რას ეძებ?

რელიგია საინტერესო ფილოსოფია

შაკტის კულტი

შაკტის კულტი - ვედური ფილოსოფია

განსაზღვრული დროიდან პირველი ადგილი ვედურ პანთეონში რუდრამ დაიკავა, მეორე პლანზე გადასწია ინდრა. რუდრა ბოროტი ძალების განსახიერებაა, ისეთი ძალის პატრონია, ყველაფერს ანადგურებს, მაგრამ ისიც მფარველობს ადამიანს, თუკი დახმარებას სთხოვს მას, როცა ბოროტ ძალას შეეჯახება. უმთავრესად ჩრდილოეთ ინდოეთში წარმოქმნილი პირველი ჰინდური სექტები დიდ პატივს მიაგებდნენ რუდრას; მის სახელს დაუმატეს ეპითეტი შივა „ხელის მომმართველი“, „მოწყალე“. ამგვარად აღიქვამდა მას ხალხი, როგორც იდუმალს, ჩაუწვდომელს. ამის მეოხებით, სამყაროს გამაერთიანებელი უპანიშიდებში სწორედ მასთან მივყავართ. საყოველთაო სულს „შვეტაშვატაროპანიშადებში“ ეწოდება რუდრა, შივა, იშა, მაჰეშვარა. შივა სრულყოფილი იოგის ნიმუშია, რომელიც სულის ზსნისასკენ მიმავალი გზის მაჩვენებელია.

უძველეს შივაიტურ პაშუპატის ერთადერთ რეალობად მიაჩნია შივა, აბსოლუტი, რომლის ჩაწვდომა შესაძლებელია მხოლოდ შაქტის – უნივერსალური ქალური საწყისის ენერგეტიკული გამოვლინებით. ვედანტისის გავლენით მოძღვრება, რომლის თანახმად შეუძლებელია შაქტის შივასაგან განცალკევებით აღქმა, ამიტომ იგი როგორც შივას იგივობა, ისე განიხილება. მას, ვისაც არ ძალუძს მიმართოს ღმერთს-აბსოლუტს, უმაღლეს მიზანს მიაღწევს, თუკი მის ქალურ მანიფესტაციას – შაქტის მიმართავს, რაც უფრო კონკრეტული, შეცნობადია, აქვს მრავალი ღირსება და თვისება. თუმცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, ამ შემთხვევაში ღრმა ფიქრებს ეძლევიან და მათი ყურადღება მთლიანად ტრადიციას აქ მიპყრობილი – პატიზე („ბატონი”), პაშაზე („ბორკილები”) და პაწუზე („სული”), ამასთან მათი ერთგულების ნამდვილი ობიექტი პატია, მაშასადამე, თვით შივა.

მოგვიანებით ვედანტა კვლავ იმეორებს პაშუპატის სექტის ძველ იდეას იმის თაობაზე, რომ შივას მხოლოდ შაქტის მეოხებით შეიძლება ჩაწვდე. შივა მრავალნაირად გამოისახება – ახალი წარმოშობას იგი, მაგალითად, იგი, როგორც დედა, ისე ესწრება, ამიტომაც მისი კულტი დაკავშირებულია სქესობრივ ფუნქციებთანაც. ხესა და ქვაზე ამოკვეთილ ბარელიეფებსა და ჰორედიეფებს, რომლებიც სხვადასხვა ეროტიკულ სცენებს გამოხატავენ, ვხვდებით ბენარესში, ნეპალური ტაძრის კარებზე და სხვა შივაიტურ სალოცავებზე.

თუმცა, მრავალი ოჯახური, გვაროვნული, ტომობრივი ნაყოფიერების ქალთა ღვთაებებიც შაქტიდ იწოდებოდნენ. ხანდახან მათ თაყვანისცემას თან სდევდა სისხლიანი, წარსულში ადამიანის მსხვერპლად შეწირვა (ამაზე ქვემოთ გვექნება ლაპარაკი). ზოგან ამ ქალღმერთებს სიმბოლურად გამოხატავდნენ შივაიტური არდჰანა ნირაშვარის (ნახევრად მამაკაცი, ნახევრად ქალი: როგორც ადრე აღვნიშნეთ, ქალღმერთი მრგვალი ან ოთხკუთხედი, შუაში გახვრეტილი, ქვის ფილით გამოიხატებოდა, ხოლო მამაკაცი – ამ ნახვრეტში ჩადებული ქვის პატარა სვეტით. შივა ლინგამად გამოისახებოდა, რომელსაც არ გააჩნდა თავისი ღირსებები და გამოვლინებები, მხოლოდ ქალური საწყისი ანიჭებდა მას ქმედითობას, განვითარებას, სიცოცხლეს.

„დიდი შაქტის“ თაყვანისცემაზე, შაქტისტების რელიგიურ – ფილოსოფიური აზროვნების თანახმად, მოთხრობილია ტანტრებში, ეზოთერულ ტექსტებში, რომლებიც შივასა და შაქტის დიალოგია. ეს ტექსტები არა მარტო მისტიკურ ამბებს შეიცავს, არა მაგიკური წეს-ჩვეულებების, რიტუალების,გრძნეულ ქალთა შელოცვებს, მამაკაცისა და ქალის ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებულ რჩევებს, მეტაფიზიკურ მსჯელობასაც. ამჟამად ისინი გამიზნულია ყველა კასტის ადამიანებისათვის.

ტანტრებში გამოხატული იდეები მოგვიანებით ქალების ღვთაებათა ადგილობრივი კულტების შემადგენელ ნაწილად იქცა. ამასთან დაკავშირებულმა სისხლიანმა მსხვერპლშეწირვამ, ავხორცმა და ზოგჯერ უწმაწურმა წეს-ჩვეულებებმაც კი, ტანტრიზმის ზეგავლენით, წმინდა რელიგიური, მისტიკური ხასიათი მიიღო. მხოლოდ ხელდასხმის გარკვეულ საფეხურს მიღწეულ შაქტისტებს შეეძლოთ შრიჩაკრას წეს – ჩვეულების შესრულება, როდესაც მორწმუნენი შაქტას შიშველი ქალის სახით სცემდნენ თაყვანს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *