რას ეძებ?

ისტორია საინტერესო საქართველო

საქართველო ძვ.წ IV საუკუნეში / გეოპოლიტიკური პერიპეტიები

საქართველო ძვ.წ IV საუკუნეში / გეოპოლიტიკური პერიპეტიები...

ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლური ლაშქრობით დასრულდა ძველი სამყაროს ისტორიის აქემენიდური პერიოდი და დაიწყო ახალი – ელინისტური ეპოქა. : ჰეგემონის შეცვლამ არსებითი ზემოქმედება მოახდინა სპარსეთის იმპერიაში მოქცეული ხალხების პოლიტიკურ ცხოვრებაზე. აქემენიდური დესპოტია დამორჩილებულ ქვეყნებს დამოუკიდებელი განვითარების საშუალებას ყოველნაირად უსპობდა.

ალექსანდრე დიდის ძლევამოსილმა ომებმა აზია სპარსეთის ულლისაგან გაათავისუფლა. მაგრამ ახალმა მბრძანებელმა აქემენიდების სამფლობელოების განაპირა მხარეებზე საკუთარი კონტროლის დამყარება ვერ მოასწრო. სპარსეთის დაცემამ ქართველურ ტომებს თავისუფლება მოუტანა და დიადოხოსების ბრძოლების დაწყებამდე მათი სიმშვიდე არ დარღვეულა. უცხოური ბატონობის გადაგდება ადგილობრივ ბელადებს სამემკვიდრეო მამულის საზღვრების გაფართოების პირობებს უქმნიდა, შეეძლოთ მეზობელი ტომების დამორჩილება და აქემენიდების რეჟიმს გამოტარებული ხელისუფლების გავრცობა. ძველი ქართული წყაროები გარკვევით მიუთითებენ პოლიტიკურ ერთეულთა სიმრავლეს. ბუნებრივია, ძალადობაზე დაყრდნობილი დესპოტიის დამხობის შემდეგ ტომის ბელადებს დამოუკიდებლობისა და პირველობის მოპოვების პრეტენზიები გაუჩნდებოდათ.

ძველმა ქართულმა საისტორიო მწერლობამ ქართლის სამეფოს წარმოქმნაში გადამწყვეტი როლი ალექსანდრე მაკედონელს მიაწერა. საქართველოსთან ალექსანდრეს ურთიერთობის შესახებ საინტერესოა არა ფაქტის რეალობის, არამედ ტრადიციის ორიენტაციის საკითხი, რომელმაც ქართლის სამეფოს სათავეებთან ძველი სამყაროს უდიდესი დამპყრობელი დააყენა. ქართული წყაროების მტკიცება ალექსანდრე დიდის საქართველოში ლაშქრობის შესახებ ანტიკური ხანის ავტორების მონაცემებით არ დასტურდება. მაგრამ ჩვენი მატიანეების ინფორმაცია მაინც არ გამოიყურება ფანტაზიის ნაყოფად, თუ გავითვალისწინებთ, რომ დიადოხოსები დაპყრობით ომებს ალექსანდრეს სახელით აწარმოებდნენ.

ელინისტური ეპოქის საქართველოს ისტორიის სრულყოფილ გადმოცემას სერიოზულ ბარიერს უქმნის ანტიკური მწერლობის დუმილი იბერიის პირველ მეფეთა შესახებ. ძველი სამყაროს ღირსსახსოვარ მოვლენათა მემატიანეებმა ამ საკითხს რატომღაც გვერდი აუარეს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კოლხეთი და იბერია ბერძენ-რომაელი ავტორებისათვის ,ტერა ინკოგნიტას“ წარმოადგენდა.

ქართული ტომების პოლიტიკური ცხოვრების მიახლოებითი სურათის ერთადერთ გზად ქართული მატიანეები რჩება. მათ გადმოცემებში ბევრი არარეალური ფაქტის გვერდით, ელინისტური სამყაროს პერიფერიებში მიმდინარე მოვლენებთან სერიოზული ანალოგიების დანახვაც შეიძლება. ეს მოვლენები კი. აქემენიდების იმპერიის დაცემისა და ახალი ეპოქის დაბადების უშუალო გამოძახილია იყო.

ქართული წყაროების ცნობები კარგად ჯდება ელიხისტური ეპოქის ჩარჩოებში. მათზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ ძვ. წ. IV-III საუკუნეებში ქართეუელური ტომების ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა ძვრებმა. ცალკეულ. მხარეთა განვითარების ·უთანაბრობა ზრდიდა შედარებით დაწინაურებულ ტომთა როლს. ჩვენს სინამდვილეში ეს ფაქტორიც სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს. შინაგან მომწიფებასა და დროის მოკლე მონაკვეთში საერთამორისო ასპარეზზე მომხდარ გარდატეხას უნდა დაეჩქარებინა ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა. ალექრანდრე დიდის გარდაცვალების შემდეგ. მისი მემკვიდრეები, დიადოხოსები.

პირველობისათვის ურთიერთმორის ბრძოლასთან ერთად, ენერგიულად ისწრაფოდნენ ახალი ქვეყნების მისატაცებლად. საექვოდ არ მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდიდან საქართველო დიადოხოსებას ინტერესების ობიექტი გახდებოდა. დაპყრობილ ქვეყნებმი დიადოხოსები აგრძელებდნენ ალექსანდრე დიდის პოლიტიკას, ადგილობრივი წარჩინებულების მიმხრობით იფართოებდნენ დასაყრდენ ბაზას. ელინისტური ეპოქა მრავლად იცნობს ბერძნული ორიენტაციის ტომის ბელადებს. რომელთა სახით მოგვიანებით დამოუკიდებელი მეფეები ან მეფობის პრეტენდენტები ჩამოყალიბდნენ. ქართველი დინასტების (ქართლის, ეგრისის, არიან-ქართლის) მოქმეღებაც საერთო კანონზომიერების ფარგლებში ვითარდებოდა.

დიადოხოსებს შორის ტერიტორიული დანაწილებისა და გავლენის სფეროების განსაზღვრის ზოგადად მიღებული მოდელის გათვალისწინებით. ,ქართლის ცხოვრებაში“ მოთხრობილი ალექსანდრე მაკედონელის სახელით ცნობილი ლაშქრობა უნდა განეხორციელებინა ლიზიმახეს. ქართული წყაროები ვრცლად მოგვითხრობენ, რომ დამპყრობლის შემოსვლას ტომთა ბელადების ნაწილი დიდი წინააღმდეგობით შეხედა. ბევრი მათგანი ბრძოლაში დაიღუპა (მცხეთის მამასახლისი სამარი. მისი ძმა). მეორე ნაწილი, არიან-ქართლის მმართველის, აზონის (აზოს) სახით (უნდა ვივარაუდოთ, რომ აზონი მარტო არ იქნებოდა), მტრის მხარეზე გადავიდა და მის სამსახურში ჩადგა. გამარჯვებულმა დამპყრობელმა აზონს ერთგულება დაუფასა და დამორჩილებული ქვეყნის გამგებლად დანიშნა.

დიადოხოსების ადმინისტრაციული პოლიტიკისათვის აზონის აღზევება ბა ბუნებრივი მოვლენა იყო. მსგავს ფაქტებს მრავლად იცნობს აღნიშ. წული ეპოქა. ქართული მატიანეები აზონის (აზოს) წარმომავლობის შესახებ განსხვავებული აზრისანი არიან. .მოქცევათ ქართლისაის“ მიხედვით ალექსანდრე მაკედონელის თანამებრძოლი და მის მიერ ქართლის მეფედ დანას მნ ული აზო იყო ქართველი, არიან- -ქართლის მეფის ძე. ,ქართლის (კხოვრების“ მტკიცებით კი. აზონი იყო უცხოელი, მაკედონელი.

ლეონ. ტა მროველმა იცოდა აზონის ეთნიკური კუთვნილება, მაგრამ თხრობა იმგვარად წარმართა, რომ მკითხველი დამპყრობლის საწინააღმდეგოდ განეწყო და თვალსაჩინოდ გამოეკვეთა თხზულების მთავარი გმირის ფარნავაზის, როგორც ქართველის უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ აზონი ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის ბელადი იყო, ქართლის მოსახლეობის თვალში იგი ბოლომდე დამპყრობლად დარჩა. იარაღით დამკვიდრებული, ხელისუფლების შენარჩუნებას იარაღითვე (ცდილობდა. მისი ბატონობა უმძიმეს ტვირთად იქცა. ლეონტი მროველის დახასიათებით, აზონი, იყო კაცი ძნელი და მესისხლე. და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ:

„ყოველმან ქართველთა: განმან, რომელმან პოვოს საქურველი, მოკალით იგი. და ჰყოფდეს ჰრომნი იგი ესრეთ ქართველთა ზედა, ვინცავინ გამოჩნდის ქართველთაგანი ქმნულ-კეთილი და ასაკოვანი, მოკლიან იგი. და იყო ქირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა“.! დამპყრობლის პოზიციებზე მდგომ აზონის ხელისუფლებას დაუპირისპირდა ქართლის მამასახლისთა ოჯახის მემკვიდრე ფარნავაზი. დიადოხოსების ომების “უკანასკნელ ეტაპზე, ალექსანდრე დიდის სარდლის ხელისუფლების დაცემის შემდეგ. ქართველ ტომებზე გავრცელდა პონტოს მეფის იურისდიქცია. ფარნავაზის გამოსვლა ნიშნავდა დაპირისპირებას არა მარტო აზონთან, არამედ პონტოს მეფესთანაც.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *