რას ეძებ?

ისტორია საქართველო

შაჰ-აბასის ლაშქრობები კახეთში

შაჰ-აბასის ლაშქრობები კახეთში

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

შაჰ აბასის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამიერკავკასიის ირანის პროვინციად ქცევა იყო. მის ტახტზე ასვლისას კავკასიის უდიდესი ნაწილი ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი. თუ აბას სურდა თავისი მიზნის მიღწევა, ოსმალეთის დამარცხება ჭირდებოდა. 1603 – 1612 წლებში მან გრანდიოზული ომი აწარმოა ოსმალეთთან და გაიმარჯვა კიდევ. ამის შემდეგად მან დაიკავა აზერბაიჯანი და სომხეთი. მერე ქართლ-კახეთზე მიდგა. 1605 წელს შაჰმა თავისი მარიონეტი დასვა კახეთში, ირანში გაზრდილი კონსტანტინე , მაგრამ კახელები აჯანყდნენ და კონსტანტინე მოკლეს. ამის შემდეგ შაჰმა გადაწყვიტა იარაღის ძალით დაემორჩილებინა ქართლ-კახეთი. მან დიდი ლაშქრობის მზადება დაიწყო.

1613 წლის 16 ოქტომბერს, 60 ათასიანი ირანული არმია რომელსაც პირადად შაჰ-აბასი ხელმძღვანელობდა დაიძრა ქართლ-კახეთისკენ. გზაში ზამთარმა მოუსწრო და ყარაბაღში გამოიზამთრა. აქ შაჰ-აბასმა წერილი გაუგზავნა კახეთის მეფე თეიმურაზ პირველს და მოსთხოვა მასთან გამოცხადებულიყო. თეიმურაზი არ მოვიდა და მძევლებად თავისი დედა ქეთევანი და შვილები ლევანი და ალექსანდრე გაგზავნა.

ამან რა თქმა უნდა აბასი ვერ შეაჩერა. ირანის ლაშქარი კახეთში ორი მხრით – სამხრეთ-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოიჭრა 1614 წლის მარტში. თეიმურაზი შაჰ-აბას ჟილეთთან შეეგება კახთა არმიით, მაგრამ სამწუხაროდ სასტიკად დამარცხდა. ამის შემდეგ ის სრულ პანიკაში ჩავარდა, არადა კახეთში მასობრივი მობილიზაცია დაიწყო და ბრძოლის რესურსები ნამდვილად იყო, მაგრამ სამწუხაროდ თეიმურაზმა მიაგდო თავისი სამეფო და ქართლში გაიქცა.

ქართლის მეფე ლუარსაბ II გააფთრებული ბრძოლისთვის ემზადებოდა. შაჰ-აბასმა კი ქართლის თავადების უდიდესი ნაწილი იყიდა, დაურიგა რა მათ ოქრო. მეფე ლუარსაბ II პრაქტიკულად ლაშქრის გარეშე დარჩა. ის ხედავდა რომ ქართლის თავადები მის ჩასაბარებლად ემზადებოდნენ. აქედან გამომდინარე ის, თეიმურაზთან ერთად იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო.

ქართლის თავადების უდიდესი ნაწილი თბილისში შემოსულ აბასს ფეხებში ჩაუვარდა, დიდი ძღვენი მიართვა და სამუდამო ყრმობა და დიდი ხარკი იკისრეს. ამავე პერიოდში აბას მოახსენეს რომ კახეთში წინააღმდეგობის კერები არ წყდება. მან ლაშქარი ისევ კახეთისკენ მოაბრუნა. მისი არმია 50 დღე აოხრებდა და ძარცვავდა კახეთს. მტერმა ხელთ იგდო თორღას ციხეში გადამალული სამეფო განძი, მრავალი ტყვე და დიდძალი ქონება; მარტო ერწო-თიანეთიდან 30 ათასი ტყვე და 40 ათასი სული საქონელი წაასხა, ტყვედ წაიყვანა აგრეთვე კახეთში მცხოვრები სომხები, ებრაელები დადა შირვანდელი გლეხების დიდი ნაწილი; ალავერდის ტაძარი ციხესიმაგრედ აქცია და შიგ ირანელთა გარნიზონი ჩააყენა. აბას I-მა კახეთის ხანად გამაჰმადიანებული ბაგრატიონი ისა-ხანი (თეიმურაზ I-ის ბიძაშვილი) დანიშნა და ვექილად (მეთვალყურე-მრჩეველი) თავადი დავით ჯანდიერი მიუჩინა.

მერე ისევ ქართლში გადავიდა, გორისა და სურამის ციხეების შეაკეთებინა და შიგ გარნიზონები ჩააყენა. ქართლის მმართველად კი ბაგრატ -ხანი დანიშნა. 1614 წლის 17 ოქტომბერს კი შაჰ- აბასი ათიათასობით ტყვით და უზარმაზარი ნადავლით ირანში დაბრუნდა. 1615 წელს კახეთი აჯანყდა. კახელებმა გაანადგურეს ირანული გარნიზონები და მერე კი მათ წინააღმდეგ გამოგზავნილი 15000 არმია.

1616 წელს შაჰ-აბასი ისევ პირადად გამოუძღვა არმიას რათა დაესაჯა აჯანყებული კახეთი. სამწუხაროდ სახლში დაბრუნებულმა თეიმურაზმა რომ გაიგო პირადად შაჰი მოუძღვებაო არმიას, იმერეთში გაიქცა და ქვეყანა უმეთაუროდ დატოვა. სამწუხაროდ ძალიან სამარცხვინო და მშიშარა კაცი იყო თეიმურაზი. კახეთის მოსახლეობა კი უდიდეს გასაჭირში ჩავარდა, მაგრამ ხალხმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა.

ნაწილი ალაზანს გაღმა გავიდა იქ მიწაყრილები ააგო, წყლით სავსე თხრილები შემოავლო და თავდასაცავად მოემზადა. მალე შაჰიც გამოჩნდა. დაიწყო გააფთრებული ბრძოლები. დიდი დანაკარგების მიუხედავად აბას I-მა ადიდებული ალაზანი გადალახა და 20 დღის განმავლობაში უტევდა კახელების სიმაგრეებს. უთანასწორო ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ. მხარე ნანგრევებად იქცა; მამაკაცთა უმრავლესობა მტერს შეაკვდა, ქალები და ბავშვები კი ტყვედ წაიყვანეს. მოკლულთა რიცხვი დაახლოებით 70 ათ. აღწევდა, ტყვედ წაყვანილთა კი 170 ათ. აჭარბებდა. შაჰმა კახეთში გარნიზონები დატოვა და თბილისზე გავლით ირანისაკენ გაემართა 1616 წლის ზაფხულში.

მაგრამ ამის შემდეგაც პარტიზანული ომი არ წყდებოდა. ამის საპასუხოდ 1616 წლის ბოლოს აბას I-მა კახეთში დიდი ლაშქარი გამოგზავნა ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით. მტერი ქიზიყს შეესია და მიწასთან გაასწორა. ირანელებმა ამჯერად 20 ათ. ტყვე წაიყვანეს.

მაგრამ ბრძოლები ისევ გრძელდებოდა. აქედან გამომდინარე 1617 წლის გაზაფხულზე შაბ აბასი ისევ პირადად გაუძღვა არმიას. კახელთა არმიამ ხორნაბუჯთან გადაეღობა აბასის ჯარებს. სამწუხაროდ ბრძოლა სპარსელთა უპირობო გამარჯვებით დასრულდა.

მან ბრძანა მიწასთან გაესწორებინათ დაუმორჩილებელი კახეთი. ირანელთან ჯარები ყველაფერს ანადგურებდნენ და წვავდნენ საკუთარ გზაზე. საბოლოდ 1617 წლის ბოლოსთვის შაჰ-აბასმა კახეთი დაიმორჩილა და დაიპყრო. აჯანყებულთა ბოლო ციტადელი ქიზიყიც არტილერიის გამოყენებით შაჰმა აიღო. ამჯერად შაჰის ბრძანებით მოკლეს 100 ათასი ადამიანი, 200 ათასი კი ტყვედ წაასხეს.

აბას I-მა კახეთი ორად გაყო: ივრის დასავლეთი მხარე ბაგრატ-ხანს ჩააბარა, აღმოსავლეთი კი განჯის მმართველს ფეიქარ-ხანს გადასცა. ნახევრად დაცარიელებულ კახეთში კი თურქმანების ჩამოსახლება დაიწყო. ამის შემდეგ შაჰი ქართლის გავლით ირანისაკენ გაემართა სადაც მას მოსახლეობა ძალიან ცივად ხვდებოდა.

ირანში დაბრუნებულმა მან გადაწყვიტა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა სრულიად აეყარა და ირანში გადაესახლებინა და მათ ადგილას სრულიად თურქომანული ტომები დაესახლებინა, მაგრამ როგორც ცნობილია კატასტროფის წინაშე დამდგარ საკუთარ ხალხს, მშველელად გენიალური გიორგი სააკაძე მოევლინა, რომელმაც 1625-1626 წლებში გაანადგურა შაჰის ჯარები და ქართლ-კახეთი გაანთავისუფლა ირანელთა ბატონობისგან!

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *