რას ეძებ?

საზოგადოება საინტერესო ფილოსოფია

სადიზმის ბუნება და ფსიქოპატია

სადიზმის ბუნება

ტკივილის და ზიანის მიყენება მათთვის, ვისაც არ შესწევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი, აუტანელი სისასტიკეა, თუმცა ეს ხდება ჩვენს ყოველდღიურობაში ბევრად უფრო ხშირად ვიდრე წარმოგვიდგენია.


რატომ არიან ზოგიერთი ადამიანები სასტიკი მათ მიმართ, ვინც მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ხანდახან საკუთარ შვილებთანაც კი? საიდან მომდინარეობს მსგავსი საქციელი და რა მიზნებს ემსახურება?

1968 წელს ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა ბლეზ პასკალმა აღნიშნა, რომ “ადამიანები – ეს სამყაროს განძი და ნაგავია”. ჩვენ გვიყვარს და გვძულს, ჩვენ ვნებთ და ვეხმარებით, ვუწვდით ხელს და ზურგში ვცემთ დანას.

ჩვენთვის მეტნაკლებად გასაგებია სისატიკე, როდესაც ეს გამოწვეულია შურისძიებით ან თავდაცვის მიზნით, მაგრამ როდესაც ჩაგრავენ სუსტს სრულებით უმიზეზოდ, და ავლენენ სისასტიკეს მათ მიმართ ვინც არანაირ საფთხეს არ წარმოადგეს, ვსვამთ კითხვას – “ეს როგორ გააკეთა?”

როგორც წესი, ადამიანების ყველა ქმედება განპირობებულია მოტივით, რომ მიიღონ სიამოვნება, ან გაექცნენ ტკივილს. უმეტეს ჩვენგანს ცქერა, თუ როგორ აყენებენ სხვას ზიანს ტკივილს გვანიჭებს. და ჩვენ ეს გრძნობა არ გვსიამოვნებს. აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს ორი მიზეზი, თუ რატომ აყენებენ ადამიანები ზიანს უდანაშაულო მსხვერპლს: მათ ან არ შესწევთ უნარი სხვისი ტკივილი შეიგრძონ, ან უბრალოდ სიამოვნებთ სხვისი ტანჯვის ცქერა.

თუმცა შეიძლება კიდევ ერთი მიზეზის განხილვა ერთი შეხედვით მსგავსი “უმოტივაციო აგრესიის” ასახსნელად – ასეთი აგრესიულად განწობილი ადამანები ხედავენ ჰიპოტეტურ საფრთხეს, რომელიც სრულიად უვნებელი ადამიანისგან მომდინარეობს. თუკი არ ექმნება საფრთხე მათ ჯანმრთელობას და საფულეს – ექმნება მათ სოციალურ სტატუსს. ეს ვარაუდი გვეხმარება აუხსნელი ქმედების გარკვევაში, როდესაც ადამიანები აყენებნ სხვას ზიანს, მასზე ფინანსური დახმარების გაწევის გზით.

ლიბერალური საზოგადოების პრინციპი განმარტავს, რომ სხვაზე ტანჯვის მიყენებით ჩვენ მას მივაყენეთ ზიანი. თუმცა ზოგიერთი ფილოსოფოსი უარყობს მსგავს მოსაზრებას. დასაშვებია თუ არა, რომ ჩვენ 21 საუკუნეში შეიძლება ვიყოთ სასტიკი და ამავდროულად კეთილი?

სადისტები და ფსიქოპატები

ის ვინც ღებულობს სიამოვნებას სხვისი დამცირებით და მასზე ტკივილის მიყენებით არის სადისტი. სადისტები სხვებზე უფრო უკეთ აღიქვამენ სხვის ტკივილს, და მათ ეს სიამოვნებთ.

კოლექტიურ წარმოსახვაში სადიზმი ასოცირდება მწვალებლებთან და მკვლელებთან. თუმცა არსებობს ნაკლებ ექსტრემალური, მაგრამ მეტად გავრცელებული ყოველდღიური სადიზმის სახეობა.

რატომ არიან ადამიანები სასტიკი ერთმანეთის მიმართ
ადამიანების უმრავლესობა ჭმუნავს სხვა ადამიანის წამებისას, რადგან როდესაც სხვას ვაყენებთ ტკივილს, ჩვენ ასევე ვინაწილებთ მათი შეგრძნების ნაწილს

ასეთი ყოველდღიური სადიზმით დაკავებული ადამიანები ღებულობენ სიამოვნებას სხვაზე ტკივილის მიყენებით. მათ შესაძლოა მოწონდეთ ისეთი ფილმების ყურება სადაც ბევრი სისხლი და ძალადობაა. მსგავსი ადამიანების წილი არც თუ ისე დაბალია.  სტუდენტების დაახლოებით 6% აღიარებს რომ მათ სიამოვნებთ როდესაც სხვას ზიანს აყენებენ.

ჩვეულებრივი სადისტი შეიძლება იყოს ინტერნეტ ტროლი, ან სკოლის ხულიგანი. ყოველდღიურ სადისტებს იზიდავთ კომპიუტერული თამაშები, რომლებიც სისასტიკით გამოირჩევიან. და რაც უფრო ბევრს ერთობიან მსგავსი თამაშებით, უფრო მეტად მატულობს მათში სადიზმის წილიც.

სადისტებისაგან განსხვავებით ფსიქოფატები არ აყენებნ ტკივილის უვნებელ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს სიამოვნებთ. ფსიქოპატებს რაღაც უნდათ, აქვთ მოტივი, მიზანი. თუკი სხვაზე მიყენებული ტკივილი მათი მიზნის მიღწევის საშუალებაა, მაშინ ამის განხორციელება მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

ეს უნარების  საკამოდ სახიფათო კომბინაციაა. ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობამ გამოიმუშავა იმუნიტეტი, დახვეწა შესაძლებლობები და დააგროვა გამოცდილება. ეს ურთულებს ბევრ ჩვენგანს სხვაზე ზიანის მიყენების შესაძლებლობას. ბევრისთვის ვინც  აყენებს ზიანს, კლავს ან აწამებს სხვას, ეს გამოცდილება ბარიერია საკუთარი სურვილების განხორციელებაში. მიუხედავად ამისა ფსიქოპატია საკმაოდ მძლავრი პრედიქტორია არაპროგნოზირებადი ძალადობის.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როდის ვურთიერთობთ ფსიქოპატთან. შეიძლება კარგი დასკვნების გამოტანა, უბრალოდ ადამიანის სახეზე დაკვირვებით, ან მცირე ურთიერთობის შემდეგ. სამწუხაროდ ფსიქოპატები ხვდებიან, რომ ჩვენთვის ეს ცნობილია. ისინი ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას საკუთარ იმიჯზე მუშაობის გზით, რომ დაგვიტოვონ პირველადი დადებითი შთაბეჭდილება.

საბედნიეროდ ადამიანთა უმრავლესობას არ ახასიათებთ ფსიქოპატიის ნიშნები. საზოგადოებაში მათი წილი დაახლოებით 0,5%-ია. ამასთანავე  პატიმარი კაცების 8%, ხოლო ქალების 2% ფსიქოპატია.

თუმცა ყველა ფსიქოფატი როდია საშიში. ანტისოციალურმა ფსიქოპატებმა შეიძლება ეძიონ მძაფრი შეგრძნებები ნარკომანიაში ან იყონ მაპროვოცირებელი სხვა დამღუპველი საქმიანობის. მეორეს მხრივ, პროსოციალური ფსიქოპატისთვის მძაფრი შეგრძნება რისკიანი ახალი იდეების ძიებაა. რადგან ჩვენი საზოგადოების ფორმირებას ინოვაციები ახდენენ, პროსოციალურ ფსიქოპატებს შესწევთ ძალა შეცვალონ სამყარო ყველა ჩვენგანისთვის. ამასთანავე ეს ყოველივე შეიძლება იყოს მიმართული როგორც სასარგებლო, ასევე საზიანო კუთხით.

საიდან მოდის ხასიათის მსგავსი თვისებები?

სინამდვილეში არავინ იცის, რატომ არსებობენ სადისტი ადამიანები. ზოგიერთს მიაჩნია, რომ სადიზმი – ეს არის წარსულში გამომუშავებული ბუნებრივი ინსტიქტი, რომელიც გვეხმარებოდა ცხოველების მოკვლაში ნადირობისას. სხვები ფიქრობენ რომ სადიზმი დაეხმარა ადამიანს ძალაუფლების მოპოვებაში.

იტალიელმა ფილოსოფოსმა და დიპლომატმა ნიკოლო მაკიაველიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ “არეულობას ქმნის დროება, და არა ადამიანი”.  ამის გათვალისწინებით ნეირობიოლოგია ვარაუდობს, რომ სადმიზმი ერთგვარი გადარჩენის საშუალებაა, გამოწვეული ცუდი დროებით. როდესაც გარკვეული პროდუქტების ნაკლებობაა სეროტონინის დონე ეცემა. ეს კლება ჩვენში ამძაფრებს სხვაზე ზიანის მიყენების სურვილის, რადგან მსგავსი ქმედება სიამოვნების მომტანია.

ეს არის სადიზმის რბილი ფორმა რა დროსაც ადამიანი ღებულობს იაფფასიან მღელვარებას
სადიზმის რბილი ფორმა, რა დროსაც ადამიანი ღებულობს იაფფასიან მღელვარებას

ფსიქოპატია ასევე შესაძლოა იყოს ადაპტაციის უნარი. ზოგიერთი კვლევის მიხედვით მომძლავრებული ფსიქოპატია კავშირშია მაღალ ნაყოფიერებასთან. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მკაცრ და გაუსაძლის გარემოში ფსიქოპატები მაღალი რეპროდუქტიულობით გამოირჩევიან.

მართლაც რომ, ფსიქოფატია იდეალურად ადაფტირდება არასტაბილურ, მაღალკონკურენტულ სამყაროში. ფსიქოპატის შესაძლებლობები მათ აქცევთ მანიპულაციის ოსტატებად. იმპულსიურობა და შიშის ნაკლებობა ეხმარებათ წავიდნენ რისკზე და მიიღონ მოკლევადიანი სარგებელი. ფილმში “უოლ სტრიტის მგელი” ფსიქოფატი გორდონ ჰეკო მილიონებს გამოიმუშავებს. მიუხედავად ამისა, რომ ფსიქოპატია შეიძლება მივიჩნიოთ უპირატესობად კორპორატიულ გარემოში, ის მამაკაცებს აძლევს მხოლოდ მცირე უპირატესობას ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად.

ფსიქოპატიის სიცოცხლისუნარიანობა ასევე შეიძლება აიხსნას მისი კავშირით შემოქმედებასთან. მათემატიკოსი ერიკ ვაინშტაინი ფართო თვალსაზრისით განმარტავს, რომ ინოვაციებს ხელმძღვანელობენ არასასიამოვნო ადამიანები.

ამ სახასიათო თვისებებს გააჩნია ზომიერი ან დიდი მემკვიდრეობითი კომპონენტი. ასე რომ ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ ასეთად იბადება.

შიში და გაარაადამიანურება

სადიზმი თავისი არსით მოიცავს სიამოვნების მიღების სურვილს ადამიანის დამცირებით და მასზე ტკივილის მინიჭებით. თუმცა ხშირია მოსაზრება, რომ ადამიანის გამდაბიოებაა მიზეზი, რაც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ სასტიკები. როცა პოტენციურ მსხვერპლს მოიხსენებენ ძაღლებად, მატლებათ თუ ტარაკნებათ, აადვილებს მათზე ტანჯვის მიყენების და დამცირების საშუალებას.

კვლევები აჩვენებენ, თუკი ვინმე არღვევს სოციალურ ნორმებს, ჩვენი ტვინი მათ სახეს ნაკლებ ადამიანურად აღიქვამს. ეს ჩვენ გვიადვილებს დავსაჯოთ ადამიანები, ვინც დაშვებული ნორმები დაარღვია.

სასიამოვნოა ფიქრი, რომ თუ ჩვენ აღვიქვამთ ვინმეს ადამიანად, არ გვაქვს მასზე ზიანის მიყენების სურვილი. ეს მცდარი შეხედულებაა. ფსიქოლოგი პოლ ბლუმი ამტკიცებს, რომ ჩვენი სისასტიკის ყველაზე ცუდი მხარე ემყარება ადამიანების დეჰუმანიზაციას. გააზრება, რომ სხვას არ სურს ტკივილის, დამცირების და შეურახყოფის ატანა არის ძალადობის გამომწვევი მთავარი ინდიკატორი.

ჰოლოკოსტი საკონცენტრაციო ბანაკებში
ჰოლოკოსტი საკონცენტრაციო ბანაკებში

მაგალითად, ნაცისტურმა პარტიამ მოახდინა ებრაელების დეჰუმანიზაცია, მოიხსენიებდა მათ უწმინდურებად და ძაღლებად. თუმცა ნაცისტები ებრაელებს ამცირებდენ, აწამებდენ და კლავდენ ზუსტად იმიტომ, რომ თვლიდნენ მათ ადამიანებად, ვისთვისაც მსგავსი მოპყრობა დამამცირებელია.

Do-gooder derogation

ხანდახან ადამიანები ვნებენ იმათაც კი, ვინც მისთვის სარგებლის მომტანია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ თამაშობთ ეკონომიკურ თამაშს, სადაც თქვენ და სხვა მოთამაშეებს აქვთ შესაძლებლობა განახორციელოთ ინვესტიცია ჯგუფურ ფონდში. შესაბამისად, რაც უფრო დიდი თანხაა აკუმილირებული ფონდში, ის უფრო გადახდისუნარიანია და მეტ შემოსავალს იძლევა. ასევე ფონდი თანხას უხდის ყველა მოთამაშეს, მიუხედავად იმისა, შეიტანეს მათ ფული თუ არა.

თამაშს გარკვეულ ეტაპზე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გადაიხადოთ თანხა, რომ დასაჯოთ სხვა მოთამაშე მათი ინვესტიციის ოდენობის გათვალისწინებით. თამაშის წესებით, თქვენს მიერ არჩეული მოთამაშე კარგავს ფულს და ეთიშება თამაშს, ხოლო თქვენ უარს ამბობთ შემოსავლის ნაწილზე. ერთი სიტყვით, შეგიძლიათ იყოთ ბოროტი.

ზოგიერთმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს დასაჯონ ისინი, ვინც ფონდში ძალიან მცირე თანხა შეიტანა, ან საერთოდ არ შეუტანია. თუმცა სხვები გადაიხდიან თანხას იმიტომ, რომ დაისაჯონ მოთამაშეები, ვინც ფოდში მათზე დიდი ინვესტიცია განახორციელეს. ასეთი საქციელი ალოგიკურად გამოიყურება. გულუხვ მოთამაშეს თქვენთვის მეტი მოგების მოტანა შეუძლია – რა არის ასეთი საქციელის მოტივი?

ასეთ ფენომენს ინგლისურენოვან ლიტერატურაში ეწოდება “do-gooder derogation”, სხვა სიტყვებით “მორალურად მოტივირებულთა დამცირება”. ის გვხდება ყველა სოციალურ ფენასა თუ საზოგადოებაში. ეს ფენომენი მომდინარეობს ჩვენი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდეციებიდან.

თუმცა ამ ფენომენს ფარული დადებითი მხარეც გააჩნია. მას შემდეგ რაც ჩვენ გავანეიტრალებთ ჩვენს კეთილისმსურველს, ჩვენ ვიხსნებით მისი მოწოდების მისაღებად. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ უფლებამ, გამოხატონ ადამიანებმა არაკეთილგანწყობა ვეგეტარიანელების მიმართ, მოიტანა შედეგად ის, რომ მათ საკვებად ნაკლები რაოდენობის ხორცის გამოყენება დაიწყეს.

იყო სასტიკი, რომ იყო კეთილი

ფილმში “Whiplash” მუსიკის მასწავლებელი იყენებს სისასტიკეს, რომ ერთ-ერთი თავისი მოსწავლის სიდიადე წაახალისოს. ჩვენ შეგვიძლია ვუარყოთ მსგავსი ტაქტიკა. თუმცა გამოჩენილი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე თვლიდა, რომ ჩვენი ზიზღი მსგავსი სისასტიკის მიმართ გადაჭარბებულია.

ნიცშისეულად, სისასტიკე მასწავლებელს აძლევდა საშუალებას სხვის წინააღმდეგ ყოფილიყო კრიტიკული მისსავე სასარგებლოდ. მსგავსად ამისა, ადამიანს შეულია იყოს საკუთარი თავის მიმართ მკაცრი და სასტიკი, რადგან გახდეს ისეთი ადამიანი, როგორიც მას სურს. ნიცშე გრძნობდა, რომ სისასტიკით გამოწვეულ ტანჯვას შეუძლია განავითაროს სიმამაცე, გამძლეობა და შემოქმიდებითი შესაძლებლობები. გამართლებულია თუ არა რომ ჩვენ უნდა ვიტანჯოთ თავიც და ვტანჯოთ  სხვებიც კეთილი მიზნებისთვის?

ალბათ არა. დღეს ჩვენ უკვე ვიცით იმ საზარელ გრძელვადიან შედეგებზე, რაც მოაქვს სასტიკ დამოკიდებულებას სხვების მხრიდან, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ. სულ უფრო პოულობს აღიარება თანაგრძნობის უპირატესობა, როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ.

იდეა იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა ვიტანჯოთ, რადგან გავიზარდოთ, საეჭვოა. სწავლა სისასტიკის გამოყენებით, თავისი არსით ძალის ბოროტად გამოყენებაა. ეს არაა ერთადერთი გზა. მაგალითად ბუდიზმი გვთავაზობს ანტერნატივას: აქ ჩვენ ვიყნებთ სიყვარულს, რომ დავიცვათ სხვები სიხარბისგან, ზიზღისაგან და შიშისაგან. დიახ, ცხოვრება შეიძლება იყოს სასტიკი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და ვალდებული ვართ სხვა გზა ავირჩიოთ.

წყარო: BBC FUTURE

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა