რომის იმპერია VS სასანიდური ირანი
წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua
226 წელს სასანიდებმა საბოლოოდ დაამხეს არშაკიდების დინასტია ირანში და ახალი ეპოქა დაიწყო. ირანის ახალმა მმართველმა არდაშირმა გამოაცხადა რომ სასანიდების მიზანი აქემენიანთა იმპერიის აღდგენაა. ამას მალე პირველი ომი მოჰყვა სასანიდურ ირანსა და რომს შორის.
1. პირველი ომი მიმდინარეობდა 230-232 წლებში. 230 წელს არდაშირმა წერილი გაგზავნა რომში იმპერატორ ალექსანდრე სევერუსთან. მან მოითხოვა რომ იმპერიას უარი ეთქვა, კავკასიაზე, ახლო აღმოსავლეთზე, ჩრდილოეთ აფრიკაზე და დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეზე გაევლოთ საზღვარი. რა თქმა უნდა ამ აბსურდულ მოთხოვნას არავინ დათანხმდა. ამის შემდეგ არდაშირმა ჯარები დაძრა რომის საზღვრებისკენ, მაგრამ 2 წლიანი სამხედრო კამპანიის შედეგად სასტიკად დამარცხდა და იძულებული გახდა რომის უზენაესობა ეღიარებინა ამ ტერიტორიებზე.
2. მეორე დიდი ომი დაიწყო 243 წელს და მცირედი შესვენებებით გაგრძელდა 267 წლამდე. ამ გრანდიოზული ომის განმავლობაში ორივე მხარე დადგა კარასტროფის წინაშე, საბოლოოდ კი ყველაფერი სტატუს კვოთი დასრულდა. ომის ინიციატორი ისევ სასანიდური ირანი იყო. შაპურ პირველს იგივე ამბიცია ჰქონდა რაც მამამისს აქემენიანთა იმპერიის აღდგენა. ომის საწყის ეტაპზე ბრძოლები გარდამავალი უპირატესობის მიმდინარეობდა.
ომის მეორე ეტაპზე 254-260 წლებში შაპურმა გრანდიოზულ წარმატებებს მიაღწია გაანადგურა რა რომის აღმოსავლეთში მდებარე ჯარები და ამას დაემატა კატასტროფა 260 წლის როცა ქალაქ ედესასთან რომიდან ჩამოსული არმია პირწმინდად განადგურდა, იმპერატორი ვალერიანე კი ტყვედ ჩავარდა და შემდგომში მოკლეს. თითქოსდა უკვე შაპურს არაფერი უშლიდა ხელს თავისი გეგმის განხორციელებაში, მაგრამ პალმირას ქალაქის თავმა ოდენატმა ბრძოლისკენ მოუწოდა უმდიდრეს აღმოსავლურ პროვინციებს, მათაც დიდი თანხები გაიღეს და ამ თანხებით 262 -264 წლების სამხედრო კამპანიის შედეგად ოდენატმა გაანადგურა და სასტიკად დაამარცხა ირანული ჯარები, აიღო დედაქალაქი კტესიფონი და დაიკავა სრულიად მესოპოტამია, შაპური ირანის სიღრმეში გაიქცა.
ახლა უკვე ირანი დადგა კატასტროფის წინაშე. ოდენატი მის სრულიად დაპყრობას აპირებდა და ძალაც არ ჩანდა ვის მას შეაჩერებდა. მაგრამ 267 წელს ახალი გრანდიოზული ლაშქრობის მზადებისას ოდენატი მისმა ცოლმა ზენობიამ მოწამლა, რომელსაც სურდა ცალკე რომისგან დამოუკიდებელი სამეფოს შექმნა. ეს კი იმპერიასთან დიდ ომს ნიშნავდა. შესაბამისად მას ზურგი უზრუნველყოფილი რომ ჰქონოდა შაპურს ზავი შესთავაზა. ისიც სიხარულით დათანხმდა და მხარეები სტატუს -კვოს და 243 წლის მდგომარეობას დაუბრუბდნენ.
რაც შეეხება ომის შეფასებას, იქიდან გამომდინარე რომ ომის ინიაციატორი ირანი იყო და შედეგი ვერ იქნა მიღწეული, კინაღამ საბოლოოდ დამოუკიდებლობაც დაკარგეს, მიუხედავად უმძიმესი პერიოდებისა ომში საბოლოოდ უპირობოდ გამარჯვებული გამოვიდა რომის იმპერია.
3. მესამე ომი იმპერატორმა კარუსმა დაიწყო 283 წელს. მან გამოაცხადა რომ სასანიდებმა პასუხი უნდა აგონ რომის იმპერატორ ვალერიანეს მკვლელობისათვის. ომი აბსოლუტურად ტრიუმფალურად წარიმართა რომის ლეგიონებისთვის. მათ გაანადგურეს სასანიდთა ჯარები. დაიკავეს ორივე დედაქალაქი კტესიფონი და ექტაბანა და შეიჭრნენ ირანის სიღრმეში. თითქოსდა ირანის იმპერიის რომის პროვინციად ქცევა გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ წლის ბოლოს კარუსი გარდაიცვალა ავამდყოფობისგან და იმპერიაში დიდი სამოქალაქო ომი ატყდა ტახტის დაუეფლებისთვის. უზარმაზარი რომაული არმიები ერთმანეთს ხოცავდნენ. ამის გამო 284 წელს ლეგიონებმა დაკავებული ტერიტორიები დატოვეს!
4. 296 წელს ირანის ახალმა შაჰმა ნარსე I გადაწყვიტა რევანში აიღო და რომის პროტექტორატის ქვეშ მყოფ სომხეთში შეიჭრა. ომი ირანისთვის სრული კატასტროფით დასრულდა. ლეგიონებმა ისევ აიღეს კტესიფონი, ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო ხაზინა, ტყვედ იგდეს შაჰის ოჯახი და სამოხელეო აპარატი. იმპერატორ დიოკლეტიანეს ლაშქრობის გაგრძელებას სთავაზობდნენ და ირანის სრულიად დაპყრობას, მაგრამ მან უარი განაცხასა ომის გაგრძელებაზე და ზავი გააფორმა, რომლის მიხედვით ირანი იხდიდა უზარმაზარ კონტრიბუციას და თმობდა ზემო მესოპოტამიას სრულიად რომელიც 5 პროვინციისგან შედგებოდა.
5. ამის შემდეგ 40 წელი სრულმა მშვიდობამ დაისადგურა აღმოსავლეთში. მცირედი შეტაკებები საზღვარზე დაიწყო 40 წლებში, რამოდენიმიჯერ 350 წლებში სამხედრო რეიდები სცადეს სპარსელებმა მაგრამ უშედეგოდ. მეხუთე დიდი ომი 361 წელს დაიწყო და გაგრძელდა 363 წლამდე. რომის იმპერატორ იულიანე განდგომილის მიერ წარმოებული ომი სრული კატასტროფით დასრულდა რომისთვის. მისმა ჯარებმა სასტიკი მარცხი განიცადა. 363 წლის ზავის მიხედვით რომმა ირანს დაუბრუნა ჩრდილოეთ და ზემო მესოპოტამია და საზღვარი ორ იმპერიას შორის ისევ მდინარე ეფრატზე აღდგა. მხარეები 113 წლის მდგომარეობას დაუბრუნდნენ.
5. შემდგომი ომი მიმდინარეობდა 420 -422 წლებში. ომის ინიაციატორი რომის იმპერია იყო. ირანში ქრისტიანთა საშინელი დევნა დაიწყო. უკვე ქრისტიანულმა რომმა გადაწყვიტა მათი დაცვა და ომი გამოუცხადა ირანს. ომი რომაელთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ირანმა შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა, თავი აღიარა დამარცხებულად, ყველა დაკავებული ქრისტიანი გაანთავისუფლეს და კომპენსაციაც გადაუხადეს.
6. მეექვსე ომი მიმდინარეობდა 440-441 წლებში. შაჰმა იეზეგირდ II გადაწყვიტა ესარგებლა მომენტით როცა რომს ატილა უტევდა, შეიჭრა კავკასიაში, დაამარცხა იქ მდგარი რომაული არმია და დაიმორჩილა სომხეთი და იბერია. რომმა მარცხი აღიარა და ეს ფაქტი შემდგარად.
7. ახალი ომი 502 წელს დაიწყო იმპერიებს შორის და გაგრძელდა 506 წლამდე. ორივე მხარე პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ სტატუს-კვოზე შეთანხმდნენ და ომი ფრით დასრულდა.
8. ახალი გრანდიოზული ომი 526 წელს დაიწყო სანიდური ირანი ინიაციატივით. ირანმა გამოაცხადა რომ აუცილებლად უნდა აღდგეს აქემენიანთა იმპერია. ომმა მოიცვა ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, კავკასია და ანატოლია და საბოლოოდ 562 წელს დასრულდა ირანის მარცხით. შაჰმა ხოსროვმა აღიარა რომის უზენაესობა ჩრდილოეთ აფრიკაზე ახლო აღმოსავლეთზე, ანატოლიაზე და კავკასიის უდიდეს ნაწილზე.
9. მეცხრე დიდი ომი 572 წელს დაიწყო და 591 წელს დასრულდა. შედეგი ისევ რომის ბრწყინვალე გამარჯვება. რომაულმა არმიამ კტესიფონი აიღო და იქ გაფორმდა ახალი ზავი, რომლის მიხედვით იბერია, სომხეთი , ჩრდილოეთ მესოპოტამია რომის იმპერიის (იგიგე ბიზანტიის შემდგომ) ნაწილი ხდებოდა.
10. ბოლო ომი კი დაიწყო 602 წელს. ირანის შაჰის ხოსროვ მეორის ინიციატივით რომელსაც რევანში სწყუროდა. თავიდან ირანმა გრანდიოზულ წარმატებებს მიაღწია. სასანიდთა არმიების კონტროლ ქვეშ აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთი, კავკასია, ჩრდილოეთ აფრიკა, მეტიც მათ იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლამდეც მიაღწიეს, მაგრამ შემდგომში ყველაფერი შეიცვალა. 622 -628 წლებში იმპერატორმა ჰერაკლემ აწარმოა ლეგენდად ქცეული სამხედრო კამპანია, რომლის შედეგად გაანადგურა 9 დიდი ირანული არმია და აიღო კტესიფონი. 628 წელს ირანმა ზავი ითხოვა. რომის იმპერიამ ყველა დაკარგული ტერიტორია დაიბრუნა, საზღვარი მდინარე ტიგროსზე გაივლო როგორც 298 წელს. იმპერატორმა ჰერაკლემ კი დიდი ტრიუმფი გადაიხადა კონსტანტინოპოლში!
ეს აღმოჩნდა ბოლო ომი ამ იმპერიებს შორის. 632 წელს დაიწყო არაბთა შეჭრა. განადგურებულმა ირანის იმპერიამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა არაბებს და 651 წელს იქცა არაბული ხალიფატის ნაწილად!
საბოლოოდ კი რომ შევაფასოთ რომის იმპერიასა და სასანიდურ-ირანს შორის ომები, შემდეგ სურათს მივიღებთ. ეს ომები ჯამში ბევრად მძიმე აღმოჩნდა რომის იმპერიისთვის ვიდრე პართიასთან, რამოდენიმეჯერ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩდნენ, მაგრამ იმპერიამ ყოველთვის შეძლო სიტუაციის გამოსწორება, ამავე დროს გამოირჩეოდა გრანდიოზულობით და მაშტაბებით, ხშირად მრავალი ათწლეული მიდიოდა. საბოლოო შედეგი კი ასეთია.
10 დიდი ომიდან 7 ომი რომის იმპერიის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა, 2 ჯერ სპარსელებმა იზეიმეს დიდი გამარჯვება, 1 -კი უშედეგოდ ფრედ.