საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეები და მხარეები
საქართველოს ისტორიული კუთხეებისა და მხარეების არასრული ჩამონათვალი
1. აბჟუა, შუასოფელი – ახლანდელი ოჩამჩირის რაიონი. (დღევანდელი აფხაზეთი).
2. აბოცი – განაპირა ქვეყანა სამხრეთ საქართველოში (ნაწილი დღევანდელ სომხეთში, ნაწილი კი აზერბაიჯანში).
3. ჯავახეთი – დღევანდელი ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები.
4. ხუნანი – მდ. დებედისა და დღევანდელ ძეგამჩაიმდე (დღევანდელი აზერბაიჯანი).
5. ხორძენე – მდ. ჭოროხის ხეობა.
6. ხერკი – დუშეთისა და მცხეთის ტერიტორია.
7. ხევსურეთი – აღმ. საქართველოს მთიანეთში.
8. ხევი – მდ. თერგის აუზი, მოიცავს ბაიდარის, თრუსოს, დარიალისა და სნოსწყლის ხეობებს.
9. ხანდო – არაგვის ხეობის ერთ-ერთი მხარე.
10. ხადა – მთიულეთის არაგვის სათავეები (ყაზბეგის ტერიტორია, ახლანდელი დუშეთის რაიონი).
11. ჭართალეთი – მთიულეთის არაგვის შუა წელი. (ჭართლის თემის ტერიტორია, დუშეთის რაიონი).
12. ჭანეთი – მდ. რიზესწყლიდან მდ. ჭოროხის შესართავამდე (დღევანდელ თურქეთში).
13. წოფოფორი – ახლანდელი მარნეულის ტერიტორია.
14. წობენი – დაბა ჟინვალის ტერიტორია, დუშეთის რაიონი.
15. წილკანი – თეთრი არაგვის შესართავები.
16. წებელდა – ახლანდელი გულრიფშის რაიონი.
17. წანარეთი – წანარეთის ხევი.
18. ცხავატი – ახლანდელი დუშეთის რაიონისა და დაბა ფასანაურის ტერიტორია.
19. შავშეთი – აჭარის სამხრეთი ნაწილი (დღევანდელი თურქეთი).
20. ყაზახი – ისტორიული ქვემო ქართლი (დღევანდელი აზერბაიჯანი, მდ. აღსაფის ქვემო წელი).
21. ქცია (ქურდვაჭრის ხევი) – ქვემო ქართლი, მდ. ალგეთის ხევი.
22. ქიზიყი – კახეთი, ივრისა და ალაზნის ქვემო წყლის აუზი, მდ. მტკვრის ჩრდილოეთი.
23. ქართლი – ყველაზე დიდი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე.
24. ფხოვი – დღევ. ფშავისა და ხევსურეთის ტერიტორია.
25. ფშავი – ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.
26. ტაშირი – ქვემო ქართლის განაპირა მხარე (დღევანდელი სომხეთი).
27. ტაო, ტაოხი – ისტორიული მესხეთის ნაწილი (დღევანდელი თურქეთი).
28. სურები – მდ. სუფსის ზემო წელი, გურია.
29. სომხითი – სამშვილდისა და ხუნანის საერისთავოების სახელწოდება, მდ. დებედის ქვემო დინებიდან ლოქის მთებამდე. (დღევანდელი სომხეთი).
30. სპერი – დღევანდელი ისპირის ტერიტორია, მდ. ჭოროხის ზემო დინება (დღევანდელი თურქეთი).
31. სვანეთი – მდ. ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელი და კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთები.
32. საჯავახო – ახლანდელი სამტრედიისა და ჩოხატაურის რაიონების მოსაზღვრე რეგიონი, საჯავახოს ქედის წინა ზოლის ტერიტორია
33. საჩინო – ქვემო იმერეთი, მდ. სულორისა ყუმურისა ხეობები.
34. სამცხე – მესხეთის ნაწილი, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. უწინ ეწოდებოდა ოძრხე.
35. სამურზაყანო – დღეანდელი აფხაზეთის ტერიტორია.
36. სამეგრელო – მდ. რიონის, ენგურის, ცხენისწყლისა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია.
37. ჭარ-ბელაქანი, იგივე საინგილო – ჰერეთი. (დღევანდელ აზერბაიჯანში)
38. საარშიანო – შაქისა და ყაბალის მხარე (დღევანდელ აზერბაიჯანში).
39. რაჭა – მდ. რიონისა და მისი შენაკადების ტერიტორია.
40. პარხალი – ისტორიული მხარე ტაოში, მდ. ჭოროხის შუა წელის მარცხენა შენაკადის პარხალისწყლის აუზი.
41. პანკისი – მდ. ალაზნის ზემო დინების ხეობა მთა ბორბალოდან ალაზნის ვაკემდე.
42. პალაკაციო – ჯავახეთს, კოლა-არტაანისა და ყარსს შორის მდებარე ტერიტორია. (დღევანდელი თურქეთი).
43. ოკრიბა – დღევანდელი ტყიბულის რაიონი.
44. მუხურისი – ეგრისის ცენტრალური პროვინცია, მდ. რიონისა და ცხენისწყლის ცენტრალური ტერიტორია.
45. მოვაკანი – მდ. მტკვარსა და ალაზანს შორის მდებარე ტერიტორია.
46. მთიულეთი – აღმ. საქართველოს მთიანეთში, მოიცავს ამირთხევს, ხარხელთხევს, ხალდისხევსა და ჩოხელთხევს.
47. მისიანეთი – მდ. კოდორისა და მდ. კელასურის ზემო წელი, აფშილეთის ჩრდ. აღმოსავლეთი (დღევანდელი აფხაზეთი).
48. მესხეთი – მტკვრის აუზის ზემო ნაწილი (სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი, არტაანი, კოლა).
49. მაღრანდვალეთი – მდ. ლიახვის სათავე, ახლანდელი ჯავის რაიონი.
50. ლორე – ციხე-ქალაქი ისტორიულ ტაშირში (დღევანდელი სომხეთი).
51. ლივანა – მდ. ჭოროხის ქვემო დინების ხეობა.
52. ლეჩხუმი – ახლანდელი ცაგერის რაიონი, ასევე მოიცავდა ნაწილობრივ წყალტუბოსა და ამბროლაურის რაიონებს.
53. კუხეთი – მდ. არაგვისა და მტკვრის მარცხენა სანაპირო, ჟივალიდან გარეჯამდე.
54. კოლბოფორი – გოგარენეს ნაწილი, გარდაბნის საერისთავოს ნაწილი. (დღევანდელი სომხეთი).
55. კოლა – მესხეთის ნაწილი, მტკვრის სათავეების ქვაბული (დღევანდელი თურქეთი).
56. კლარჯეთი – ისტორიული მესხეთის ნაწილი, მდ. ჭოროხის ქვემო დინებიდან შავ ზღვამდე. (დღევანდელი თურქეთი).
57. კანგარი – მდ. დებედას სათავეები, გოგარენეს უკიდურესი სამხრეთი მხარე (დღევანდელი სომხეთი).
58. კამბეჩოვანი, კამბისენე – კახეთში, მდ. ალაზნის ქვემოწელსა და მტკვარს შორის მოქცეული ტერიტორია.
59. კახეთი – მდ. ივრისა და მდ. ალაზნის აუზის ტერიტორია.
60. იმერეთი – მსხვილი პოლიტიკური ერთეული, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე დასავლეთ საქართველოში. იმერეთად იწოდებოდა ლიხის ქედის დასავლეთი მხარე.
61. თუშეთი – კახეთის მთიანეთი, კავკასიონის ჩრდ. კალთები.
62. თრიალეთი – ისტორიული მხარე, მოიცავდა ქვემო ქართლის, წალკის რაიონის ტერიტორიას.
63. თორი – მესხეთის ნაწილი, ტერიტორია ტაშისკარიდან დვირამდე.
64. თორთომი – მხარე ტაოში, საქართველოს სამხრეთ დასავლეთი ნაწილი (დღევანდელი თურქეთი).
65. ზენა სოფელი – ქართლში, მდ. მტკვრის შუა წელის აუზი, ესაზღვრება არმაზის ხევი და მდ. არაგვი.
66. ზემო ქვეყანა – მხარე იმერეთში, იმერეთის სამეფოს მეორე სადროშო., ლიხის ქედის, რაჭის ქედის და აჭარა-იმერეთის ქედებს შორის მოქცეული ტერიტორია.
67. ზემო ქართლი – ქართლის ნაწილი, მტკვრის ზემოთი ტაშისკარიდან მტკვრის სათავემდე და ჭოროხის აუზის ზემო წელამდე.
68. ერწო-თიანეთი – მდ. იორის ზემო წელის ზეგანი, ახლანდელი თიანეთის რაიონი.
69. ერწო – მდ. იორის ზემო წელი, უჯარმის ციხისა და სიონის წყალსაცავს შორის მოქცეული ტერიტორია.
70. ერუშეთი – სამცხის ნაწილი, ტერიტორია არსიანის ქედსა და ნიალის ველს შორის (დღევანდელი თურქეთი).
71. ელისენი – ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი, მდ. ლაზნის, ბელაქნისწყლის, გიშისწყლისა და კავკასიონის ქედს შორის მდებარე მიწები (დღევანდელი აზერბაიჯანი).
72. ეკექეირების ქვეყანა – ბიძერების ქვეყანისა და ბექირების ქვეყნის შორის მდებარე ტერიტორია, არდაშენიდან ასფოროს დერემდე (დღევანდელი თურქეთი).
73. დრილების ქვეყანა – კალკანის ქედის აღმ. ნაწილი, ტრაპეზუნტის სამხრე-აღმოსავლეთი ნაწილი (დღევანდელი თურქეთი).
74. დმანისხევი – ახლანდელი დმანისისა და ბოლნისის რაიონები.
75. დიღმისხევი – ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, ცენტრით – დიღომი.
76. დვალეთი – დარიალის ხეობისა და მამისონის უღელტეხილს შორის მოქცეული ტერიტორია (დღევანდელი რუსეი).
77. გუჯარეთი – ახლანდელი ბორჯომის რაიონი.
78. გურია – შავიზღვისპირა მხარე დას. საქართველოში. უნდა მომდინარეობდეს სახელიდან “გული”, რაც ეგრისის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობას უნდა ნიშნავდეს.
79. გუდამაყარი – შავი არაგვის ხეობა.
80. გოგარენე – ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი, დასახლებული იყო გუგარებით.
81. გაჩიანი – მხარე და ქალაქი და ისტორიულ ქვემო ქართლში. სავარაუდოდ დრევანდელი ქალაქ გარდაბნის ტერიტორია.
82. გაღმამხარი – იგივე საციციანო, ისტორიული მხარე ქართლში.
83. გაღმამხარი – ისტორიული მხარე კახეთში. მდ. ალაზნისა და კავკასიონის ქედს შორის მოქცეული ტერიტორია.
84. გარდმანი – მდ. შამქირჩაის ხეობა (დღევანდელი აზერბაიჯანი).
85. გარდაბანი – ქვემო ქართლის ნაწილი. ძველი ქართლის სამეფოს განაპირა პროვინცია. მოიცავდა მდ. ძეგამჩაის, თოუზჩაისა და აღსათაფჩაის აუზებს (დღევანდელი აზერბაიჯანი).
86. გარეკახეთი – მდ. ივრის შუა დინება, ერწოდან ქიზიყამდე. ახლანდელი საგარეჯოს რაიონი.
87. გაგი – ემთხვევა ძვ, გარდაბნის ტერიტორიას, ცენტრი – გაგის ციხე.
88. ბორჩალო – მანგლისის, წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, მარნეულის, ბოლნისის ტერიტორია, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რაიონები (ნაწილი დღევანდელ სომხეთში, ნაწილი კი აზერბაიჯანში).
89. ძიდრიტების ქვეყანა – შავიზღვისპირა ზოლი, ჭოროხიდან არდეშენამდე. (დღევანდელი თურქეთი).
90. ბექირების ქვეყანა – ცხოვრობდნენ ზღვისპირა ზოლში, ასფოროს დერედან სურმენემდე (დღევანდელი თურქეთი).
91. ბასიანი – მესხეთის ნაწილი, მდ. არაქსის სათავეები (დღევანდელი თურქეთი).
92. ბამბაკი – მდ. დებედის სათავის მთიანი ხეობა (დღევანდელი სომხეთი).
93. წყალთაშუა – ქვემო ქართლში, მდ. ქციის ორივე ნაწილზე გაშლილი ველი, ახლ. ბოლნისის რაიონის სოფელ არუხლოს (ძვ. ნახიდური) აღმოსავლეთით.
94. ბაზალეთი – ისტორიული მხარე ქართლში. აქ ადამიანები ჯერ კიდევ ძველი ქვის ხანაში ცხოვრობდნენ.
95. აჭარა – შავიზღვისპირა ისტორიული კუთხე დასავლეთ საქართველოში.
96. არტაანი – ისტორიული მესხეთის მხარე, მდ. მტკვრის ზმეო დინების ორივე მხარე (დღევანდელი თურქეთი).
97. არგვეთი, მარგვი – ახლანდელი ხარაგაულის, საჩხერის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, ტყიბულისა და ჭიათურის ტერიტორია.
98. ალგეთის ხეობა ანუ მანგლისის ხევი – ქვემო ქართლის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა.