რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

სამეგრელო ოსმალეთის წინააღმდეგ

სამეგრელო ოსმალეთის წინააღმდეგ - ისტორია - უტუ მიქავა

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

1855 წელი იდგა ქრისტესშობიდან. მესამე წელი მიდიოდა რაც გრანდიოზული ყირიმის ომი მიდიოდა საფრანგეთ-ბრიტანეთ-ოსმალეთის იმპერიას და რუსეთის იმპერიას და მის მოკავშირებს შორის. ოღონდაც ეს ომი მიდიოდა არაა მარტო ყირიმში და ბალკანეთზე, არამედ კავკასიაშიც.

სამეგრელო ამ ომში რუსეთის მოკავშირედ გამოდიოდა როგორც ერთ-ერთ ძლიერი პოლიტიკური ერთეული კავკასიაში. ოსმალებმა გადაწყვიტეს რომ იერიში მიეტანათ სამეგრელოზე. შეტევა 1855 წლის შემდგომაზე დაიწყო. 40 ათასიანი თურქული დესანტი 40 ზარბაზნით გადასხმა სოხუმის სანაპიროზე და 21 სექტემბერს აიღო ის. მეგრულ-რუსულმა შენაერთებმა მოწინააღმდეგის გაჩერება მდინარე კოდორზე სცადეს მაგრამ შუა ბრძოლისას თურქების მხარეს გადავიდა აფხაზეთის მთავარი მიხეილ შერვაშიძე, ამან აიძულა მოკავშირეები უკან დაეხიათ.

ამის შემდეგ რუსული არმიის მეთაურად თბილისიდან ჩამოდის ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი რომელიც მეგრელებს ადანაშაულებს მარცხში და ამბობს რომ ის მათ გარეშე დაამარცხებს თურქებს. ის ბრძანებს რომ დაიხიონ მდინარე ენგურისკენ და იქ მოემზადონ დიდი ბრძოლისთვის. მის განკარგულებაში 20 ათასიანი არმია იყო 30 ქვემეხით.

25 ოქტომბერს გაიმართება დიდი ბრძოლა ენგურთან სადაც ყველასათვის მოულოდნელად ომერ -ფაშა ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებს. ივანე ბაგრატიონ- მუხრანელი ზუგდიდში გარბის იქიდან კი დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძესთან ერთად ქუთაისში. 29 ოქტომბერს ომერ-ფაშა ზუგდიდს იკავებს, 22 ნოემბერს კი მდინარე ცხენისწყალს აღწევს.

ოპერაციის შემდეგი მიზანი დღევანდელი დასავლეთ საქართველოს სრული ოკუპაციაა. თითქოსდა არც არაფერი უშლის ხელს. ივანე ბაგრატიონი ცხენისწყალთან ეცდება კონტრშეტევაზე გადასვლას, მაგრამ ისევ ნადგურდება. ომერ-ფაშას ჰგონია რომ კამპანიის ტრიუმფით დასრულება პრაქტიკულად გარდაუვალია. ზუსტად ასეთ დროს იფეთქებს სამეგრელოში საყოველთაო აჯანყება. გლეხები და არმიის ნაწილები რომლებიც დაშალა ივანე ბაგრატიონმა იწყებენ ორგანიზებას, ჯერ გადადიან მასობრივ პარტიზანულ ომზე მერე კი მასობრივ შეტევაზე. ამ ომის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი მომავალი გლეხთა აჯანყების ლეგენდარული ლიდერი უტუ მიქავაა.

ომერ ფაშას დამხმარე 12000 კორპუსიც მოსდის, მაგრამ ვერ შველის. მისი ძლევამოსილი არმია მარცხს მარცხზე განიცდის. ამასობაში აჯანყებულებმა არტილერიის სახით დიდი დახმარება მიიღეს რუსებისგან და ტოტალურ შეტევაზე გადავიდნენ. ის იძულებულია ბრძოლებით ნელ-ნელა უკან დაიხიოს. 1856 წლის თებერვალში მას სოხუმში მიიმწყვდევენ, მაგრამ ის არმიის ნარჩენებით წასვლას მოახერხებს, რადგან ბრიტანულ-თურქული ფლოტი ახდენს მის ევაკუაციას. აჯანყებულებს კი ფლოტი საერთოდ არ ყავდათ.

ასე დასრულდა ეს სამხედრო კამპანია, სამეგრელოს ბრწყინვალე გამარჯვებით. არადა თითქოს 1856 წლის ნოემბრისთვის ყველაფერი დასრულებული ჩანდა, მაგრამ რეალურად რაც ვერ შეძლო რეგულარულმა არმიამ, შეძლეს უბრალო ადამიანებმა და კუდით ქვა ასროლინეს ოსმალოს სამეგრელოდან და მოიპოვეს ბრწყინვალე და ლეგენდარული გამარჯვება!

სამეგრელო მე-17 მე-18 საუკუნეები
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *