირი ადამიანის ხასიათზე მეტყველებსო. გრძელცხვირა გენიოსებსაც ვიცნობთ და ცხვირპაჭუებსაც. გრძელი, დახვეწილი ბერძნულ-რომაული ცხვირი ჰქონდათ ციცერონს, ალექსანდრე მაკედონელს, ჰესიოდეს. მოკლე და ბრტყელი – პლატონს, სოკრატეს.

მეტად სახელგანთქმული იყო სირანო და ბერჟერაკის გრძელი და დიდი ცხვირი…

რევოლუციამდე, გრენადელთა პოლკში მხოლოდ ცხვირპაჭუებს იღებდნენ (პავლე I-ის პატივისცემის ნიშნად).

ასევე არ არის დადგენილი კავშირი ადამიანის ტემპერამენტსა და ცხვირს შორის. სირანო დე ბერჟერაკს აცოფებდა სიტყა „ცხვირის“ გაგონებაც კი.

მოცარტი და ბაგრატიონი იუმორის საგნად აქცევდნენ თავიანთ მოზრდილ ყნოსვის ორგანოს. ერთხელ მოცარტი დაუნაძლევდა ჰაიდნს, – ჩემს ახალ ეტიუდს ვერ შეასრულებო. ჰაიდნი მიუჯდა როიალს და ცოტა ხნის შემდეგ უეცრად შეჩერდა, – ეს რა არის, ორივე ხელი კლავიატურის თავსა და ბოლოში მაქვს და საჭიროა იმავდროულად რამდენიმე ნოტის შუაში აღება! როგორ? აი ასე, – მიუგო მოცარტმა და თავისი გრძელი ცხვირი რამდენიმე კლავიშს ჩაჰკრა. ნოღა ცხვირის პატრონმა ჰაიდნმა კი ბოთლი შამპანური წააგო.

ცნობილია, რომ პეტრე ბაგრატიონს, 1918 წლის გმირს, დიდი, კეხიანი ცხვირი ჰქონდა. გააფთრებული ბრძოლისას მასთან ცხენით მიიჭრა ადიუტანტი – მტერი ცხვირწინაა, ნაბრძანებია უკან დახევა! – უთხრა აღელვებულმა. „ვის ცხვირწინ? თუ შენი ცხვირი იგულისხმება, მაშინ მართლაც ახლოს ყოფილან და თუ ჩემი – მაშინ მათ მოგერიებას კიდევ მოვასწრებთ!“ – მშვიდად მიუგო ბოროდინოს გმირმა.

მეცნიერები დღემდე დაობენ, – კლეოპატრას რომ სხვანაირი ცხვირი ჰქონოდა, კაცობრიობის ისტორია რომელი გზით წავიდოდაო. საინტერესოა, რომ კლეოპატრას, რომელმაც გონი წაართვა თვით ცეზარსაც კი, კეხიანი ცხვირი ჰქონდა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა