რას ეძებ?

ბუნება მეცნიერება საინტერესო

საქართველოში გავრცელებული გველები და უფეხო ხვლიკები

საქართველოში გავრცელებულ გველები და უფეხო ხვლიკები (გველი)

სტატიის ავტორი: Giorgi Gigauri 

საქართველოში ამ ეტაპზე 24 სახეობის გველია აღმოჩენილი, აქედან 9 სახეობა შხამიანია, შხამიანი სახეობებიდან კი ადამიანის სიცოცხლისთვის რეალურად საფრთხის მომტანი გიურზას შხამია. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში შხამიანი გველები ძირითადად გველგესლასებრთა ოჯახიდან გვხვდება.

ზოგადად, გველები, როგორც იცით, ძირითადად მღრღნელებით იკვებებიან, ცხოვრების დიდ ნაწილს კი სამალავში ატარებენ. შესაბამისად, თუ ეზოში არასასურველი ქვეწარმავლები გვყავს, მათგან გაწმენდის ერთდაერთი გზა ეზოს მოწესრიგება და მღრღნელების არარსებობაა (თუმცა ამ უკანაკსნელის მოსაგვარებლად გველი მაინც საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევა:) სამწუხაროდ, არ აქვს აზრი არც გოგირდის და არც რეზინის დაწვას, ამით მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას უქმნით სერიოზულ საფრთხეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: გველი (შხამიანიც და უშხამოც) უმიზეზოდ არასდროს ესხმის თავს მასზე დიდ ორგანიზმს, დაკბენის შემთხვევებიც, ძირითადად, მოკვლის ან თამაშის მცდელობისას ფიქსირდება. გველთან შეხვედრისას, იმ შემთხვევაში, თუ არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე, უკან ვიხევთ რამდენიმე მეტრით, რათა ვაგრძნობინოთ, რომ თავს არ ვესხმით და ვაძლევთ მშვიდად წასვლის საშუალებას ან ვაკვირდებით უსაფრთხო დისტანციიდან (2-3 მეტრი).

რა უნდა გავითვალისწინოთ გველისგან დაკბენისას? პირველ რიგში, დააკვირდით ნაკბენ ადგილს. უშხამო გველის დაკბენისას, ამ ადგილას ჩნდება 4-ზე მეტი ნაკბილარი, აღინიშნება მცირე სისხლდენა, რომელიც მალევე წყდება და ტკივილი რამდენიმე წუთში ქრება.

Რაც შეეხება შხამიანს, როგორც წესი, შხამიანი გველის ნაკბენზე ჩნდება 1 ან 2 ნაკბილარი (რაც შხამსადენი ეშვების არსებობით არის განპირობებული), რამდენიმე წამში ვითარდება შეშუპება, შესიება, ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება, რამდენიმე წუთში იკვეთება თავბრუსხვევა, პირღებინება, სიცხე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შხამიანი გველების უმეტესობა ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაინც მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომების მიღება:

  • ნაკლები იმოძრავეთ! მოძრაობამ შესაძლოა დააჩქაროს შხამის გავრცელება ორგანიზმში.
  • არ გადაიჭიროთ ლახტი ნაკბენი ადგილის ზემოთ! ეს მხოლოდ გააუარესებს თქვენს მდგომარეობას და შესაძლოა კიდურების ნეკროზამდეც მიიყვანოს საქმე.
  • არ ამოიწოვოთ ნაკბენი ადგილი! აზრი არ აქვს.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. გველგესლების შხამის უმეტესობა თირკმელების ფუნქციონირებას უშლის ხელს, ამრიგად კი თირკმელებს მუშაობას ვაიძულებთ.
  • იმ შემთხვევაში, თუ ხართ ალერგიული, ანაფილაქსური შოკის გამოსარიცხად მიიღეთ დექსამეტაზონი.

კიდევ ერთი, გავრცელებულია მითი, რომ გველის შხამი მომენტალურად კლავს ადამიანს. ეს მოსაზრება მცდარია და არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოში ყველაზე შხამიანი გველის – გიურზას დაკბენის შემთხვევაში, უახლოეს საავადმყოფომდე ანტიდოტის მისაღებად დრო დაახლოებით 4-5 საათი გაქვთ (თუმცა ინდივიდუალურია ესეც). სხვა გველგესლების შემთხვევაში კი, ძირითადად არც არის საჭირო ექიმთან ვიზიტი.

იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ დარწმუნებული, რისგან მიიღეთ დაზიანება, სასურველია მიმართოთ ტ ო ქ ს ი კ ო ლ ო გ ს .

საქართველოში არსებული თითოეული სახეობის ფოტოგალერეა და დეტალები:


ჩვეულებრივი ანკარა (Grass Snake)

ჩვეულებრივი ანკარა (Grass Snake)
მეცნიერული სახელწოდება: Natrix Natrix
უშხამო და უწყინარი სახეობა

ამ გველს ერთი განმასხვავებელი ნიშანი აქვს, თავზე ორი ყვითელი ან თეთრი ლაქა. თავდაცვის მიზნით შეუძლია თავის მომკვდარუნება. იკვებება ამფიბიებით.


წყლის ანკარა (Dice Snake) - მეცნიერული სახელწოდება: Natrix Tessellata

წყლის ანკარა (Dice Snake)
მეცნიერული სახელწოდება: Natrix Tessellata
უშხამო და უწყინარი სახეობა

ეს გველი დიდ დროს ატარებს წყალში და სავარაუდოდ ბევრჯერაც შეხვედრიხართ დაჭერისას, თავდაცვის მიზნით, გამოყოფს უსიამოვნო სუნს და ამით ცდილობს საფრთხის მოგერიებას. იზრდება 1.2 მეტრამდე და იკვებება ამფიბიებით.


სპილენძა (Smooth Snake) - მეცნიერული სახელწოდება: Coronella Austriaca

სპილენძა (Smooth Snake)
მეცნიერული სახელწოდება: Coronella Austriaca
უშხამო და უწყინარი სახეობა

სახელი სპილენძა, ზუსტად სპილენძის ფერის გამო შეერქვა, თუმცა არსებობენ უფრო მუქი ფერის ინდივიდებიც. იკვებება კალიებით, ხვლიკებით, მცირე ზომის თაგვებით და გველგესლებითაც კი.


(გველი) - წითელმუცელა მცურავი (Schmidt's Whip snake) - მეცნიერული სახელწოდება: Dolichophis Schmidti

წითელმუცელა მცურავი (Schmidt’s Whip snake)
მეცნიერული სახელწოდება: Dolichophis Schmidti
უშხამო სახეობა

ეს სახეობა აგრესიულობით გამოირჩევა, როცა საქმე თავის დაცვაზე მიდის. ნაკბენიც მწარე აქვს, თუმცა აბსოლუტურად უსაფრთხოა.


წენგოსფერი მცურავი (Whip Snake) - მეცნიერული სახელწოდება: Platyceps Najadum (გველი)

წენგოსფერი მცურავი (Whip Snake)
მეცნიერული სახელწოდება: Platyceps Najadum
უშხამო და უწყინარი სახეობა

საქართველოში ყველაზე სწრაფი გველია.


ამიერკავკასიური მცურავი (Transcaucasian Ratsnake) - მეცნიერული სახელწოდება: Zamenis Hohenackeri (გველი)

ამიერკავკასიური მცურავი (Transcaucasian Ratsnake)
მეცნიერული სახელწოდება: Zamenis Hohenackeri
უშხამო და უწყინარი სახეობა

ბევრს ეს სახეობა გიურზა ჰგონია, ცოტათი ბრაზიანი ნამდვილად არის, მაგრამ ნაკბენი აბსოლუტურად უსაფრთხო აქვს.


(გველი) - სახეებიანი მცურავი (Steppe Snake) - მეცნიერული სახელწოდება: Elaphe Dione

სახეებიანი მცურავი (Steppe Snake)
მეცნიერული სახელწოდება: Elaphe Dione
უშხამო და უწყინარი გველი


(გველი) - ნაირფერი მცურავი (Spotted Whip Snake) - მეცნიერული სახელწოდება: Hemorrhois Ravergieri

ნაირფერი მცურავი (Spotted Whip Snake)
მეცნიერული სახელწოდება: Hemorrhois Ravergieri
უშხამო და უწყინარი სახეობა


ესკულაპის მცურავი (Aesculapian Racer) - მეცნიერული სახელწოდება: Zamenis Longissimus (გველი)

ესკულაპის მცურავი (Aesculapian Racer)
მეცნიერული სახელწოდება: Zamenis Longissimus
უშხამო სახეობა

უშხამო, მაგრამ ოდნავ აგრესიული და მკბენარა სახეობა. გავრცელებულია ძირითადად დასავლეთ საქართველოში.


ურარტუს მცურავი (Urartian Ratsnake) - მეცნიერული სახელწოდება: Elaphe Urartica (გველი)

ურარტუს მცურავი (Urartian Ratsnake)
მეცნიერული სახელწოდება: Elaphe Urartica
უშხამო სახეობა


(გველი) - წყნარი ეირენისი - მეცნიერული სახელწოდება: Eirenis Modestus

წყნარი ეირენისი
მეცნიერული სახელწოდება: Eirenis Modestus
უშხამო და უწყინარი სახეობა

ეს გველი ამართლებს თავის სახელს და მართლაც ძალიან მშვიდია, კბენითაც თითქმის არასდროს იკბინება.


(გველი) - საყელოიანი ეირენისი - მეცნიერული სახელწოდება: Eirenis Collaris

საყელოიანი ეირენისი
მეცნიერული სახელწოდება: Eirenis Collaris
უშხამო და უწყინარი სახეობა


დასავლური მახრჩობელა - მეცნიერული სახელწოდება: Eryx Jaculus (გველი)

დასავლური მახრჩობელა
მეცნიერული სახელწოდება: Eryx Jaculus
უშხამო და უწყინარი სახეობა

ერთადერთი მახრჩობელა და წითელ წიგნში შეტანილი სახეობა. მოკვლა/დატყვევება/გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით არის დასჯადი. ეს სახეობა იზრდება 70 სანტიმეტრამდე და იკვებება ხვლიკებით და თაგვებით.


გველბრუცა (Blind Snake) - (გველი)

გველბრუცა (Blind Snake)
უშხამო და უწყინარი სახეობა

იკვებება ჭიანჭველებით და მათი ჭუპრებით.


კატისთვალა გველი (European Cat Snake) - მეცნიერული სახელწოდება: Telescopus Fallax

კატისთვალა გველი (European Cat Snake)
მეცნიერული სახელწოდება: Telescopus Fallax
ძალიან სუსტად შხამიანი გველი

შხამიანი კბილები ღრმად ხახაში აქვს და კბენისას ჩასობას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, შხამიც ძალიან სუსტია.


დარევსკის გველგესლა (Darevskii's Viper) - მეცნიერული სახელწოდება: Vipera Darevskii - (გველი)

დარევსკის გველგესლა (Darevskii’s Viper)
მეცნიერული სახელწოდება: Vipera Darevskii
შხამიანი!

ამ გველის შხამი ჰემოლიზურია და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა იწვევს ძლიერ მოწამვლას და ალერგიულებისთვის სახიფათოა.


დინიკის გველგესლა (Dinnik's Viper) - მეცნიერული სახელწოდება: Vipera Dinniki - (გველი)

დინიკის გველგესლა (Dinnik’s Viper)
მეცნიერული სახელწოდება: Vipera Dinniki
შხამიანი!

ამ გველის შხამი კარგად შესწავლილი არ არის, თუმცა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის და მხოლოდ ალერგიულებისთვის არის სახიფათო. არ არის აგრესიული და ჯერ არც არავინ მოუკლავს, მათ შორის არც შინაური ცხოველი. კავკასიონზე საქართველოში თითქმის ყველგან არის გავრცელებული, ძირითადად გვხვდება ყაზბეგსა და თუშეთში.


სომხური ველის გველგესლა (Armenian Viper) - მეცნიერული სახელწოდება: Vipera Eriwanensis (გველი)

სომხური ველის გველგესლა (Armenian Viper)
მეცნიერული სახელწოდება: Vipera Eriwanensis
შხამიანი!

ამ გველის შხამი მხოლოდ ალერგიული ადამიანისთვისაა რეალურად საფრთხის მომტანი.


კავკასიური გველგესლა (Caucasian Viper) - მეცნიერული სახელწოდება: Vipera Kaznakovi - (გველი)

კავკასიური გველგესლა (Caucasian Viper)
მეცნიერული სახელწოდება: Vipera Kaznakovi
შხამიანი!

საქართველოს ენდემი. სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშ დგას და მისი მოკვლა/დატყვევება/გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. არ არის აგრესული და იშვიათად იკბინება, შხამს ჰემოლიზური მოქმედება აქვს და იწვევს ძლიერ მოწამვლას. ჯანმრთელი ადამიანის სიცოცხლეს შხამი საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ალერგიულებისთვის საშიშია.


რენარდის, იგივე ველის გველგესლა - მეცნიერული სახელწოდება: Vipera Renardi - (გველი)

რენარდის, იგივე ველის გველგესლა
მეცნიერული სახელწოდება: Vipera Renardi
შხამიანი!

გაფრთხილება: არასდროს გაიმეოროთ ის, რასაც ფოტოზე ხედავთ!


ცხვირრქოსანი გველგესლა (Transcaucasian Long-Nosed Viper) - მეცნიერული სახელწოდება: Vipera Transcaucasiana (გველი)

ცხვირრქოსანი გველგესლა (Transcaucasian Long-Nosed Viper)
მეცნიერული სახელწოდება: Vipera Transcaucasiana
შხამიანი!

საქართველოს ენდემი. წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობაა და მისი მოკვლა/დატყვევება/გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. შხამი ადამიანისთვის მომაკვდინებელი არ არის, ალერგიულისთვის კი სახიფათოა.


გიურზა (Blunt-Nosed Viper) - მეცნიერული სახელწოდება: Macrovipera Lebetinus - (გველი)

გიურზა (Blunt-Nosed Viper)
მეცნიერული სახელწოდება: Macrovipera Lebetinus
საქართველოს ყველაზე შხამიანი სახეობა

გიურზა, საქართველოში ყველაზე შხამიანი სახეობა. ერთდაერთი გველი, რომლის შხამსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია. გავრცელებულია კახეთში, თბილისის შემოგარენში, რუსთავსში, გარეჯში, ბოლნისსა და ნეკრესში.


ბოხმეჭა (Slow Worm) - მეცნიერული სახელწოდება: Anguis Colchica - (უფეხო ხვლიკი)

ბოხმეჭა (Slow Worm)
მეცნიერული სახელწოდება: Anguis Colchica
უშხამო და სრულიად უწყინარი ცხოველი!

ბოხმეჭას საქართველოში ბევრი ადამიანი ასევე ძლოკვსაც უწოდებს, ხშირად გველში ეშლებათ, მაგრამ სინამდვილეში ხვლიკია, რომელიც დედაბუნებამ ფეხების გარეშე მოავლინა.

მდედრს ფოტოზე ხედავთ, მამრი უფრო მუქი შეფერილობისაა და ზურგზე ლურჯი წინწკლები გასდევს.


გველხოკერა (European Glass Lizard) - მეცნიერული სახელწოდება: Pseudopus Apodus

გველხოკერა (European Glass Lizard)
მეცნიერული სახელწოდება: Pseudopus Apodus
უშხამო და უწყინარი არსება

უფეხო ხვლიკების ამ სახეობის შესახებ ბევრს გაუგია, იციან რომ მსგავსი ცხოველი არსებობს და უმეტესობამ არც იცის როგორია. რეალურად, მისი გველისგან გარჩევა არც ისე ძნელია.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *